ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

რომელ საკვებს გააჩნია სამკურნალო თვისებები

2014-12-20 10:59:38

from.ge

საკვები ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ბევრ მათგანს კი მკვეთრად გამოხატული სამკურნალო თვისება გააჩნია. კერძოდ:

ისპანახი მდიდარია რკინითა და ფოლატებით, რომლებიც კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ამცირებს ჰომოცისტინების რაოდენობას. შეგიძლიათ, ისპანახი ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ, რადგან ის კალორიებს მხოლოდ მცირე დოზით შეიცავს, ცხიმს კი – საერთოდ არა. ისპანახი ასევე ძალიან სასარგებლოა მხედველობისთვის.

პომიდორი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კიბოს განვითარების რისკს. ეს თვისება ამ ბოსტნეულში შემავალი ლიკოპენის, ანუ ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტის დამსახურებაა. ასევე, პომიდორი ჩ ვიტამინის უმდიდრესი საბადოა.

ნიორი ამაგრებს გულს, ებრძვის ავთვისებიანი უჯრედების განვითარებას, ასევე, ებრძვის ვირუსებს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინს.

მოცვი დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ის ამცირებს გულის დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს. დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას, ებრძვის შარდ-სასქესო ორგანოების ინფექციებს.

ორაგული ამცირებს სისხლში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის შემცველობას. შეიცავს ცხიმის განსაკუთრებულ სახეობას, რომელსაც „ომეგა 3-ს“ უწოდებენ. ეს უკანასკნელი კი იცავს ორგანიზმს აუტოიმუნური დაავადებებისგან, მაგალითად, როგორიც არის რევმატოიდური ართრიტი. ასევე, დადებითად მოქმედებს თავის ტვინის მუშაობაზე და აფერხებს დაბერების პროცესს.

საკვებად შვრიის რეგულარული გამოყენება სისხლში ქოლესტერინის დონეს დასაშვებ ზღვარზე მეტად არ ზრდის. შვრია სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან ის ამცირებს არტერიულ წნევას, ასევე, კარგია მათთვის, ვისაც ჭარბი წონის პრობლემები აწუხებს.

ნიგოზში, თხილსა და ნუშის გულში შემავალი ცხიმი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ის ამცირებს ორგანიზმში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონეს. ეს კი აუცილებელია გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ნიგოზი შეიცავს ელამენის მჟავას, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს. მაგრამ, გაითვალისწინეთ ისიც, რომ მისი უზომოდ ჭამა არ არის რეკომენდებული.

ყურძენი შეიცავს ძლიერმოქმედ ანტიოქსიდანტებს. მათ შორის, ერთ-ერთია რესვერატორული ოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმში ამაღლებს კარგი ქოლესტერინის დონეს. დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო გულისთვის ძალიან სასარგებლოა.

სხვა სიახლეები