ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
ხშირად მიირთვით ბულგარული წიწაკა

2014-12-29 13:56:01
from.ge
ბულგარული ტკბილი წიწაკა 6 პროცენტ შაქარს შეიცავს. ამიტომ, ის ერთ-ერთი ყველაზე დიეტური საკვები ბოსტნეულია.
დაბალკალორიული ნახშირწყლების დიეტის დროს მისი მიღება კარგ შედეგს იძლევა. ერთი ცალი ბულგარული წიწაკა შეიცავს C ვიტამინის სადღეღამისო ნორმას და ამ ვიტამინის შემცველობით ბევრ სხვა ბოსტნეულსაც უსწრებს. C ვიტამინით ორგანიზმის მომარაგება აუცილებელია, რათა ადვილად გაუმკლავდეთ ვირუსებსა და სხვადასხვა რესპირატორულ დაავადებას. ამიტომ, ეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად ჭამოთ ბულგარული წიწაკა და შეივსოთ თქვენი ორგანიზმი C ვიტამინით.
სასურველია, ტკბილი წიწაკა მცენარეულ ცხიმთან ერთად მიიღოთ, რათა ორგანიზმმა მაქსიმალურად შეითვისოს მასში არსებული ვიტამინები. ასე რომ, კარგი იქნება, თუ მას მცენარეულ ზეთში მოშუშავთ და ისე მიირთმევთ.
ტკბილი წიწაკა ერთადერთი ბოსტნეულია, რომელიც კარგად ინარჩუნებს მასში შემავალ ვიტამინებს როგორც თერმული დამუშავებისას, ისე დაკონსერვების შემთხვევაშიც. ამიტომ, გირჩევთ, თქვენს ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად შეიტანოთ ბულგარული წიწაკა.
