ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ცხინვალის უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორი, პროფესორი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

2014-11-26 15:43:42

ლელა ჯაფარიძე

ბერბუკის დევნილთა დასახლებაში 45-ლარიან შემწეობაზე მცხოვრები ცხინვალის უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორი და გორის უნივერსიტეტის პროფესორი, აკაკი ტოლიაშვილი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. საომარი მოქმედებების დაწყებამდე, აკაკი ტოლიაშვილი ოჯახთან ერთად ცხინვალში ცხოვრობდა და ადგილობრივ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. ჯერ 1992 წლის და შემდეგ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ტოლიაშვილები ორგზის დევნილებად აქცია და ოჯახი დღემდე ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.

აკაკი ტოლიაშვილის თქმით, ოსებისა და რუსებისაგან ორგზის დევნილი პროფესორი საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებამ განათლების რეფორმის კრიტიკის გამო უნივერსიტეტიდან გამოაძევა. ყოფილ ხელისუფლებასთან პროფესორის დაპირისპირება განათლების რეფორმის ფარგლებში, ცხინვალის უნივერსიტეტის დახურვას მოჰყვა.

აკაკი ცოტნიაშვილის მონაყოლიდან ირკვევა, რომ გორში განთავსებული ცხინვალის უნივერსიტეტი ოსი და ქართველი ინტელიგენციის შეხვედრის ადგილი და კულტურული ურთიერთობის ცენტრი იყო. უნივერსიტეტის აუდიტორიებში ქართველების გვერდით ლექციებს ცხინვალიდან გადმოსული ოსი პროფესორები კითხულობდნენ. ერთმანეთს ვეკონტაქტებოდით, ნაცნობ–მეგობრების ამბებს ვგებულობდით და სიახლეებს ვუზიარებდით, უნივერსიტეტის გაუქმების შემდეგ კი ყველა კონტაქტი გაწყდა - აცხადებს ცხინვალიდან დევნილი პროფესორი.

უნივერსიტეტის გადარჩენის მიზნით, აკაკი ცოტნიაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რაც მისი და მისი ოჯახის წევრების უნივერსიტეტიდან გამოძევებით დასრულდა.

აკაკი ტოლიასვილი: „წარმოშობით ცხინვალის რაიონის სოფელი ქსუისიდან გახლავართ, მაგრამ ცხინვალში ვცხოვრობდი და უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი. 1992 წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ ოჯახთან ერთად მშობლიურ ქსუისში გადავსახლდი. 2008 წელს ოსებმა ჩემი სოფელი მთლიანად გადაწვეს და ამის შემდეგ ავადმყოფ მეუღლესთან და უმუშევარ შვილთან ერთად ბერბუკის დევნილთა დასახლების კოტეჯებში 45-ლარიანი შემწეობით ვცხოვრობ. ოსებისა და რუსებისაგან დევნილობა არ მაკმარეს და საკუთარმა ხელისუფლებამ განათლების რეფორმის კრიტიკის გამო მშობლიური უნივერსიტეტიდანაც გამომიშვა.

1992 წლიდან 2007 წლამდე გორში ცხინვალის დევნილი უნივერსტეტი ფუნქციონირებდა, სადაც ჯერ პედაგოგიკა–ფსიქოლოგიის კათედრას ვხელმძღვანელობდი და შემდეგ სასწავლო დარგში პრორექტორი გახლდით. 2007 წელს სააკაშვილის ახირებით, უნივერსიტეტი დახურეს, რასაც თანამოაზრეებთან ერთად შევეწინააღმდეგე და უნივერსიტეტის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დავიწყე.

აკაკი ტოლიაშვილის თქმით, მან იცოდა, რომ ამას არ აპატიებდნენ, მაგრამ ცხინვალის უნივერსიტეტის დახურვა მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო და ამ ამბავს მშვიდად ვერ შეხვდებოდა.

„განათლების იმდროინდელმა მინისტრმა, კახა ლომაიამ დამიბარა და მითხრა, შენი ქმედებებით რეფორმას უპირისპირდებიო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ცხინვალის უნივერსიტეტის დახურვა იყო ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ოსი და ქართველი ინტელიგენციის გაუცხოებას ემსახურებოდა. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის გადარჩენისთვის ბრძოლა არ მაპატიეს და სამსახურიდან ჯერ მე გამომიშვეს, ჩემი შვილი, რომელიც ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გახლავთ და ბოლოს - ჩემი მეუღლე, რომელიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ადგილობრივმა უშიშროების სამსახურებმა თავის სოდიან–კუდიანებად მთელი ოჯახი საშინელ რეპრესიებში მოგვაქცია. მიუხედავად იმისა, რომ, სასამართლომ რექტორის გამოცემული ბრძანება გააუქმა და სამსახურში აღმადგინა, მხოლოდ ორი წელი მომწია მუშაობა. 2013 წელს უმუშევრად დამტოვა იმ აკადემიურმა საბჭო, რომელიც ფაქტობრივად ძველი კუდის აგენტურული ქსელისგან შედგება“ - ამბობს აკაკი ტოლიაშვილი.

დევნილი პროფესორის თქმით, ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული რეპრესიები დღემდე გრძელდება.

„ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ, ჩემს საქმე მეტი ყურადღებით მოეკიდონ. არ ვიცი, ვინ მფარველობს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ახალ ხელისუფლებაში, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი ოჯახის მიმართ განხორციელებული რეპრესიები დღემდე გრძელდება. ადამიანი, რომელსაც უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის 35-წლიანი სტაჟი მაქვს, ვარ 5 მონოგრაფიის, ორი სახელმძღვანელოს და 40–მდე ნაშრომის ავტორი, დევნილთა დასახლებაში 45-ლარიან შემწეობაზე ვცხოვრობ და ვიცი, რომ ასე დიდხანს ვერ გავძლებთ. ასე გაგრძელება უკვე შეუძლებელია“ - აცხადებს აკაკი ტოლიაშვილი.

სხვა სიახლეები