ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
სასარგებლოა თუ არა პური

2014-12-22 12:55:05
from.ge
ასუქებს თუ არა პური და გამოაქვს თუ არა წყალს ორგანიზმიდან კალორიები და ცხიმები.
როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, უმჯობესია, კონსულტაცია პროფესიონალმა მოგცეთ და არა ახლობლების რჩევებით იხელმძღვანელოთ. გაითვალისწინეთ, რომ ყველა რჩევას სასურველ შედეგამდე არ მივყავართ, ჯანმრთელობასთან თამაში კი არ ღირს. გთავაზობთ იმ გავრცელებულ შეხედულებებს, ხშირად რომ გვესმის და გაუცნობიერებლად ვიჯერებთ.
პური ასუქებს – ის აზრი, რომ პური ასუქებს და გახდომის მსურველმა ის უნდა ამოიღოს კვების რაციონიდან, არასწორია. პურის მიღება რეკომენდებულია ზომიერად. საჭიროა იმ პროდუქტების შემცირება, რომელსაც პურთან ერთად ჭამთ, კერძოდ, ყველის, ნაღების, კარაქის, ძეხვის და სხვა კალორიული პროდუქტების.
ექვსი საათის შემდეგ ჭამა არასასურველია – ამ წესის მკაცრად დაცვის დროსაც კი ხშირად ადამიანები წონაში ვერ იკლებენ. ორგანიზმისთვის და ასევე, წონაში დასაკლებად სასურველია, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჭამა მცირე ულუფებით. ამ დროს ორგანიზმი ნაკლებად იტვირთება და საკვებს ადვილად ითვისებს. შიმშილის გრძნობა მცირდება, შაქარი სისხლში ნორმის ფარგლებშია, ხოლო ის, ვინც ექვსი საათის შემდეგ არ ჭამს და დღეში მხოლოდ ერთხელ მიირთმევს დიდი რაოდენობით საკვებს, იზიანებს კუჭ-ნაწლავს და წონაშიც ნაკლებად იკლებს.
