ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

პარლამენტარის განცხადებით, სააკაშვილი დაფინანსებას რუსული ძალებისგან იღებს

2017-12-06 16:27:27

pia

საქართველოს პარლამენტის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წამოსულმა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სააკაშვილი დაფინანსებას რუსული ძალებისგან იღებს.

„პირველთან“ ქანთარიამ არნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა რაც გააკეთა იმის შედეგებს იმკის.

„საქმეა აღძრული და ყველაზე მთავარი ისაა, რომ სააკაშვილი დაფინანსებას,  როგორც ჩანს, რუსეთის ძალებიდან იღებს. ამის დამტკიცება , რა თქმა  უნდა, სასამართლოს პრეროგატივაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ სააკაშვილი ბოლო ხანში, როგორც ისჯება რუსეთს ხელს აძლევს აშკარაა. ჟირინოვსკის ნათქვამიც მიშიკოსგან ხელები შორსო, მგონი ამ ფორმატში შეგვიძლია განვიხილოთ. დანარჩენი პროცესი კი აჩვენებს, რომ მთავარი შეცდომა მაინც ის იყო, რომ უკრაინამ მეგობარი ქვეყნის ძებნილი ჯერ მრჩევლად, შემდეგ კი გუბერნატორად დანიშნა და აი, ახლა ამ ყველაფრის შედეგებს იმკის“, - განაცხადა ქანთარიამ.

უკრაინის გენერალური პროკურატურა ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ბრალს სამი მუხლით უყენებს. ამის შესახებ გენპროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა. სააკაშვილს ბრალი შემდეგი მუხლებით წაუყენეს: „თავდასხმა“, „დანაშაულის ჩადენა ჯგუფურად“ და „დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევა და მისი დანაშაულის დაფარვა“, – წერს სარგანი ტვიტერზე.

სააკაშვილის ძებნა უკრაინის ეროვნული პოლიციის ოპერატიულ ქვედანაყოფებსა და უშიშროების სამსახურს დაევალა, – აცხადებს ლარისა სარგანი.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სააკაშვილზე ძებნა გუშინ გამოაცხადა. საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ სააკაშვილი დაკითხვაზე არ მივა.

სხვა სიახლეები