ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?
ლევან კობიაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი
რევაზ არველაძე
დომენტი სიჭინავა
არც ერთი
ხმის მიცემა
გამოვიდა გაზეთი "მხილებას" მეორე ნომერი, რომელსაც სრულად შემოგთავაზებთ.
2015-01-14 15:57:37
გამოვიდა გაზეთი „მხილებას“ მეორე ნომერი, რომელშიც 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, ქვეყნის მთავარ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებაზე და ამ გამოძიების შედეგად გამოვლენილი სისტემური დანაშაულის ფაქტებზეა საუბარი. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, პარლამენტარ ვალერი გელაშვილის სასტიკი ცემა, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა და პატარკაციშვილების ოჯახისთვის ჩამორთმევა_ ეს წინა ხელისუფლების დროინდელი დანაშაულების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც გაზეთის მეორე ნომერში გიამბობთ. ამის გარდა, მოგითხრობთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ ჩადენილი სისტემური დანაშაულების ფაქტებზე. გიამბობთ წამებით მოკლული პოლკოვნიკი სერგო თეთრაძის ტრაგიკულ ისტორიაზე, ბიზნესის დატერორებასა და მოქალაქეებისთვის ქონების წართმევით მიყენებულ 5 მილიარდიან ზარალზე, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის თაღლითური გარიგების შედეგად გაფლანგულ მილიონებზე, ქუთაისში პარლამენტის გადატანის მანიაკალურ აკვიატებას შეწირულ დედა შვილზე და რეჟიმის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებზე.