ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
მარტოდ დარჩენის შიში ჯანმრთელობას ვნებს
2014-12-24 12:55:08
from.ge
ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანს ცხოვრებაში მარტოდ დარჩენის ეშინია. ეს შიში უმეტესად სუსტი სქესის წარმომადგენლებს იპყრობს. თუმცა, ისეთებიც არსებობენ, რომლებიც მარტონი უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, რაც, ფსიქოლოგების აზრით, ერთგვარი გადახრაა.
როგორც მედიკოსები ამბობენ, მარტოდ დარჩენის შიში ჯანმრთელობისთვის მავნებელია. და მაინც, ჯობია ვიმოქმედოთ, ვიდრე ვისხდეთ და გვეშინოდეს.
რა გავაკეთოთ? არ გვყავს გვერდით სასურველი მამაკაცი? თამამად გავეშუროთ კლუბისკენ ან ისეთ ადგილას, სადაც შესაძლოა მათ გადავეყაროთ. მაგრამ, როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვერდით მამაკაცია, მაგრამ გვეშინია, არ მიგვატოვოს?
როგორც იტყვიან, ინტუიცია უტყუარია. გული მაშინვე გვიგრძნობს, როგორია მამაკაცის დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. მივენდოთ გულისთქმას. როგორც კი ეჭვის ჭია შეგვიჩნდება, სიტუაციის პროვოცირება უნდა მოვახდინით - გაძლებს კი ის ჩვენ გარეშე?
და საერთოდ, ცნობილია, რომ რაც მეტად გიყვართ საკუთარი თავი, მით უფრო უყვარხართ სხვებს. ეს განსაკუთრებით მამაკაცებზე ითქმის, ხოლო იმისათვის, რომ თავი მარტოდ არ ვიგრძნოთ, საჭიროა ნაცნობობის წრე გავიფართოვოთ, ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვახერხებთ, თუ შევეცდებით, ადამიანებში მხოლოდ დადებითი თვისებები დავინახოთ და მათ ნაკლზე ყურადღება არ გავამახვილოთ.