ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
ფარაონების სუნამოს ნამდვილი არომატი

2014-12-25 13:02:17
from.ge
ფრანგმა კოსმეტოლოგებმა დიდი ხნის ოცნება აისრულეს - გასინჯეს ეგვიპტის ფარაონის სუნამოს ნამდვილი არომატი.
„ლორეალის“ ფრანგული ფირმის ექსპერტებმა 6 წელზე მეტი მოანდომეს სურნელოვანი ნივთიერების უნიკალური ფორმულის მოპოვებას, რომელსაც ძველი ეგვიპტელები იყენებდნენ. მათ შეისწავლეს ჩვენამდე მოღწეული 2000-ზე მეტი მანუსკრიპტი, დაახლოებით 500 იშვიათი ზეთი და ბალახი შეურიეს ერთმანეთს იმ სურნელის მისაღებად, რომლითაც აღტაცებული იყო ეგვიპტის ელიტა.
მიღებული ნივთიერება არ ჰგავს თანამედროვე სუნამოს. თურმე ძველი ეგვიპტელები არ იპკურებდნენ ინანთეულს. ფარაონების ნელსაცხებელი „კოფი“ სურნელოვანი ბურთულებია. მას წვავდნენ ნახშირზე, პატარა ოთახში. სხურების მსურველი უნდა მდგარიყო საცეცხლურთან ახლოს, კვამლთან. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ საამო სურნელი აძლიერებდა სიყვარულის გრძნობას.
ამბობენ, სუნამოს მუმიებსაც „უბოლებდნენ’, რათა სიყვარულით საიქიოშიც დამტკბარიყვნენ.
