ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

რატომ ვერ რეკავენ მასწავლებლები განათლების სამინისტროში „ჯეოსელის“ კორპორატიული ნომრებიდან?

2015-01-18 21:32:19

მაია მაისურაძე

ალბათ, ყველას გვახსოვს, როგორ დაქროდა ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის ერთი რეგიონიდან მეორეში და სკოლებში ერთმანეთის მიყოლებით ხსნიდა „ჯეოსელის კლასებს“ . მიხეილ სააკაშვილი თავადაც ესწრებოდა „ჯეოსელის კლასებში“ ინტერაქტიული ტექნიკის საშუალებით ჩატარებულ გაკვეთილებს და მედიას საკუთარ მოსაზრებებს უზიარებდა. განათლების სამინისტრო კი გვიმტკიცებდა, ულტრათანამედროვე ტექნიკით, ინტერაქტიული სმარტდაფებით და  მონიტორებით აღჭურვილი „ჯეოსელის“ კლასები მასწავლებლებს ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარების საშუალებას აძლევსო. ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „ჯეოსელის“ მიმართ ხელისუფლების ნაზი გრძნობების გათვალისწინებით, არავის გაკვირვებია, რომ 2011 წელს განათლების სამინისტროსა და „ჯეოსელს“ შორის შეთანხმება გაფორმდა და საზაფხულო შვებულებაში მყოფი 70 000-მდე პედაგოგი „ჯეოსელის“ აბონენტი გახდა. შეთანხმების პირობების თანახმად, იმის მიუხედავად, ისარგებლებდნენ „ჯეოსელის“ მომსახურეობით თუ არა, პედაგოგებს ყოველთვიური ხელფასიდან სამი ლარი მაინც ჩამოეჭრებოდათ. ამ შეთანხმების წყალობით მავანმა ორი კურდღლის დაჭერა მოახერხა: „ჯეოსელის“ ყოველწლიური შემოსავალი დაახლოებით ორი მილიონი ლარით გაიზარდა და ერთ კომპანიაში გაწევრიანებული პედაგოგების მოსმენა უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახდა.  ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის უმოკლეს დროში განათლების სისტემაში „ჯეოსელის“ მონოპოლია დასრულდა. „ჯეოსელიდან“ „მაგთიკომის“ მომსახურეობაზე გადასული პედაგოგები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ და ამბობდნენ, რომ მათთვის „მაგთიკომის“ მომსახურეობა გაცილებით ხელსაყრელი იყო, თუმცა მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. 2014 წლის იანვარში განათლების სამინისტროში ჩატარებული ტენდერის შემდეგ, მასწავლებლები ისევ „ჯეოსელის“ კორპორატიულ მომსახურეობაზე დააბრუნეს. რატომ ითხოვენ მასწავლებლები „მაგთიკომის“ მომსახურეობაზე დაბრუნებას, რატომ ვერ რეკავენ  განათლების სამინისტროში „ჯეოსელის“ კორპორატიული ნომრებიდან და რატომ აპირებენ „ეკონომიური ტელეფონების“ შეძენას? ამაზე თბილისის ერთ-ერთი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი გვესაუბრა.

არ ვიცი, რატომ დაგვაბრუნეს ისევ „ჯეოსელზე, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ორჯერ და სამჯერ მეტი ფული გვეხარჯება, ვიდრე აქამდე. კორპორატიული მომსახურეობის დროს, მასწავლებლები ერთმანეთს უფასოდ ვესაუბრებით. სხვა ქსელებთან ზარის წამოწყება 5 თეთრი ღირს, შემდეგ კი უფასოა. „მაგთის“ კორპორატიულის პირობებში თუ ორი და სამი ლარი ლამის მთელი თვე მყოფნიდა, ახლა ორი დღეც არ მყოფნის. ვერ გავარკვიე, რატომ მაჭრიან ამდენს. „ჯეოსელის“ ოფისში რომ დავრეკე, აქეთ მომედავენ, ალბათ ახალი თაობის მობილურით სარგებლობთ და ამიტომ მეტი გეხარჯებათო.  ვიცი, რომ სხვადასხვა მარკის ავტომობილი  სხვადასხვა რაოდენობის ბენზინს წვავს, მაგრამ მობილურებზეც თუ იგივე ხდებოდა, პირველად გავიგე. ახლა ვფიქრობ, „ეკონომიური“ ტელეფონი შევარჩიო, თუ „ჯეოსელის“ მომსახურეობაზე ვთქვა უარი. ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა, რომ კორპორატიული ნომრიდან განათლების სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ დარეკვისას თანხა ისე გვეჭრება, როგორც სისტემის გარეთ მყოფი, უცხო ნომრის შემთხვევაში. დავუშვათ, სკოლაში რაღაც გაფუჭდა ან სამინისტროსთან კითხვა გაქვს, უნდა დარეკო „ცხელ ხაზზე“, რომელსაც თურმე კორპირატიული მომსახურეობა არ ეხება და სანამ ოპერატორი გიპასუხებს ან გადაგრთავს, ბალანსიც იწურება. სამინისტროსთან დაკავშირება უჭირთ რაიონში მცხოვრებ პედაგოგებსაც. ქალაქის ტელეფონიდან დარეკვის შემთხვევაში ფულია გადასახდელი, კოდები ასაკრეფი და ა.შ. ვერ გავიგეთ, რაში გვჭირდება ისეთი კორპორატიული ნომრები, რომლებიც პრობლემების და ხარჯის გარდა, არაფრის მომტანი არაა და რატომ არ გვაბრუნებენ „მაგთიკომის“ მომსახურეობაზე, რომლითაც ყველა პედაგოგი კმაყოფილი იყო?

ბოლო დროს განათლების სამინისტროსთან დაკავშირება და მით უფრო, კომენტარის მოპოვება, „ჯეოსელის“ კორპორატიული კლიენტების მსგავსად, სხვა ქსელის აბონენტებისთვისაც შეუძლებელი გახდა, ამიტომ სამინისტროსთან დაკავშირების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, „ჯეოსელის“ კორპორატიულ მომსახურეობასთან დაკავშირებული კითხვებით სამინისტროსთან დაკავშირება უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადავდეთ..

 

 

სხვა სიახლეები