ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
ნუ დატანჯავთ ორგანიზმს უძილობით

2014-12-18 14:01:31
from.ge
ბევრს უჭირს ღამით დაძინება, რის შედეგადაც დილით თავს შეუძლოდ გრძნობს და საწოლიდან თავის აწევა უჭირს. თუ ღამით ცუდად გძინავთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები, რომლებიც ამ პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ.
დაძინებამდე ერთი საათით ადრე გაიკეთეთ მასაჟი ყურის ბიბილოებზე. აქ განლაგებულია სპეციალური რეფლექტორული ზონები, რომლებიც პასუხისმგებელია ორგანიზმის მოდუნებაზე.
თუ რთული დღე გქონდათ და განერვიულებული ხართ, ძილის წინ დალიეთ 1 ჩაის ჭიქა რძეში გახსნილი 1 სადილის კოვზი თაფლი; ასევე, კარგი შედეგი აქვს პიტნისა და გვირილის ჩაის.
უძილობის დასამარცხებლად უებარია შემდეგი სახის აბაზანები: აავსეთ აბაზანა თბილი წყლით, ჩაყარეთ გვირილის ხმელი ყვავილი, ნაძვის წიწვები და ჩაწექით დაახლოებით 15-20 წუთი.
ღამით არანაკლებ 8 საათი უნდა გეძინოთ მშვიდ და წყნარ გარემოში. თუმცა, არც ზედმეტი ძილი ვარგა, რადგან, ასე ორგანიზმის ბიოლოგიური რიტმი ირღვევა. ძილის წინ კი არ დაგავიწყდეთ ოთახის განიავება – სუფთა ჰაერი მშვიდი ძილისთვის აუცილებელი პირობაა.
