ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

16 წლის ბიჭები, თანატოლებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ

2017-12-04 09:52:28

ალა ისპირიანი

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდი დღეს გარდაიცვალა. ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვდა, რადგან რესპულიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგის, დავით ლოლაძის თქმით პაციენტის არასტაბილურ მდგომარეობას სისხლის უდიდესი დანაკარგი განაპირობებდა.

„პაციენტს გაუკეთდა სამი სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია: ბარძაყის მიდამოზე იმუშავეს სისხლძარღვთა ქირურგებმა, მუცლის ღრუსა და გულ-მკერდზე ზოგადმა ქირურგებმა. არასტაბილურობას განაპირობებს ის, რომ პაციენტს ჰქონდა სისხლის უდიდესი დანაკარგი, შემოსვლიდან ამ წუთის ჩათვლით მიმდინარეობს სისხლის კომპონენტების მუდმივი დიფუზია, გადასხმა, რის მიუხედავადაც სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამის გამო ვერ ხერხდება“, - განაცხადა დავით ლოლაძემ.

„წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკაში“ მისული ერთ-ერთი დონორი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სანამ სახლიდან კლინიკამდე მოზარდის დონორობის გასაწევად მივიდა, დაჭრილი მოსწავლე გარდაიცვალა.

„ფეისბუქით შევიტყვე, რომ ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვდა, სახლიდან რომ გამოვედი ვიცოდი, რომ ცოცხალი იყო, ახლა წავიკითხე, რომ გარდაიცვალა. შოკში ვარ ამ ფაქტით.“ -აღნიშნავს For.ge -სთან საუბრისას ერთ-ერთი დონორობის მსურველი პირი.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ავთანდილ იმედაძის, თქმით ყველა სისხლის ბანკის ხელმძღვანელმა გამოთქვა დახმარებისთვის მზადყოფნა, თუმცა მიღებული ზომების მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა.

„პირადად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად იყო გავლილი ყველა შესაძლო გართულებები და მასთან დაკავშირებული მედიკამენტები და სხვა საშუალებები, მარაგები. თუ რამე ბანკი არსებობდა, მე მგონი ყველა ხელმძღვანელმა პირადად დამირეკა და დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ ვუთხარით, რომ საჭიროება არ იყო. საჭიროება გვქონდა მხოლოდ ე.წ. თრომბო მასის, რომელიც ორმა კლინიკამ სასწრაფოდ დაამზადა.

მიღებული ზომების მიუხედავად, სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა. განვითარდა ე.წ. დევეეს სინდრომი, რომელიც არის სისხლის შედედების ფაქტორების განლევა. ოპერაციის შემდეგ იყო გააქტიურებული აღნიშნული სინდრომი. ეს არის სისხლის შედედების დარღვევა, ანუ როცა ვერ ხდება სისხლის შედედება და იყო მასიური სისხლდენა. ეს ფაქტორი ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. ეს სინდრომი ვითარდება, როცა არის მასიური სისხლის დანაკარგი. ეს სინდრომი ვერ იქნა დაძლეული და პაციენტი გარდაიცვალა“, - განაცხადა იმედაძემ.

მოზარდებს შორის მომხარი დაპირისპირების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს, რის შემდეგაც განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული იქნა 2001 წელს დაბადებული გ.ბ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დადგენილია მეორე, სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით)“,- ნათქვამია განცხადებაში.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის თქმით, სკოლის მოსწავლეების დაცულობისთვის განათლების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გარკვეული ტიპის ღონისძიებებზე მუშაობს და აღნიშნავს, რომ სკოლებში ტრაგედიების პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროცესის გაძლიერება.

„ისევ საგანმანათლებლო პროცესი, პრევენციული ღონისძიებები უნდა იყოს ინსტრუმენტი ასეთი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად. რაც კეთდება, იმაზე ათჯერ მეტი უნდა გაკეთდეს, იგივე საინფორმაციო კამპანიებით, მონიტორინგით მოსწავლეების ქცევაზე და ა.შ. არა მხოლოდ სკოლის პერიმეტრის შიგნით, არამედ სკოლის შემდგომი საქმიანობის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ დავგეგმეთ უკვე გაძლიერებული პროგრამები და აქტივობები. რა თქმა უნდა, შსს-თან და ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად. ასევე გვინდა, რომ ამ პროცესში საზოგადოებაც მაქსიმალურად იყოს ჩართული“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი და ამ დრომდე კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს.

სხვა სიახლეები