ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

მილა კუნისი ყველაზე სექსუალურია

2014-12-18 14:17:53

from.ge

ცოტა ხნის წინ მამაკაცების პოპულარულმა ჟურნალმა FHM გამოაქვეყნა მიმდინარე წლის მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალთა ასეული. რეიტინგი ჟურნალის მკითხველთა ხმის მიცემის შედეგებით შედგა.

პირველი ადგილი ჰოლივუდის მსახიობმა, 30 წლის მილა კუნისმა დაიკავა.

მილა უკრაინაში, ქალაქ ჩერნოვციში, ებრაელთა ოჯახში დაიბადა. როდესაც მომავალ მსახიობს 7 წელი შეუსრულდა, მამამისი – ინჟინერ-მექანიკოსი, მარკი და დედა – ფიზიკის მასწავლებელი, ელვირა, შვილებთან ერთად ლოს-ანჯელესში გადასახლდნენ.

ახალ გარემოში ადაპტირება რომ გაადვილებოდა, მილა სამსახიობო ოსტატობის კურსებზე შეიყვანეს. 2 წლის შემდეგ, მილამ თავისი პირველი როლი შეასრულა ტელესერიალ „ჩვენი ცხოვრების დღეებში“. დღეს ის უკვე თითქმის 50 ფილმშია გადაღებული. მილა კუნისი არაერთხელ მოხვდა ყველაზე სექსუალური ცნობილების ტოპ-რეიტინგში. 2012 წელს FHM-ის ამავე რეიტინგში ის მე-9 ადგილზე იყო.

მეორე ადგილი წელს 26 წლის ამერიკელმა მომღერალმა რიანამ დაიკავა. ის შარშან მესამე ადგილზე იყო. წელს კი მესამე ადგილზე ბრიტანელი მსახიობი ჰელენ ფლენეგენია.

შარშანდელი რეიტინგის ლიდერმა, ბრიტანელმა მომღერალმა ტულიზა (ტულა) კონტოსტავლოსმა მეთერთმეტე ადგილზე ჩამოინაცვლა.

ებრაელი სუპერმოდელი ბარ რაფაელი და ჰოლივუდის მსახიობი ნატალი პორტმანი, რომლებიც შარშან, შესაბამისად, 46-ე და 71-ე პოზიციაზე იყვნენ, წელს ყველაზე სექსუალურ ქალთა ასეულის მიღმა დარჩნენ.

ტოპ-ასეულის პირველი ოცეული ასე გამოიყურება: 1. მილა კუნისი, 2. რიანა, 3. ჰელენ ფლენეგენი, 4. მიშელ კიგანი, 5. კელი ბრუკი, 6. კეილი კუიოკო, 7. პიკსი ლოტი, 8. კეიტ აპტონი, 9. შერილ კოული, 10. ჯორჯია სელპა, 11. ტულიზა კონტოსტავლოსი, 12. ტეილორ სვიფტი, 13. ჯორჯი პორტერი, 14. როზი ჯონსი, 15. რიტა ორა, 16. კეტი პერი, 17. მეგან ფოქსი, 18. მოლი კინგი, 19. ბიონსე ნოულზი, 20. ჯენიფერ ლოურენსი.

სხვა სიახლეები