ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
ნოეს კიდობანი ნამდვილად არსებობდა

2014-12-20 11:05:00
from.ge
თიხის ფირფიტებზე აღმოჩენილმა წარწერებმა, რომლებიც 3900 წლისაა, დაადასტურა, რომ ნოეს კიდობანი ნამდვილად არსებობდა.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1850 წელს მესოპოტამიაში, შუმერის მეფემ აგრამა ხარისმა მიმართა ღმერთს და სთხოვა წყალობა კიდობანის ასაგებად, რომ თავისი ხალხი გადაერჩინა. თანაც, აღმოაჩინეს ნახაზები, რომელმაც კიდობანზე წარმოდგენა მთლიანად შეცვალა.
ის არ ყოფილა უზარმაზარი ხომალდი. უფრო წააგავდა ყუთს, დიამეტრით - 66 მეტრი. კედლები ლერწმის ჰქონდა, ხოლო კარკასი - ხის.
ძველშუმერული კიდობანი ორსართულიანი იყო. თოკები, რომლითაც ის გახლდათ შეკრული, ფისით იყო გაჟღენთილი. არქეოლოგებს მიაჩნიათ, შუმერული კიდობანი არ იყო გათვლილი იმაზე, რომ მისი საშუალებით ეცურათ. მას უნდა ეტივტივა წყლის ზედაპირზე იქამდე, სანამ წყლის დონე არ დაიკლებდა.
