ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ირაკლი კობახიძემ შვედეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

2017-12-06 14:46:27

for.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც დელეგაციასთან ერთად შვედეთის სამეფოში იმყოფება, ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ მარგოტ ვალსტრომთან გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და  გამოწვევებს. ირაკლი კობახიძემ მინისტრს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილი ვითარება გააცნო. მარგოტ ვალსტრომმა ქართულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა.

მხარეებმა ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეულ წარმატებებზეც. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა აქტიურად გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესში შვედეთის განსაკუთრებული როლი და მარგოტ ვალსტრომს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა  გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. მხარეები ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შვედეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მარგოტ ვალსტრომთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი  უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მათი განგრძობითი მხარდაჭერა, რომელიც არაერთხელ იქნა გამოთქმული, ასევე, მათი მხარდაჭერა ჩვენი ევროპასთან თანამშრომლობის კუთხით და ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში.  აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ინიციატორი შვედეთი იყო და ამ მიმართულებით ისინი ძალიან მნიშვნელოვნად თვლიან მათ როლს და აგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას“,- განაცხადა შვედეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საუბარი შეეხო ბუნებრივი რესურსების მართვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით შვედეთის გამოცდილების გაზიარებასაც.

„ჩემთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  რადგან კიდევ ერთხელ  გაესვა ხაზი გარემოს დაცვის სტანდარტების მიმართულებით შვედეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. სამომავლოდ დაგეგმილი შეხვედრებზე ამ საკითხზე კიდევ ვიმსჯელებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთვის ძალიან საინტერესო  იქნება ბუნებრივი რესურსების მართვისა და გარემოს დაცვის კუთხით შვედეთის მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება  და მათი პრაქტიკის გადმოღება ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით კი, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრებენ. დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა შვედეთის მხრიდან მხარდაჭერისა და მისი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

 

სხვა სიახლეები