ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ფინეთი – დედობისთვის იდეალური ადგილი

2014-12-26 12:47:02

from.ge

საერთაშორისო ორგანიზაციამ „Save the Children“, რომელიც იცავს ბავშვების უფლებებს მთელ მსოფლიოში, წარმოადგინა ქვეყნების ყოველწლიური რეიტინგი, სადაც ყველაზე კარგია დედობა.

ლიდერობენ სკანდინავიის სახელმწიფოები, ხოლო ყველაზე ცუდი პირობები დედებისთვის აფრიკის ცალკეულ ქვეყნებშია.

176 ქვეყანა განალაგეს განსაზღვრული რიგით შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: დედათა და 15 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის დონის მაჩვენებლები; სკოლაში სწავლის საშუალო ხანგრძლივობა; ქალების შემოსავლის დონე და მართვის ორგანოებში მათი წარმომადგენლობის პროცენტულობა.

დედებისთვის იდეალურ ადგილად აღიარეს ფინეთი. მათთვის საუკეთესო პირობებით, ათეულში შევიდნენ: შვედეთი, ნორვეგია, ისლანდია, ნიდერლანდები, დანია, ესპანეთი, ბელგია, გერმანია და ავსტრალია. სლოვენია მე-14 ადგილზეა, საფრანგეთს მე-16 ადგილი უკავია, იტალიას – მე-17,  ესტონეთს – 21-ე, დიდი ბრიტანეთი 23-ე პოზიციაზეა, ისრაელი – 25-ზე, შემდეგ მოდის ბელორუსია (26), ლიტვა (27), ამერიკის შეერთებული შტატები (30), საქართველო (34), სლოვაკია (35), არგენტინა (36), სერბია (37), მაკედონია (40), ბაჰრეინი (44), საუდის არაბეთი (46), მექსიკა (49), გრენადა (52), ქუვეითი (55), ტუნისი (56), ლიბია (57), ყატარი (58), რუსეთი (59), შემდეგ მოდიან თურქეთი, რუმინეთი და მავრიკია.

სიის ბოლოშია აფრიკის ქვეყნები – მალი, სიერა-ლეონე, სომალი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. როგორც „გარდიანი“ აღნიშნავს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 30-დან ერთი მშობიარე კვდება. ფინეთში 12 209-დან – მხოლოდ ერთი. რაც შეეხება ბავშვთა სიკვდილიანობას, იმ ქვეყნებში, რომლებიც ყველაზე ცუდ ქვეყანათა ათეულშია, ტრაგიკული ხვედრი აქვს ყოველ მეშვიდე ბავშვს, რომლებიც 5 წლის ასაკს ვერ აღწევენ, ფინეთში კი 345-დან ერთი ბავშვი კვდება.

სხვა სიახლეები