ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ბავშვთა საკვებში საშიში ბაქტერია აღმოჩნდა

2017-12-13 15:46:18

ბექა დანელია

ფრანგული კომპანია „ლაქტალისის“ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას ბაქტერია აღმოჩნდა. ამის შედეგად რამდენიმე ქვეყანაში დაავადება გავრცელდა. ფრანგული ნაწარმი საქართველოშიც შემოდის და სააფთიაქო ქსელების მეშვეობით იყიდება. ასე რომ, რისკი მაღლია. ბავშვთა კვების პროდუქცია წესით და რიგით, ყველაზე მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, თუმცა ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებები ძალიან ინტერტულები არიან.

უცხოურ მედიაში ატეხილი სკანდალის შემდეგ, სოფლის მეურნეობის სამინსიტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ლაქტალისის“ ბავშვთა კვების პროდუქციის სამომხმარებლო ქსელიდან ამოღება დაიწყო.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღო შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში „სალმონელას“ შესაძლო არსებობის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს. მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი“, - განაცხადეს სააგენტოში.

მანამდე კი თავად ფრანგულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ბავშვთა კვების პროდუქციას პარტიებს უკან გაიწვევს. კომპანიამ ასეთი პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთში ჩვილებში სალმონელას ბაქტერიის გავრცელების 26 შემთხვევა დაფიქსირდა.

კომპანიის პროდუქციიდან დაახლოებით 7000 ტონა სალმონელას ბაქტერიით არის ინფიცირებული. „ლაქტალისი“ მომხდარის გამო ბოდიშს იხდის და მზად არის, სალმონელათი ინფიცირებული ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერად.

საფრანგეთის ჯანდაცვისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს განცხადებით, „ლაქტალისმა“ პირველი გაფრთხილება დეკემბრის დასაწყისში მიიღო, რადგან სალმონელათი დაავადებულ ბავშვებსა და კომპანიის პროდუქციას შორის კავშირი დადგინდა, თუმცა კომპანიას სათანადო ზომები მაშინ არ მიუღია.

სალმონელას ინფექცია საკმაოდ საშიში ბაქტერიაა. იგი საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს. როგორც პედიატრი მაია აბულაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, სალმონელა იწვევს ღებინებას, დიარეას.

„თუ საკვებში სალმონელა აღმოჩნდა, ნამდვილად არ არის რეკომენდირებული მისი მიღება. კუჭნაწლავის აშლილობას შემდეგ უკვე ცუდი რამე მოჰყვება. ძალიან გამწვავებული ფორმა მენინგიტამდე შეიძლება მივიდეს“, - აცხადებს აბულაშვილი.

მსხვილმა ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა საკუთარი სააფთიაქო ქსელებიდან „ლაქტალისის“ წარმოების ბავშვთა კვების, კერძოდ „სელიას“ რძის ფხვნილის რეალიზაცია უკვე შეწყვიტეს.

კომპანია „პეესპეში“ ფრანგული ბრენდის პროდუქციაში სალმონელას ჩხირის აღმოჩენის შესახებ გუშინ დილით გაიგეს და მაშინვე შეწყვიტეს ქსელებში აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია. მათ მომწოდებელს მისწერეს წერილი, რომელშიც ითხოვენ ახსნა-განმარტებას, არის თუ არა ქართულ ბაზარზე შემოსულ მათ პროდუქციაში საშიში ბაქტერია. პასუხის მიღებამდე „სელიას“ ნაწარმი მათ აფთიაქებში არ გაიყიდება.

„ავერსში“ კი ამბობენ, რომ ისინი ელოდებიან ლაბორატორიისა და მწარმოებლის წერილობით ინფორმაციას, შეიცავს თუ არა მათ მაღაზიებში არსებული „სელიას“ რძის ფხვნილი სალმონელას. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, დააბრუნებენ პროდუქტებს რეალიზაციაში, თუ მარაგს საერთოდ ამოიღებენ სავაჭრო ობიექტებიდან.

სხვა სიახლეები