ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
სწორი კვება აუცილებელია

2014-12-27 11:54:31
from.ge
ახალგაზრდებისთვის აუცილებელია თხილეულისა და სუბტროპიკული ხილის ჭამა. 40 წლის შემდეგ კი საჭიროა ბეტა-კაროტინით მდიდარი საკვები – სტაფილო, მწვანილი, პომიდორი, წიწაკა, ლობიო, კარალიოკი, ვაშლი, კომბოსტო და ასე შემდეგ.
ბეტა-კაროტინით მდიდარი საკვები აძლიერებს იმუნიტეტს. 50 წლის ასაკიდან აუცილებელია კალციუმის მიღება, რადგან ის ამაგრებს ძვლებს და ხელს უწყობს გულის მუშაობას. სელენი კი, რომელიც სტრესისგან გვიცავს, ბევრია ყველში.
დღეში, თუნდაც ოცწუთიანი ვარჯიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, გვიცავს სხვადასხვა დაავადების რისკისგან, მაგალითად, როგორიცაა წნევის ცვალებადობა, ოსტეოქონდროზი, შაქრიანი დიაბეტი, მკერდის კიბო.
ასევე, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად აუცილებელია ძილის წინ საძინებელი ოთახის განიავება. მხიარული ბუნების ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე დეპრესიულები. სიცილის დროს ორგანიზმი გამოყოფს ისეთ ნივთიერებას, რომელიც ებრძვის ინფექციის გამომწვევ მიკრობებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აახალგაზრდავებს ორგანიზმს.
თუ ტვინის უჯრედებს აქტიურ ვარჯიშს არ მოაკლებთ, იკითხავთ, ამოხსნით კროსვორდებს, შეისწავლით უცხო ენებს, მაშინ გულის, სასუნთქი გზებისა და ნივთიერებათა ცვლის პრობლემები არასდროს შეგაწუხებთ.