ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

2015 წლის სასიყვარული ჰოროსკოპი

2015-01-05 09:13:51

2015 წელი ყველაზე წარმატებული იქნება:

ლომ – თამამად შეიძლება ითქვას, რომ განვლილი ერთობ რთული და პრობლემატური წლის შემდეგ ლომებმა პოზიტივი და ზურგის ქარი სამართლიანად დაიმსახურეს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს 2015 წლის პირველ ნახევარში არაერთი შანსი მიეცემათ როგორც პირად ისე პროფესიულ ცხოვრებაში წინსვლისა და ჰარმონიის დასამყარებლად. ხოლო წლის მეორე ნახევარს მათთვის ფინანსური სტაბილურობისა და მატერიალური მდგომარეობის ამაღლების შანსები მოაქვს. 

კურო – წლის მეორე ნახევარში ზაფხულის პერიოდიდან მოყოლებული, კუროებისთვის "გამოფხიზლების" ხანა დგება. ეს ის პერიოდია, როცა თქვენთვის დამახასიათებელ სიზანტესა და პერიოდულ პასიურობას აუცილებლად უნდა სძლიოთ, ძვირფასო კუროები. წინააღმდეგ შემთხვევაში ფორტუნა შანსებს მეორედ აღარ გამოიმეტებს. აგვისტოს ბოლოდან შეგიძლიათ კარგი ინვესტიცია გააკეთოთ ფინანსური კუთხით, შეიძინოთ ან გაარემონტოთ საცხოვრებელი, წამოიწყოთ ბიზნესი და ა.შ.

თევზ – თხის წელიწადი თავისი ქალური ენერგეტიკით ძალიან სწყალობს თევზებს, რომელთათვისაც იმავე ტიპის "ინური" ენერგეტიკაა დამახასიათებელი. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ ბუნებით არცთუ აქტიური თევზებისთვის კოსმოსი არაერთ პერსპექტიულ შანსს შექმნის როგორც პროფესიული ისე კარიერული კუთხით. მთავარია, მათ ეს შანსი გამოიყენონ და დინების მიხედვით ცურვას, ცოტა ხნით მაინც არჩიონ საკუთარი ინდივიდუალური გზის ძიება.

რიცხვების მაგია

რიცხვების მაგია, საუკუნეებს ითვლის. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოყოლებული სწამდათ ადამიანებს ციფრების ჯადოსნური ძალა და აღიარებდნენ რომ ისინი, დიახაც რეალურ გავლენას ახდენენ ადამიანის ბედზე. ჩვენი საიტის მკითხველებიც დიდი ინტერესით ეცნობიან სტატიებს ნუმეროლოგიის შესახებ. ამჯერად, გვინდა საახალწლო თემატიკას ავუწყოთ ფეხი და დამდეგი 2015 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზის გამოთვლა შემოგთავაზოთ.
საიმისოდ, რომ წლის რიცხვი დავიანგარიშოთ, საჭიროა მარტივი მათემატიკური გათვლა. ასე მაგალითად, თუკი თქვენ 1976 წლის 19 მარტს დაიბადეთ, ნუმეროლოგიური პროგნოზის გამოსათვლელად დაგჭირდებათ გამოთვალოთ ამ თარიღის საერთო ჯამი (არ დაგავიწყდეთ დაანგარიშებისას მიუთითოთ მერამდენე თვეა. მაგ. ამ შემთხვევაში მარტი არის მესამე თვე და შეკრებისას სრული თარიღის ჯამს უნდა დავამატოთ ასევე რიცხვი 3).
გამოვიდა მსგავსი ტიპის კომბინაცია 1+9+7+6+3 +1+9 = 36
საბოლოო რიცხვთა ჯამი რაკიღა ორნიშნაა უნდა დავიყვანოთ ერთნიშნა ციფრამდე ანუ 3+6=9
მაგრამ ეს ყველაფერი როდია. მიღებულ რიცხვს ახლა უკვე წლის საერთო ჯამური მაჩვენებელი უნდა დავამატოთ – 2+0+1+5 ანუ 8.
თუკი ამ ორი რიცხვის ჯამი ისევ ორნიშნაა ანუ კონკრეტულ მაგალითზე ეს არის 17 ის უნდა დავშალოთ, შემდეგ ამისა კი შევკრიბოთ.
საბოლოოდ მივიღეთ რვიანი – ნუმეროლოგიური პროგნოზიც სწორედ ამ რიცხვის შესაბამისობაში უნდა მოიძიოთ ქვემოთ მოყვანილ ტექსტში:
1 – დამდეგი წელი ლიდერის პოზიციებს, მომატებულ ენერგეტიკას და აქტიურ სოციალურ ცხოვრებას მოგიტანთ. თუმცა აუცილებლად გაითვალისიწინეთ ისიც, რომ ყველაფერის კეთება მარტოს მოგიხდებათ და დახმარებას სხვებისგან ამაოდ ნუ დაელოდებით. შესაბამისად მხოლოდ დამოუკიდებლად გადადგმული ნაბიჯების ხარჯზე შეძლებთ ეს წელი უკეთესი ცხოვრებისკენ მიმავალ ტრამპლინად გადააქციოთ.

2 – სტაბილურობის მომტანი და მატერიალური წინსვლის წელია. გარდა ამისა, ამ წელს ხშირად მოგიხდებათ შუამავლისა და მედიატორის როლის მორგება სხვადასხვა სახის დაძაბული სიტუაციების დასარეგულირებლად. თქვენი რჩევა ბევრს დასჭირდება და გამოადგება.

3 – ცვლილებების, ბევრი მოგზაურობის, სწავლისა და განათლების მიღების წელია. გამორიცხული არ არის, წლის მანძილზე არაერთგზის შეგეცვალოთ გეგმები და აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით დაიწყოთ სვლა. მნიშვნელოვნად შესუსტდება კონცენტრაციისა და მოთმინების უნარი, რის გამოც არის იმის ალბათობა რომ წლის მიწურულს გარშემო მყოფები აფერისტობასა და არასტაბილურობაში დაგადანაშაულებენ. შეეცადეთ პირნათლად შეასრულოთ ვალდებულებები და ნაკლებად გაუცრუოთ იმედი ახლობელ ადამიანებს.

4 – ეს ის წელია, როცა განვლილ წლებში წარმოქმნილი ყველა გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება და როგორც იქნა გეღირსებათ მშვიდი ცხოვრება. ფინანსური კუთხით აღმავლობას უნდა ელოდოთ. მოიმატებს შემოსავალი ან დამატებითი გამომუშავების გზები გაგიჩნდებათ. პირად ურთიერთობაში ნაკლებად გამოავლინეთ ეგოიზმი და მიჯაჭვულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გარკვეული პრობლემების წინაშეც აღმოჩნდეთ სამომავლოდ.

5 – ცვლილებების წელიწადია, ამიტომ ჩვეულ სტაბილურობას ცოტა ხნით დაემშვიდობეთ. იცოდეთ, რომ 2015 წელი არაერთი პოზიტიური და ნეგატიური ”სიურპრიზით” გაგახარებთ. თუკი ბუნებით რისკის მოყვარული და ავანტურისტი ადამიანი ხართ, შესაძლოა პირიქით ისარგებლოთ კიდეც წლის მანძილზე შექმნილი ექსტრემალური სიტუაციებით და ”ტალღის ქიმზე” ოსტატურად მოექცეთ. ელოდეთ თავბრუდამხვევ რომანს, რომელსაც ბევრი ემოცია და დრამატული ისტორიები მოჰყვება თან.

6 – სიყვარულში გამართლების, სტაბილური ოჯახის შექმნისა და ურთიერთობების გამყარების წელიწადია. ძალიან კარგი პერიოდი დგება აქამდე არსებული სხვადასხვა სახის პრობლემების საბოლოოდ მოსაგვარებლად, რომელიც ოჯახის წევრებთან ან პარტნიორებთან თქვენს არასწორ დამოკიდებულებას უკავშირდებოდა. შეეცადეთ ბედნიერების პიკზე მყოფმა, არ დაივიწყოთ მეგობრები. მით უმეტეს ისინი, ვისაც თქვენგან განსხვავებით არცთუ მშვიდი წელიწადი ელოდება.

7 – შემეცნების, თვითრეალიზაციის, სულიერი ზრდისა და ფსიქოლოგიური პროგრესის წელია. ამ წელს თავისუფლად შეგიძლიათ უმაღლესი განათლების ან დამატებითი კვალიფიკაციის თემა დადებითად გადაწყვიტოთ. შესაძლოა ბევრი იმოგზაუროთ ან საკუთარ თავში ახალი ნიჭი და უნარ-ჩვევები აღმოაჩინოთ მოულოდნელად.

8 – წარმატებული ბიზნესის, გამართლებული, გონივრული რისკისა და მაღალი შემოსავლების წელია. თუკი კერძო საქმიანობას ეწევით, შესანიშნავად წავა საქმეები სპონსორებთან ან მსხვილ ინვესტორებთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული წლის მანძილზე დიდი შენაძენი გააკეთოთ ბინის, აგარაკის ან მიწის ნაკვეთის სახით.

9 – სურვილების ასრულებისა და გასაოცარი თავგადასავლების წელია. ამ წელს ფაქტობრივად ყველა თქვენი ნატვრა შეისხამს ფრთებს, ამიტომ ფრთხილად შეარჩიეთ სურვილი და კარგად დაფიქრდით სანამ რაიმეს ძალიან ინატრებდეთ. ცუდს თუ უსურვებთ ვინმეს, ისიც ახდება თუმცა, სამომავლოდ არც თქვენ ცხოვრებაში მოვა ბედნიერება. გაიხსენეთ ძველი ჩინური ანდაზა: ”გეშინოდეთ თქვენი სურვილების, ისინი შეიძლება ერთ დღეს მართლაც ასრულდნენ”.

და ბოლოს:

ერძი
პირველ რიგში, თქვენ ხართ მაიმუნი. ამასთან, იმპულსური, აგრესიული და ხმაურიანი. თქვენს ხასიათს სიღრმე აკლია. ამიტომაც ადამიანები ფიქრობენ, რომ ყალბი ხართ და პუბლიკაზე თამაშობთ. ბევრ ადამიანს უნდა გაიგოს, თუ რა ხდება თქვენს თავში, რეალურად კი მასში არაფერია. თქვენ შეგწევთ ყველაფრის გამარტივების უნარი, მაგრამ არა იმიტომ, რომ გასაგები გახადოთ ყველასთვის, არამედ იმიტომ, რომ სამყაროს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ამარტივებთ.

კურო
მოსაწყენი მესაკუთრე ხართ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ საშინლად ჯიუტი არსება ხართ. ფული თქვენი ცხოვრება გახდა, თუმცა ამის შესახებ არავინ არაფერს გეუბნებათ.

ტყუპი
ყურადღების დეფიციტის სინდრომი გაქვთ? შეგიძლიათ უარყოთ, მაგრამ ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი მახასიათებელია ფოკუსირების სრული უუნარობა. თქვენს თავში მუდმივად სხვადასხვა აზრი ირევა. არათუ მათი დამახსოვრება, გაცნობიერებაც კი გიჭირთ. ზოგადად, ეს ცარიელ თავზე უარესია. თქვენ ქაოსის და არეულობის ოსტატი ხართ. გარშემომყოფები თვლიან, რომ აუტანელი ხართ.

კირჩხიბი
თქვენ ჯერაც არ გაზრდილხართ. პრინციპში, მთელი ცხოვრება ბავშვად რჩებით. გარდა ამისა, საკუთარი თავისა და ემოციების კონტროლი არ შეგიძლიათ. თქვენი ცხოვრება - უწყვეტი ნერვული პროცესია. ამიტომაც მიაჩნიხართ ისტერიკულ ადამიანად.
თქვენ ასევე ეგოისტი ხართ. რაც კოშმარად აქცევს არა მარტო თქვენს, არამედ გარშემომყოფთა ცხოვრებას.

ლომი
მსოფლიოში ლომზე უყურადღებო ადამიანი არ არსებობს. ისინი მუდამ გარშემომყოფთა ყურადღების მიზიდვით არიან დაკავებულნი. ლომები საკუთარ თავს განსაკუთრებულ ადამიანებად მიიჩნევენ.

ქალწული
ქალწულს მუდმივად აწუხებს ყველაფრის კონტროლის სურვილი. ამიტომ მას მთელი მსოფლიო სურს. მიუხედავად იმისა, რომ სხვებსაც ეხმარება, ეს გულწრფელი არ არის. მისი ყალბი ალტრუიზმის უკან ნარცისიზმი იმალება. ქალწული სხვას ეხმარება, რათა შემდეგ ხაზი გაუსვას საკუთარ მზრუნველობასა და საიმედოობას.

სასწორი
სასწორის საქციელის პროგნოზირება შეუძლებელია. არავინ იცის, მისგან რას უნდა ველოდოთ. ასევე, ისინი საოცარი მანიპულატორები არიან, მუდმივად სწავლობენ გარემოს, რადგან საჭირო დროს საჭირო რეაქცია იქონიონ. ცდილობენ, აზრიანი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვონ, თუმცა ყველა ხვდება, რომ ცარიელი შინაგანი სამყარო აქვთ.

მორიელი
თქვენ ნამდვილი შურისმაძიებელი მონსტრი ხართ. გიყვართ სხვისი ტანჯვის ყურება და საკუთარ თავს იმაში არწმუნებთ, რომ ის ამას იმსახურებს. თქვენ წამლავთ ყველას, ვისთანაც ურთიერთობა გაქვთ.

მშვილდოსანი
ხალხი ფიქრობს, რომ თქვენ გონიერი ადამიანი ხართ, თუმცა ეს ასე არ არის. თქვენ უბრალოდ განათლებული ადამიანების ლოზუნგებითა და იდეებით ხელმძღვანელობთ.
კიდევ ერთი, თქვენ ყოველთვის მოწყენილი ხართ - ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ამას არც მალავთ.
თქვენი ფიქრები მუდამ იქითკენ არის მიმართული, თუ რას ფიქრობს და ამბობს თქვენზე ხალხი.

თხის რქა
საკუთრი თავის გარდა არავინ გადარდებთ და მიზნის მისაღწევად ყველაფერზე თანახმა ხართ. ეგოისტურად შეპყრობილი ხართ საკუთარი სოციალური სტატუსით.

მერწყული
თავი ზედმეტად უბრალო ადამიანად მიგაჩნიათ. ამიტომ ხალხს მუდმივად შოკში აგდებთ თქვენი განსაკუთრებულობის დამტკიცებით. იმდენად შეპყრობილი ხართ საკუთარი ინდივიდუალიზმის წარმოჩენით, რომ გგონიათ, თქვენს შემოქმედებით ბუნებას ვერავინ წვდება.

თევზები
ნამდვილი დრამა! თევზების მთელი ცხოვრება ერთი დიდი უბედურებაა. უუნარობა ცხოვრებას მათ ქაოსად უქცევს, შურიანობას კი დამარცხებისკენ მიჰყავს. მათი წუწუნი გარშემომყოფებსაც დეპრესიაში აგდებს.

 

 

 

სხვა სიახლეები