ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ტკბილი ცხოვრება

2014-12-27 11:43:40

from.ge

შუა საუკუნეებში შაქარი, როგორც წამალი მხოლოდ აფთიაქებში იყიდებოდა. ადამიანებს უხსოვარი დროიდან მოსწონდათ ტკბილეული. როდის გაუსინჯეს თაფლს გემო, არავინ იცის, მაგრამ აი, შაქრის ამბავი კი გარკვეულია.

შაქარი – სიტყვა წარმოიშვა სანსკრიტული „სარკარისგან“, რაც ტკბილს ნიშნავდა. სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ხალხები შაქარს სხვადასხვა მცენარისგან აწარმოებდნენ. ზოგი ლერწმის წვენიდან, ზოგი სოიისგან, ზოგიც – ჭარხლისგან. ეგვიპტელები მას პალმის ხისგან იღებდნენ. თუმცა, ძალიან მცირე რაოდენობით.

ევროპელებს კი ჯვაროსნულ ომებამდე საერთოდ არაფერი სმენოდათ შაქრის შესახებ. როცა ჯვაროსნები ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, სირიასა და პალესტინაში შაქრისგან უკვე ამზადებდნენ ტკბილეულს.

მეცამეტე საუკუნეში შაქრის ლერწმის პლანტაციები სამხრეთ იტალიასა და საფრანგეთშიც გაჩნდა. თუმცა, მოსავალი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ინდოეთში. ამიტომ, ის აფთიაქებში იყიდებოდა. ყველას უნდოდა შაქრის გასინჯვა.

შაქრით ვაჭრობა საუკეთესო ბიზნესად იქცა. ინდოეთისკენ მიმავალ მოკლე „შაქრის გზას“ ეძებდნენ ვასკო და გამა და ქრისტეფორე კოლუმბი. პორტუგალიელებმა სწრაფად აითვისეს ლერწმიდან შაქრის მიღების კულტურა. 1676 წლიდან ბარბადოსიდან ინგლისში ყოველწლიურად შაქრით დატვირთული ოთხასი ხომალდი მიემართებოდა, თითოეულზე –150 ტონა შაქარი იყო.

ამერიკაში შაქრის წარმოება მხოლოდ 1751 წელს დაიწყო. შაქრით ევროპის მთავარი მომმარაგებელი საფრანგეთი იყო, სანამ იქ რევოლუცია არ მოხდა. თავადაც დიდი მომხმარებელი იყო ამ პროდუქტის. მარტო 1789 წელს 80 ათასი ტონა შაქარი მოიხმარა.

დღეს შაქარი ყველა ოჯახს აქვს და ძნელი დასაჯერებელია, რომ ოდესღაც ნახევარ კოვზსაც კი ოქროს ფასი ჰქონდა და ფუფუნების საგანი გახლდათ.

სხვა სიახლეები