ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
მამაკაცებსაც ძალიან უყვართ... ახალი წელი

2014-12-30 13:56:38
from.ge
რატომ ჰგონიათ, რომ წინასაახალწლო სამზადისი მხოლოდ ქალებს უნდა აფიქრებდეთ, მამაკაცი კი ამ ყველაფრისგან ძალიან შორს არის?!
მამაკაცებს ძალიანაც უყვართ ახალი წელი. უყვართ ის აურზაურიც, რომელიც ამ დღესასწაულს უკავშირდება. მოსწონთ ნაძვის ხე და სიამოვნებით წავლენ მის საყიდლად. მორთვაშიც სიხარულით მიიღებენ მონაწილეობას.
რატომაც არა, ეს ხომ მათი დღესასწაულიც არის და უარს ნამდვილად არ იტყოდნენ, თუნდაც ერთი ღამით რომ დაბრუნებულიყვნენ ბავშვობაში... მაგრამ მამაკაცს აქვს შინაგანი პროტესტის გრძნობა – რატომ უნდა დაიხარჯოს ამ ერთი დღისთვის მთელ თვეზე განსაზღვრული თანხა? რატომ უნდა შეგვაწუხოს მერე სინდისმა ქარს გატანებული ფულის გამო?
ერთი სიტყვით, თან უნდა, თან არ უნდა. იმისთვის, რომ მამაკაცი თოვლის ბაბუად აქციოთ, ნიადაგი წინასწარ უნდა მოამზადოთ. უნდა დაიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ საახალწლოდ დაწყებული ფასდაკლებები აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, თუნდაც გარდერობის გასაახლებლად.
წაიწუწუნეთ, რომ გენანებათ ფული ნაძვის ხის სათამაშოებზე. მაშინ მამაკაცი, პირიქით, დაიწყებს თქვენს დამშვიდებას და მზრუნველობასაც გამოიჩენს. შეიძლება, სასწაული მოხდეს და საყიდლებზეც ხალისით წამოგყვეთ. იძულებით ყველაფერს გააფუჭებთ. მამაკაცს არ უყვარს, როცა რაღაც მის გარეშე ხდება, ამიტომ ყველაფერში მიაღებინეთ მონაწილეობა – საახალწლო მენიუს შერჩევაშიც. აიყოლიეთ ის, თქვენ ეს გამოგივათ. ისე უნებლიეთ გადაიქცევა კეთილ თოვლის ბაბუად, რომ თვითონაც ვერ მიხვდება.