ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

მეცნიერებმა დინოზავრების უცნობი სახეობა აღადგინეს

2014-12-22 13:10:03

from.ge

პალეონტოლოგებმა ოფიციალურად განაცხადეს დინოზავრების ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ. ის დედამიწაზე დაახლოებით 200 მილიონი წლის წინათ ცხოვრობდა. მეცნიერთა აღწერის მიხედვით, ის „თუთიყუშ-ვამპირის“ მსგავსი იყო.

ხვლიკის ნაშთი სამხრეთ არაბეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში იპოვეს, მაგრამ, დღემდე არ იყო კლასიფიცირებული. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეს ნარჩენები ჰარვარდის უნივერსიტეტის საცავში ინახებოდა.

აღმოჩენა ჩიკაგოს უნივერსიტეტში გაკეთდა. მეცნიერებმა შეისწავლეს ხვლიკის გაქვავებული ძვლები.

პალეონტოლოგების აზრით, ის დინოზავრებიდან ფრინველებზე გარდამავალ სახეობას მიეკუთვნებოდა. აღადგინეს რა მისი მიახლოებითი სახე, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს ცხოველი იყო პატარა ზომის დინოზავრი, საკმაოდ ვიწრო დრუნჩითა და ყბის აპარატით, რომელიც თუთიყუშის ნისკარტს მოგვაგონებს და მშვენივრად გამოდგებოდა მცენარეული საკვების დასაქუცმაცებლად.

ამას გარდა, ცხოველს ჰქონდა 2,5 სანტიმეტრი სიგრძის მასიური ეშვები, რომლებსაც, სავარაუდოდ, მტრების შესაშინებლად და შეწყვილების დროს პარტნიორთა მოსაზიდად იყენებდა. კბილების ასეთი წყობა რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ დამახასიათებელი გახდა ზოგიერთი ძუძუმწოვრისთვის. ერთი სიტყვით, ის „თუთიყუში-ვამპირის“ მსგავსი იყო, – დაასკვნეს მეცნიერებმა.

დინოზავრის წონა 3-4 კილოგრამს აღწევდა. სხეული დაფარული იყო ჯაგრის მსგავსი უხეში თმით. საშიშროების შემთხვევაში, მხეცი სხვადასხვა მხარეს უშვებდა, თუმცა, მისი გრძელი ქვედა კიდურებით თუ ვიმსჯელებთ, ის ძირითადად გაქცევით შველოდა თავს.

უძველესი გეროდონტოზავრი დედამიწაზე დაახლოებით იმ პერიოდში ცხოვრობდა, როდესაც სუპერმატერიკმა პანგეამ გაყოფა დაიწყო ჩრდილო და სამხრეთ ნაწილებად. ამ ცხოველთა საცხოვრისი კი აფრიკის სამხრეთ ნაწილის ტყიანი მდინარეები იყო.

სხვა სიახლეები