ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

სათითეების ისტორიიდან

2014-12-26 12:54:58

from.ge

ნიურნბერგელი ოსტატები მისი შექმნის საიდუმლოს მკაცრად ინახავდნენ. ამ საიდუმლოს ხელში ჩასაგდებად ძალას არ ზოგავდნენ შვედები. „თითის შლაპა“ – ასე ერქვა სათითეს, რომლის დანახვა დღეს აღარავის უკვირს, მაგრამ, მის წარმოშობას ლეგენდები უკავშირდება.

სათითეს სამშობლო ძველი ჩინეთია. ხანის დინასტიის ეპოქის სამარხებში აღმოჩენილია სამკერვალო აქსესუარები და უძველესი სათითეები. სათითეს კარგად იცნობდნენ კორინთოშიც – ის ნაპოვნია ესპანეთის ტერიტორიაზე და მეთერთმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებით თარიღდება.

არსებობს სათითის წარმოშობის პოეტური ლეგენდა: უხსოვარ დროში ცხოვრობდა ერთი მკერავი, რომელიც დილიდან დაღამებამდე თავდახრილი უჯდა თავის საკერავს და ამიტომ თითები ყოველთვის დაკაწრული და დაჩხვლეტილი ჰქონდა. ერთხელ, მისი საყვარელი ყვავილებიდან – წითელი ზანზალაკებიდან პატარა გნომები გამოძვრნენ. ისინი წყვეტდნენ ამ ზანზალაკებს და აქეთ-იქით დაარბენინებდნენ, თუმცა, დილით ყველა ყვავილი ადგილზე დახვდა. მეორე ღამეს მკერავი მალულად გაჰყვა გნომებს და ელფების სამყაროში აღმოჩნდა. ისინი ისხდნენ და გნომებისთვის ტანსაცმელს კერავდნენ. თითოეულ ელფს შუა თითზე წითელი ყვავილ-ზანზალაკი ჰქონდა ჩამოცმული. დილით, როცა მკერავი საკერავს მიუჯდა, ფანჯრის რაფაზე ვერცხლის სათითე დაინახა. მან ის ელფებივით შუა თითზე წამოიცვა. სათითით კერვა გაცილებით იოლი და კომფორტული აღმოჩნდა. მკერავის თითებიდან ნაიარევებიც გაქრა...

ევროპაში ბრინჯაოს სათითეები ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან გავრცელდა. მათ ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებით რთავდნენ. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ დიდებულები მონასტრებს, ძვირფასეულობასთან ერთად, ქვებით შემკულ ვერცხლის სათითეებსაც სწირავდნენ.

გერმანიაში სათითეების დამზადების მონოპოლია ჰქონდა ქალაქ ნიურნბერგს. აქ სათითეებს კი  არ ასხამდნენ, გამოჭედავდნენ. 1537 წელს სპეციალური კანონიც კი გამოიცა სათითეების პროფესიულად დამზადების სტანდარტების დაცვის შესახებ. სათითეების გამომჭედ პროფესიონალებს ეკრძალებოდათ ნიურნბერგის ტერიტორიის დატოვება. პროფესიული საიდუმლოს გათქმა სასტიკად ისჯებოდა. 1568 წელს გერმანიაში დაიწერა ტრაქტატი სათითის სარგებლობის შესახებ.

1763 წელს ავსტრიის იმპერატრიცა მარია-ტერეზას ბრძანებით, ავსტრიაში ჩამოიყვანეს ნიურნბერგელი სათითეების წარმოების დიდოსტატი. ამ დროიდან დაიწყო სათითეების მასობრივი წარმოება.

სხვა სიახლეები