ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ლარისთვის ყველაზე კრიზისული პერიოდი დაიწყო

2017-12-02 21:56:48

ბექა დანელია

დეკემბერი ეროვნული ვალუტისთვის ყველაზე კრიზისული თვეა. ამ პერიოდში ლარს მკვეთრი რყევა და გაუფასურებისკენ მიდრეკილება ახასიათებს. მისი დროებით დასტაბილურება მხოლოდ წინასაახალწლო დღეებში ხდება. კურსი ისედაც კრიტიკულ ნიშნულზეა და მორიგ ვარდნას სავალუტო ბაზარი ვეღარ გაუძლებს. მთავრობა ირწმუნება, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგული არ აქვს და მალე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.

პირველი კომენტარი გააკეთა ლარის კურსთან დაკავშირებით ახალმა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ თუკი უწონასწორობა გაგრძელდება, ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ბერკეტებს აუცილებლად გამოიყენებს.

„როდესაც ჩვენ სავალუტო რისკებზე ვსაუბრობთ, მთავარ პრიორიტეტში ფუნდამენტური საკითხების ანალიზია, როგორიცაა ექსპორტი, იმპორტი და ასე შემდეგ. ჩვენ თუ ათი თვის სტატისტიკას ავიღებთ, ექსპორტში 30%-იანი ზრდა გვაქვს, თუ არ ვცდები, 8%-იანი - იმპორტში.

ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გააკეთა განცხადება, რომ თუ უწონასწორობა გაგრძელდება, სებ-ი მის ხელთ არსებულ ბერკეტებს აუცილებლად გამოიყენებს. შესაბამისად, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ვუყუროთ ფუნდამენტურ საკითხებს და ამის შესახებ მოვახდინოთ აზრთა გაცვლა-გამოცვლა“, - განაცხადა ბახტაძემ.

გარკვეულწილად მის პოზიციას იზიარებს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. ისიც ლარის კურსის გაუფასურებას სეზონურ ფაქტორებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ კურსი დასტაბილურდეს.

„ჩვენი მოსაზრებით, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მაინც სეზონურ ფაქტორებთან არის დაკავშირებული. რაც უფრო მეტი რესურსი იქნება მოზიდული უცხოეთიდან ლოკალურ ვალუტაში, უფრო მეტად ხელი შეეწყობა ლარის სტაბილურობას. ფუნდამენტურ მაჩვენებლებს თუ ავიღებთ, ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ ნორმალურად ვითარდება. მნიშვნელოვანი ზრდა იქნება ერთობლივი ეროვნული პროდუქტის, კარგი მაჩვენებლებია ტურიზმში, ექსპორტში, გადმორიცხვებში. წელს ეს მაჩვენებლები უკეთესია, ვიდრე შარშან. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია კურსი იყოს სტაბილური“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

განსხვავებული პოზიცია აქვთ ფინანსისტებს. დავით წიქარიძე მიიჩნევს, რომ ბოლო დროინდელი მკვეთრი გაუფასურება მიზანმიმართულმა ქმედებამ განაპირობა.

„ლარის გაუფასურება აბსოლუტურად დამოკიდებულია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან და იმ ხარჯებთან, რომელსაც ქვეყანა ეწევა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ლარის გაუფასურება არის მიზანმიმართული ქმედება. ეროვნული ბანკი და მთავრობა შეთანხმებულად მოქმედებენ, რათა სახელმწიფომ დაგროვილი ვალების მარტივად გასტუმრება შეძლოს. ხოლო წლის ბოლოს ბიუჯეტი დაბალანსებული იყოს“, - აღნიშნა წიქარიძემ.

დეკემბერი რომ ყველაზე კრიზისული თვე იქნებოდა ეროვნული ვალუტისთვის, ამის შესახებ მთავრობას და ეროვნულ ბანკს კარგა ხნის წინ აფრთხილებდა „ეფიქს ჯგუფის“ ანალიტიკოსი ნიკა შენგელია. ამიტომ სავალუტო ბაზრისა და ფასების სტაბილურობისთვის აქამდე უნდა მომზადებულიყვნენ.

„ეროვნულ ბანკსა და მთავრობას ადრევე უნდა დაეწყოთ მზადება ამ პერიოდისთვის. როდესაც გაააქტიურეს კომერციული ბანკებისთვის სესხების გაცემა, უნდა გაეზარდათ საპროცენტო განაკვეთი მინიმუმ 25 საბაზისო პუნქტით. უნდა შემოიღონ რეგულაცია ტენდერების ფარგლებში, უნდა შეუზღუდონ საავანსო ღირებულებით ჩარიცხული თანხების კონვერტირებით გატანა უცხოეთში. ლარი დეკემბრის 20-მდე 2.70-2.80-ის დიაპაზონში იტრიალებს, ხოლო მის დასტაბილურებას 10 იანვრის შემდეგ ველოდებით“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.

სხვა სიახლეები