ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ბურჭულაძის თავზე შავი ღრუბელი გამოჩნდა

2017-12-14 17:59:01

from.ge

ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. „აფბა“- ს ეკონომისტი ანდრია გვიდიანი, რომლის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მხრიდან ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.

„შესაბამისმა ორგანომ გამოიძიოს და დადოს დასკვნა შეესაბამება თუ არა პაატა ბურჭულაძის საქმიანობა სისხლის სამართლის დანაშაულებებს. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ პაატა ბურჭულაძე შესაბამისი მუხლით არის გასასამართლებელი. ჩვენ პროკურატურისგან მოვითხოვეთ კვალიფიციური დასაბუთების და დასკვნის დადება, იმაზე ბევრად უფრო მეტის, ვიდრე ეს გააკეთა ჟურნალისტურმა გამოძიებამ.

აქვე გეუბნებით, რომ არსებობს ძალიან დიდი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ არაავტორიტეტული და აბსოლუტურად უისტორიო კომპანიების მიერ იყო ჩატარებული ფონდის საქმიანობის შესწვალა და რასაკვირველია, ესეც დამატებითი შეკითხვა და ბუნდოვანი გარემოება არის ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ამ კითხვებზე პროკურატურა გასცემს პასუხს და ასევე, ძალიან მოხარული ვარ, თუ ფონდის წარმომადგენლებს არ ეშინიათ და დასაბუთებული პასუხი აქვთ იმ კითხვებზე რაც არსებობს“, - აცხადებს ანდრია გვიდიანი.

მისივე თქმით, საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურამ უნდა თქვას არის თუ არა დამნაშვეა პაატა ბურჭულაძე.

„თუ არანაირი პრობლემა და არანაიარი გადაცდომა არ არის, ნამდვილად არ მესმის რა გახდა მათი ნერვიულობის საფუძველი. მე თუ დანაშაული არ მაქვს ჩადენილი, პროკურატურა ან ფინანსური პოლიცია ჩემს სიმშვიდეს ვერ დაარღვევს. ჩემთვის გაუგებარია რატომ ღელავენ ეს ადამიანები ასე. თუ ყველაფერი წესრიგშია, მე ეს ძალიან გამიხარდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ანდრია გვიდიანმა.

 

სხვა სიახლეები