გამოკითხვა
ხმის მიცემა
from.ge
საკვები ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ბევრ მათგანს მკვეთრად გამოხატული სამკურნალო თვისებაც გააჩნია. კერძოდ:
სატაცურში შემავალი ნივთიერებები აფერხებს უჯრედებში მიმდინარე ონკოლოგიურ პროცესებს. სატაცურის რეგულარული მიღება დაგიცავთ ფილტვებისა და კუჭ-ნაწლავის კიბოსგან.
ისპანახი მდიდარია რკინითა და ფოლატებით, რომლებიც კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ამცირებს ჰომოცისტინების რაოდენობას. ჩართეთ ის ყოველდღიურ რაციონში, რადგან კალორიებს მცირე დოზით შეიცავს, ცხიმებს კი – საერთოდ არა. ის სასარგებლოა მხედველობისთვის.
პომიდორი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კიბოს განვითარების რისკს. ეს თვისება ამ ბოსტნეულში შემავალი ლიკოპენის, ანუ უძლიერესი ანტიოქსიდანტის დამსახურებაა. ის ჩ ვიტამინის საბადოცაა.
ნიორი ამარაგებს გულს, ებრძვის ავთვისებიანი უჯრედების განვითარებას, ასევე, ებრძვის ვირუსებს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინს.
მოცვი დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ის ამცირებს გულის დავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს. კარგად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, ებრძვის შარდსასქესო ორგანოების ინფექციებს.
ორაგული ამცირებს სისხლში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის შემცველობას. შეიცავს ცხიმის განსაკუთრებულ სახეობას, რომელსაც ომეგა 3-ს უწოდებენ. ეს უკანასკნელი კი იცავს ორგანიზმს აუტოიმუნური დაავადებებისგან, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი. ასევე, დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, აფერხებს დაბერების პროცესს.
მწვანე ჩაი მდიდარია იმ ნივთიერებებით, რომლებიც აახლებს სისხლძარღვთა კედლების უჯრედებს და ხელს უშლის ადრეული სიმსივნეების ზრდის პროცესს. თუ მწვანე ჩაის ყოველდღიურად დალევთ, ეს კუჭისა და ღვიძლის კიბოს განვითარებისგან დაგიცავთ.
შვრიის რეგულარული გამოყენება სისხლში ქოლესტერინის დონეს დასაშვებ ზღვარზე მეტად არ ზრდის. ის სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან ამცირებს არტერიულ წნევას. კარგია ჭარბი წონის მოსაცილებლადაც.
ყურძნის კანი შეიცავს ძლიერმოქმედ ანტიოქსიდანტებს. მათ შორის ერთ-ერთია რესვერატორული ოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმში ამაღლებს კარგი ქოლესტერინის დონეს. დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო გულისთვის ძალიან სასარგებლოა.
ნუშში, ნიგოზსა და თხილში შემავალი ცხიმი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის – ამცირებს ორგანიზმში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონეს. ეს კი, აუცილებელია გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ნიგოზი შეიცავს ელამენის მჟავას, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს.
გაითვალისწინეთ, რომ სწორად შერჩეული ყოველდღიური საკვები თავიდან აგაცილებთ საშიშ დაავადებებს და ამით დააზღვევთ საკუთარ ჯანმრთელობას ღრმა სიბერემდე.