გამოკითხვა
ხმის მიცემა

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თუკი სააკაშვილის ბიოგრაფიას გადავხედავთ, საქართველოსთვის არახალია თემა, რასაც ჰქვია სააკაშვილის და რუსეთის კავშირები. მისი თქმით, ხაზგასასმელია, რომ ეს თემა საქართველოში არ არის დამუშავებული.
„სააკაშვილის ბევრი მოქმედება საქართველოშიც და ამჟამად უკრაინაში, რუსეთის ინტერესებს ემთხვევა. ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და აუცილებელია შესწავლა იმასა, სააკაშვილი ამა თუ იმ ნაბიჯის გადადმისას, ხელმძღვანელობდა თუ არა რუსეთის წარმომადგენლების მითითებით. ამ საკითხის შესწავლას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
For.ge-ს კითხვაზე - ალასანიას ფიგურა არის თუ არა სააკაშვილ-რუსეთის დამაკავშირებელი ხიდი? პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს: „რა თქმა უნდა, ალასანიას ფიგურა არის საფუძველი. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი უკრაინაში საზღვაო ჯარებში მსახურობდა, რომელიც პირდაპირ კგბ-ს დაქვემდებარებაში იყო. ამდენად, ეს ნაწილი ძალიან საინტერესო და საყურადღებოა. ვიმეორებ, საქართველოში სააკაშვილის ნაბიჯები ძალიან ხშირად ეხმიანებოდა რუსულ ინტერესებს, მაგრამ ეს ყველაფერი იძლევა მხოლოდ ვარაუდის საფუძველს და ვარაუდის საფუძველი ნამდვილად არსებობს.
ვნახოთ, უკრაინის პროკურატურამ თუ მოახერხა ამ ვარაუდის შემოწმება, რადგან თვლიან, რომ რაღაცა ფაქტიური მასალა უკვე აქვთ. როგორც პროკურატურა ამბობს, ჩაწერილია დიალოგები, მათ შორის არის რაღაცა სახის დოკუმენტები, რომელიც ამ კავშირებს ადასტურებს. თუკი ასეთი ფაქტიური მასალა არის, ეს უკვე სხვა დონეზე მოითხოვს მსჯელობას“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
