ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ორიგინალური საახალწლო საჩუქარი

2014-12-30 13:50:13

from.ge

ამბობენ, ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენო, მაგრამ საჩუქარი მაინც ყურადღებით უნდა აარჩიოთ, მით უმეტეს, საახალწლო საჩუქარი. იქნებ, არ იცით, რომ საჩუქარს „ენა“ აქვს და მჩუქებელზე ბევრი საინტერესო რამის მოყოლა შეუძლია.

ორიგინალური საჩუქარი: ეს შეიძლება, იყოს თვლებით შემკული ტელევიზორის გადამრთველი, მოოქრული კალამი, ეგზოტიკური ყვავილი ბროლის სფეროში, ტყავის კოლოფი ჰალსტუხისთვის.... ერთი სიტყვით, ისეთი ნივთები, რომლებიც ძვირფასიც არის, ლამაზიც, მაგრამ ნაკლებად პრაქტიკულია.

ორიგინალური საჩუქარი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ მიმართ გამორჩეული მოწიწება და პატივისცემა აქვთ. იმ ადამიანმა დახარჯა არცთუ ცოტა თანხა და დრო, რომ თქვენთვის რაღაც განსაკუთრებული შეერჩია. უთხარით მას მადლობა.

ჭკვიანური საჩუქარი: მაგალითად, უმბერტო ეკოს ბოლო ბესტსელერი, ფრიდრიხ ნიცშეს აფორიზმების კრებული, კონსერვატორიის ორკესტრის კონცერტებზე აბონემენტი.

ასეთი საჩუქარი ყოველთვის პატივსაცემია. თუმცა, უნდა გაარკვიოთ, იუმორის გრძნობა ხომ არ ახლავს თან, თუ არა, მაშინ უნდა გაგიხარდეთ – ესე იგი, თქვენი ინტელექტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

სულელური საჩუქარი: მაგალითად, ბრინჯაოს ცხენი ფრთებით ან უფრთოდ, თიხის დიდი ლარნაკი გამხმარი ყვავილებისთვის, ვარდისფერი სპილო და მსგავსი უაზრო ნივთები.

ბევრმა მამაკაცმა საერთოდ არ იცის საჩუქრის შერჩევა და ვინმესთან კონსულტაციასაც არ კადრულობს. თუ თქვენი რჩეული ერთ-ერთი მათგანია, პირდაპირ უთხარით, რის მიღებას ისურვებდით საჩუქრად.

ანტიკრიზისული საჩუქარი: კოლგოტი, შამპუნი, საპონი, ხილი, ჩაი, ყავა, ტკბილეული, თბილი ჩუსტები...

ეტყობა, შეამჩნია, რომ ამ ყველაფრის დეფიციტი გაქვთ. დააფასეთ, ის თქვენზე ზრუნავს! შეიძლება, საახალწლოდ უკეთესი საჩუქრის მიღება გსურდათ, მაგრამ ნუ მოიქცევით სულელივით და ნუ შეეცდებით, დაუმტკიცოთ, რომ რაც მოგიტანათ, უკვე გაქვთ. მას თქვენთვის მხოლოდ კარგი უნდა.

სტატუს-საჩუქარი: იმპრესიონისტების ძვირფასი ალბომი, ნამდვილი „პარკერი“, ან „ვატერმანი“; ფრანგული კონიაკი, ერთი სიტყვით, ყველაფერი ძალიან ძვირფასი, დახვეწილი და თანამდებობის პირისთვის შესაფერისი. მას აშკარად რაღაცის მიღება უნდა თქვენგან, ან უკვე დავალებულია. ასეთი საჩუქარი გულწრფელი სიყვარულის გამოვლენა ნამდვილად არ არის.

პრაქტიკული საჩუქარი: სამზარეულოს ჭურჭელი, სამზარეულოს ტექნიკა, მტვერსასრუტი, ფოტოაპარატი, ფენი...

მშვენიერი საჩუქრებია, თუკი, რა თქმა უნდა, სახლში კიდევ ერთი ფენი და ფოტოაპარატი არ გიდევთ, მაგრამ მადლობა მაინც უთხარით. მით უმეტეს, თუ სანაცვლოდ თქვენი კულინარიული შესაძლებლობების დემონსტრირებას არ მოგთხოვენ.

ინტიმური საჩუქარი: ეროტიკული თეთრეული, ბიუსტჰალტერი, ინტიმური აქსესუარები...

თუ ამ ყველაფერს საყვარელი მამაკაცი გჩუქნით, ესე იგი, გადაგირევიათ კაცი! თუ ყველაფერი უკვე ნათქვამია, გასაგებია, როგორი სადღესასწაულო ღამე გექნებათ.

ეგოისტური საჩუქარი – ეს არის, ვითომ თქვენი რომ ჰქვია და სინამდვილეში ის გამოიყენებს. სამწუხაროდ, მამაკაცებში ასეთი ეგოისტური „გამოხტომები“ საკმაოდ ხშირია. ჩათვალეთ, რომ გვერდით წვრილმანი ხულიგანი გყავთ.

იდეალური საჩუქარი: ის, რაზეც ოცნებობდით. ნივთი, რომელიც გინდოდათ, რომ გქონოდათ. წინასწარ ხომ არ უჩურჩულეთ ყურში? ყოველ შემთხვევაში, მართლა ჰყვარებიხართ და თქვენი სიხარული აბედნიერებს.

სხვა სიახლეები