ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

რაში მდგომარეობს ლივ ტაილერის სილამაზის საიდუმლო

2014-12-25 13:08:15

from.ge

ჰოლივუდის მსახიობმა ლივ ტაილერმა ჟურნალ Elle-სთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარი სილამაზის საიდუმლოებები გაამხილა.

იმისათვის, რომ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეს, ვარსკვლავს კიტრის წვენი, დიდი რაოდენობით თმის კონდიციონერი, იდეალური მანიკიური და ბევრი სხვა რამ ეხმარება.

ლივ ტაილერმა აღიარა, რომ მასზე დიდი გავლენა პანკ-როკერმა დედიკომ ბიბი ბიუელმა და ტაილერის მშვენიერმა ბებომ იქონიეს. ამ უკანასკნელმა ლივს უამრავი რამ ასწავლა, მაგალითად, ის, რომ თავს ყოველთვის უნდა მოუაროს, კარგი სურნელი უნდა ასდიოდეს და რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოს გარეგნობაზე ზრუნვას.

ლივს ბებომ ისიც ურჩია, რომ აბაზანის მიღებისას მეტი სისუფთავისთვის ფრჩხილების ქვეშ თეთრი ფანქარი წაისვას. ვარსკვლავი თავისი ლამაზი და მბზინვარე თმისთვის სავსე პეშვით კონდიციონერს იყენებს და დიდი ხნის მანძილზე არ იბანს, რაც თმას არბილებს და აფუმფულებს.

მსახიობის მამა, როკერი სტივენ ტაილერიც გრძელ დალალებს ატარებს და ისიც დიდ დროს უთმობს ვარცხნილობაზე ზრუნვას. მამა-შვილი სახის მოვლის საშუალებებით ერთმანეთს ეჯიბრება.

აღმოჩნდა, რომ ბატონ სტივენს სახის საცხებითა და ნიღბებით მთელი კარადა აქვს გამოტენილი. ლივი კვებასაც დიდ ყურადღებას აქცევს და ცდილობს, მხოლოდ ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტები მიიღოს. გოგონა დარწმუნებულია, რომ ახლადგამოწურული წვენები, განსაკუთრებით კიტრის წვენი კანისთვის ძალიან სასარგებლოა.

სხვა სიახლეები