ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „დაზარალებულთა კვირეული“ -ს ფარგლებში მარათონი გაიმართა

2017-12-06 13:12:13
for.ge
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „დაზარალებულთა კვირეული“ დაზარალებულთა მხარდამჭერი მარათონით დასრულდა.
თბილისში, ლისის ტბაზე გამართულ მარათონში ჩართულები იყვნენ საქართველოს პროკურატურის პროკურორები, გამომძიებლები, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი, საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი მაიკლ გრანტი და საელჩოს თანამშრომლები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა რიგითმა მოქალაქეებმაც მიიღეს.
სპორტულ ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები გიორგი გოგაძე და გიორგი ბადაშვილი ესწრებოდნენ.
მარათონში გამარჯვებულები საქართველოს პროკურატურის სახელით დაჯილდოვდნენ. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2017 წლის 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით „დაზარალებულთა კვირეული“ გაიმართა. კვირეულის ფარგლებში თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ათეულობით ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და მოსახლეობასთან.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კვირეულის ჩატარების პრაქტიკას, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და დაზარალებულთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად, მომდევნო წლებშიც აქტიურად გააგრძელებს
