ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
პრობლემა - კომპიუტერი მშობლების ნაცვლად

2014-12-19 15:38:46
from.ge
თუ ბავშვი მეტისმეტად დიდ დროს უთმობს კომპიუტერულ თამაშებს, ის უნდა აჩვენოთ ექიმს, - გვირჩევენ დანიელი ფსიქოლოგები.
მათ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ კომპიუტერით ძირითადად გატაცებული არიან ის ბავშვები, რომლებსაც მშობლები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ.
თუ 8-12 წლის ჯანმრთელი ბავშვები კომპიუტერული თამაშებით ერთობიან კვირაში 5-8 საათის განმავლობაში, მშობლების ყურადღებას მოკლებული პატარები - 12 საათს სხედან კომპიუტერებთან, ტელეგადაცემებსა და ვიდეოფილმებს კვირაში - 44 საათს უთმობენ, ჯანმრთელი ბავშვები - 2-ჯერ ნაკლებ დროს.
ფსიქოლოგების აზრით, ასეთი ბავშვები ნაკლებად გულღიები არიან, უჭირთ უფროსებსა და თანატოლებთან ურთიერთობა, ძნელად ერთვებიან საუბარში, უჭირთ კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტისას კონცენტრირება. სამაგიეროდ, თავს თავისუფლად და კომფორტულად გრძნობენ კომპიუტერთან.
ექიმები და ფსიქოლოგები ურჩევენ მშობლებს, "დაიბრუნონ" შვილები. პირველ რიგში, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ მათ. მთავარია, აგრძნობინონ, რომ ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი არიან მათ ცხოვრებაში, უყვართ და ყოველთვის მათ გვერდით იქნებიან.
