ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

„სალაფიას მიმდევრის ჯიჰადისტურ მიმდინარეობაზე გადაყვანას იმამის ათი წუთის საუბარი სჭირდება“

2017-11-29 22:38:29

მანანა ნოზაძე

ახლო აღმოსავლეთის რეგიონი დღეისთვის ყველაზე ცხელ რეგიონად ითვლება. მსოფლიოს დიდი მოთამაშეები ამ რეგიონის მიმართ ინტერესს არ კარგავენ, რადგან ახლო აღმოსავლეთი ნავთობისა და გაზის უდიდესი მარაგით განთქმულია. თუმცა საინტერესოა, რა ინტერესი აქვთ თავად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს საქართველოსთან მიმართებით?!

როგორც ირკვევა, ინტერესი საკმაოდ მზარდია, დაწყებული გეოპოლიტიკური ვითარებით, დამთავრებული ეკონომიკით და სასმელი წყლით, რომლის ნაკლებობაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშკარაა.

ახლო აღმოსავლეთის ქვენების საქართველოთი განსაკუთრებული დაინტერესების შესახებ For.ge აღმოსავლეთმცოდნე დავით კობერიძეს ესაუბრა.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ჩამოყალიბებული რელიგიური ფუნდამენტალიზმი მთელ ცივილიზებულ სამყაროს ემუქრება. გამონაკლისი არც საქართველოა. თუმცა ტერორიზმის საფრთხეზე რომ არაფერი ვთქვათ, როგორია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ინტერესი საქართველოს მიმართ და რას შეიძლება ველოდოთ ჩვენი მეზობელი მუსლიმანური სამყაროსგან?

- საფრთხე არა მარტო ტერორისტულია, სხვა ინტერესებიც გააჩნიათ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს საქართველოსთან მიმართებით. ეს არის ეკონომიკური ინტერესები და მე აქ ვიტყვი ერთ სიტყვას, ეს არის წყალი, რომელიც წარმოუდგენლად დიდი პრობლემაა ახლო აღმოსავლეთში. დავუბრუნდეთ ისევ ტერორიზმს. არსებობს ორგვარი „ისლამური სახელმწიფო“ (ანუ სამხედრო და პოლიტიკური სტუქტურა). ერთი, რომელსაც სამხედრო გზით, დროებით, ან იმედი მაქვს, დიდი ხნით დაამარცხებენ და მეორე არის იდეოლოგია, რომელიც მუსლიმანების დიდ რაოდენობას თავში უდევს. ამის დამარცხება შეუძლებელია. უფრო მეტიც, ამის აღმოჩენა შეუძლებელია და ვერანაირი უპილოტო საფრენი აპარატი ვერ აღმოაჩენს იმ ადამიანის თავში „ისლამურ სახელმწიფოს“. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ამ პრობლემას მთელი ძალისხმევით ებრძვიან ევროპულ სახელმწიფოებში და ეს მაგალითი გასაზიარებელია ჩვენთანაც. არსებობს უამრავი პრეცედენტი და ამ პრეცედენტების სახით რაღაც-რაღაცები უნდა ისწავლოს ჩვენმა სახელმწიფომაც. ყოველ შემთხვევაში, ამის სწავლა მოგვიწევს. ის ფაქტი, რომ საქართველოდან არაერთი ადამიანი იყო და არის წასული არა მარტო „ისლამურ სახელმწიფოში“, არამედ სხვა გაერთიანებებშიც, ბევრ რამეზე მეტყველებს. სახელდება ციფრები -50-70 კაცი, სინამდვილეში, არავინ იცის, რამდენია წასული.

არაბულ წყაროებშიც მინახავს საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემები, როცა წასულთა რაოდენობა 380 კაცამდე აღწევს. არ არის სავალდებულო, ეს ციფრი ნამდვილი იყოს, უბრალოდ, დამაფიქრებელია. ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიდან 700 ადამიანია წასული, თუმცა არსებობს ციფრები, რომ 1400 კაცია წასული აზერბაიჯანიდან. რაც შეეხება თურქეთს, იქიდან უამრავი ადამიანია წასული და ეს ჩვენი უახლოესი სამეზობლოა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სირიაც და ერაყიც, პრაქტიკულად, ჩვენი სამეზობლოა, სულ რაღაც 700 კილომეტრია ერაყის საზღვრებამადე. ამიტომ უნდა გავიაზროთ ის საფრთხეები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ემუქრება და, რომელიც არ არის აფიშირებული. ეს არის ე.წ. სალაფიას მომძლავრება საქართველოში.

გულისხმობთ, .. სალაფისტებს, რომელთა იდეოლოგებსაც ისლამის წმინდა სახეობად მიაჩნიათ მე-9 საუკუნის ისლამი?

- დიახ, ასე ეძახიან მათ. რატომღაც ითვლება, რომ ეს არის ახალი ისლამი, პოლიტიკური ისლამი. ჯერ ერთი, არაპოლიტიკური ისლამი ბუნებაში არ არსებობს, ისლამი თვითონ არის პოლიტიკური. არ არსებობს არც ტრადიციული ისლამი. ტრადიციული ისლამი არის ზუსტად ეს სალაფია. სალაფიას შემოსვლა და გაძლიერება კარგა ხანია მიმდინარეობს, ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა. უკვე წლებია გრძელდება და პანკისის ხეობაშიც გვხდება.

თავის დროზე ჩრდილოეთ კავკასიაში ვაჰაბიზმის გაძლიერება რომ დაიწყო, მაშინაც საუბრობდნენ სალაფისტურ საფრთხეებზე. (გერმანიის კონტრდაზვერვის ცნობით, ისლამის სალაფისტური მიმდინარეობა ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგიური მოძრაობაა მსოფლიოში და ისლამის ტრადიციულ განშტოებათა კრიზისის ფონზე უამრავი მიმდევრის მიზიდვას ახერხებს).

- დიახ, მათ ვაჰაბიტებად იცნობენ, თუმცა სალაფიას კიდევ აქვს მიმდინარეობები. ყველაზე საშიში მათი განშტოება ჯიჰადისტური სალაფიას მიმდინარეობაა. ჩვეულებრივი, დამჯერი, რიგითი სალაფიას მიმდევრის ჯიჰადისტურ სალაფიაზე გადაყვანას გაქნილი იმამის ათი წუთის საუბარი სჭირდება. ასე რომ, საფრთხეები ძალიან დიდია.

ისლამის იდეოლოგიაზე როცა ვსაუბრობთ, რადიკალიზმის სათავე ამ რელიგიის არასწორი ინტერპრეტაცია ხომ არ არის? რადიკალები არასწორად ხომ არ იგებენ იმას, რაც ყურანში წერია? ყურანი ქრისტიანებსა და იუდეველებსწიგნის ხალხადმიიჩნევს და მათ მიმართ ტოლერანტობას მოითხოვს, რაც რეალურად ხშირად არ ხორციელდება.

- სალაფიას მიმდევრები საუბრობენ, წერენ და აკეთებენ იმას, რასაც მათ ეუბნება ისლამი. „სალაფია“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „მამაპაპურს“. მამაპაპური კი ვინ არის? სულ პირველად, ისლამის გარიჟრაჟზე რომ არსებობდნენ მუსლიმანი წინამძღვრები, სწორედ მათზეა საუბარი.

შეიცვალა საუკუნეები, მაგრამ, როგორც ჩანს, ფუნდამენტური რელიგიების ცვლილება არ ეხება ისლამს.

- ისლამში შეუძლებელია ცვლილებებზე საუბარი. ახლა ეგვიპტის პრეზიდენტი ალ-სისი ცდილობს, თავის ქვეყანაში რაღაც შეცვალოს ისლამთან მიმართებით, მაგრამ ფუნდამენტური ცვლილებები მას, რა თქმა უნდა, არ გამოუვა. ერთადერთი, რასაც მან მიაღწია, ის არის, რომ მეჩეთებში, ყურანის შემსწავლელ წრეებში აკრძალა ე.წ. ექსტრემისტული ლიტერატურა. ამაზე ძალიან დიდი კონტროლი მიმდინარეობს. მაგრამ ხომ ხედავთ, რა მოხდა 24 ნოემბერს ეგვიპტეში? ტერაქტის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 300-მდე გაიზარდა. საინტერესო ის არის, რომ სწორედ სალაფიას მიმდევრებმა განახორციელეს ტერაქტი, ანუ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სინაის ნახევარკუნძულზე თავს დაესხნენ სუფიების მეჩეთს. ერთადერთი მიმდინარეობა ისლამში, რომელიც არაძალადობრივი, მისტიკური მიმართულებაა, სუფიები არიან. ამიტომ „ისლამური სახელმწიფო“ და სხვა რადიკალური ორგანიზაციები მათ ძალიან მკაცრად ებრძვიან.

თქვენ ახსენეთ ეკონომიკური ვითარება და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების განსაკუთრებული ინტერესი წყლის მიმართ.

- არა მარტო წყლის მიმართ. მაგალითად, საუდის არაბეთს ჰქონდა ნათესები და ხორბალი მოჰყავდათ, მაგრამ სწორედ წყლის პრობლემების გამო აღარ მოჰყავთ ხორბალი. მინდვრებს მორწყვა სჭირდებოდა, გრუნტიდან ამოჰქონდათ წყალი და მიხვდნენ, რომ მორწყვა შეუძლებელი იყო. ამიტომ მთლიანად, 100%-ით ხორბლის იმპორტი დაიწყეს. ეს ეხება არა მარტო ხორბალს, სხვა პროდუქტებსაც. საუდის არაბეთი უზარმაზარი ქვეყანაა. ასევეა სხვა ქვეყნებიც, საიდანაც დიდი თანხების ინვესტირება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებში, სადაც ხელსაყრელი პირობებია სოფლის მეურნეობისთვის. საუბარია წყლის რესურსებით მდიდარ რეგიონებზე.

ალბათ, აქ სასმელი წყალიც იგულისხმება და მოსარწყავიც.

- ბუნებრივია, პირველ რიგში, სასმელი წყალი იგულისხმება. კატარი უმდიდრესი ქვეყანაა, რომელიც დღეისთვის ნავთობისა და გაზის დიდ მარაგს ფლობს, მაგრამ მათი წყლის გამამტკნარებელი დანადგარები რომ გაჩერდეს, სულ რაღაც ოთხიდან ხუთ დღემდე აქვთ წყლის მარაგი. ამიტომ საქართველო ამ კუთხითაც აინტერესებთ, ანუ წყლის რესურსებით. ჯერჯერობით თოფით არავინ აპირებს წყლის რესურსების წაღებას, ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, მაგრამ ეს სფერო ნამდვილად აინტერესებთ, რადგან ჩვენი ქვეყანა წყლის რესურსებით ძალზე მდიდარია. ყველანაირი პროგნოზის მიხედვით, 20-30 წელიწადში ძირითადი ომები სწორედ წყლის რესურსების თაობაზე იქნება.

გამოწვევები ძალიან დიდია-ეკონომიკური, ტერორისტული, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ამ დროს ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ერი, სადაც მიგრაციული ნაკადი ასე ძლიერია. თქვენ თუ ხედავთ გამოსავალს?

- გამოსავალია აქტიური თანამშრომლობა არა მარტო ჩვენს სამეზობლოსთან, არამედ ყველა იმ სახელმწიფოსთან, ვინც დაინტერესებულია ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლაში, მათ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რაზეც ბევრი მიფიქრია, რომ დღესდღეობით ერთადერთი საკითხი, რაშიც საქართველომ შეიძლება ითანამშრომლოს რუსეთის ფედერაციასთან, ეს არის ისლამური ტერორიზმი და ამ პრობლემასთან შებრძოლება. ამ პრობლემამ სულ ახლახანს ქართველებიც შეგვაწუხა, მაგრამ ეს რუსეთს უკვე დიდია ხანია აწუხებს. ამ კუთხით რუსეთს ჩვენ ძალიან ვჭირდებით.

გეთანხმებით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც თუ არ მოგვატყუა რუსეთმა. ჩვენ გვახსოვს საუკუნეების წინანდელი რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა მუსლიმანური სამყაროს წინააღმდეგ, როცა დაიმედებულ ქართველებს რუსები მუსლიმან მტრებთან მარტო გვტოვებდნენ.

- ამ შემთხვევაში, ვერავინ მოგვატყუებს, რადგან ისლამის პრობლემა მათაც ძლიერ აწუხებთ, ჩვენც გვაწუხებს. გაიხსენეთ, მუსლიმანური ყოველი დღესასწაულის დროს ბათუმის მეჩეთის ირგვლივ ქუჩებში ლოცულობს ხალხი და ითხოვენ ახალი მეჩეთების გახსნას. სხვათა შორის, ერთი კვირის წინ საფრანგეთის ხელისუფლებამ მეჩეთის გარეთ ქუჩაში მუსლიმანთა ლოცვა აკრძალა და ეს აკრძალვა მარტო მუსლიმანებს არ ეხებათ. ვინმეს უნახავს ქუჩაში ქრისტიანები და ებრაელები რომ ლოცულობდნენ? ამას აკეთებენ მხოლოდ მუსლიმანები და საფრანგეთს ამის გამო პრობლემები აქვს.

ბიბლიაში წერია, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და დაფარულად ილოცეო. ჩვენი რელიგია, პირიქით, კრძალავს საჯარო ლოცვებს ქუჩებში.

- რა თქმა უნდა, მაგრამ საჯარო ლოცვები ეს არის მეთოდი ისლამში, მათთვის დიდ მადლად ითვლება. პარასკეობით, სადღესასწაულო დღეებში ბათუმში შეიძლება წააწყდეთ, რომ მეჩეთის გარეთ დგას ხალხი და ლოცულობს. ეს კეთდება იმისთვის, რომ კიდევ ახალი მეჩეთის მშენებლობა სურთ. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა.

 

სხვა სიახლეები