ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
უცნობი ლეონარდო დიკაპრიო

2014-12-27 11:48:45
from.ge
სრული სახელი და გვარი: ლეონარდ ვილჰელმ დიკაპრიო.
ლეონარდო ჰიპების ოჯახში დაიბადა და ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ უბანში იზრდებოდა.
ორ-ნახევარი წლის ასაკში შედგა ლეონარდოს დებიუტი ტელევიზიაში, როცა მამამ ის ერთ-ერთი საბავშვო გადაცემის ქასთინგზე მიიყვანა.
ლეონარდოს მამა, ჯორჯი, კომიქსების მხატვარი იყო, ხოლო დედა, ირმელინი – სოციალური მუშაკი. ისინი ადრე განქორწინდნენ, თუმცა ლეონარდოს არ უგრძნია მათი გაშორება, რადგან ყოვლედღიური კონტაქტი ჰქონდა ორივესთან.
სახელი ლეონარდოს მშობლებმა მაშინ შეურჩიეს, როცა ირმელინი ლეონარდო და ვინჩის ნახატებს ათვალიერებდა – სწორედ ამ დროს იგრძნო მან მუცლიდან პირველი დარტყმა.
ლეონარდო დიკაპრიოს იტალიელი, რუსი და გერმანელი წინაპრები ჰყავს.
ლეონარდოს ბებია, ელენა სმირნოვა რუსია. ის გერმანელზე გათხოვდა და გვარად ინდენბირკენი გახდა. ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს ლეონარდო უმტკიცებდა რუსეთის პრეზიდენტს, ნახევრად რუსი ვარო.
ლეონარდო ბავშვობიდან არის გატაცებული ანთროპოლოგიით – მის სახლში დინოზავრების ძვლები ინახება.
14 წლის ასაკში ლეონარდო დიკაპრიოს საკუთარი აგენტი ჰყავდა, ხოლო მის დებიუტად ითვლება როლი ცნობილ ტელესერიალში „სანტა ბარბარა”.
ლეონარდო დიკაპრიო სამჯერ იყო წარდგენილი „ოსკარის” ნომინაციაზე, თუმცა, ჯილდო სამივეჯერ სხვას შეხვდა.
ლეონარდო დიკაპრიო საკალათბურთო გუნდ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ქომაგია.
ლეოს ოცნებაა, დიდ ეკრანზე იოსებ სტალინი განასახიეროს, თუმცა, ჯერჯერობით ვერ მიაგნო შესაბამის სცენარს.
ლეონარდოს საყვარელი ფილმია „ნათლიმამა”.