ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
სად ვიპოვოთ ვიტამინები

2014-12-26 13:01:41
from.ge
ზამთრის პერიოდში დახარჯული ვიტამინების გამო ორგანიზმი გარკვეულწილად იფიტება რაც გარეგნობაზეც აისახება და განწყობაზეც.
ვიტამინების შესავსებად, ძვირად ღირებული პრეპარატების ნაცვლად, რამდენიმე ხალხურ რეცეპტს შემოგთავაზებთ. თანაც, ჩვენში ხილ-ბოსტნეული არ არის ძნელად ხელმისაწვდომი, ამიტომ ამ პრობლემას ადვილად მოაგვარებთ.
ერთი საშუალო ზომის ლიმონი 1-2 წუთით ადუღებულ წყალში ჩაუშვით, შემდეგ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, ან სახეხზე გახეხეთ, ორივე შემთხვევაში, კანიანად. დაამატეთ უმარილო ნაღების კარაქი, 1-2 სუფრის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით პურზე და ჩაისთან ერთად გემრიელად მიირთვით.
150 გრამ გახეხილ ვაშლს შეურიეთ ნახევარი ფორთოხლის წვენი, დაამატეთ 10 ცალი გარჩეული ნიგოზი. ნიგვზის ნაცვლად შეგიძლიათ ათქვეფილი ნაღები გამოიყენოთ, ფორთოხლის ნაცვლად კი – 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან ამდენივე თაფლი. ეს გახლავთ დღიური ულუფა, ერთი ადამიანისთვის.
