ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ვინ არიან მამა-შვილი გრემები და რატომ არის მათი მოძღვრება სახიფათო?

2015-01-12 11:49:56

მარი მაისურაძე

შობის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე უმსხვილესი ამერიკული პროტესტანტული ორგანიზაციის_ბილი გრემის ამერიკული პროტესტანტული ორგანიზაციის დირექტორმა ფრანკლინ გრემმა საზოგადოებას თავისი დაკვირვების შედეგები გაუზიარა და განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულებში ამერიკაში შობის მიმართ მტრული დამოკიდებულება გაჩნდა, ვინაიდან  სავაჭრო ცენტრები, სკოლები და სხვადასხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები უარს აცხადებენ შობის დღესასწაულის აღნიშვნაზე. „ამერიკელებმა ომი დაიწყეს არა მარტო დღესასწაულის, არამედ თვით იესო ქრისტეს და მისი მიმდევრების წინააღმდეგ. საფუძველი შობის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიისა, სინამდვილეში არის ომი ღმერთის ძისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ, თითქოსდა იესო ქრისტეს შობა, მისი სიკვდილი და აღდგომა არის ამ ხალხის შეურაცხყოფა. მთელი ქვეყანა ხორციელია და ეშმაკი ბატონობს მასზე, ამიტომ ხალხის გარკვეულ ნაწილს აღიზიანებს ღმერთის დიდებაზე საუბარი. მათ ამის გაგონება და აღიარება არ უნდათ. ეშმაკმა იცის, რომ მისი დრო იწურება, ამიტომ ის გააფთრებით იბრძვის ქრისტესა და მისი ხალხის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ეშმაკი არ ჩვარდება გოგირდის ტბაში.“ _ ამბობს თავის მიმართვაში ფრანკლინ გრემი.

ვინ არის ფრანკლინ გრემი და სინამდვილეში რა დგას მისი მოძღვრების უკან? როგორც მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, უილიამ ფრანკლინ გრემი III, ბილი გრემის ხუთი შვილიდან მეოთხეა. მამამისი ბილი გრემი ბილი გრემის მახარებლური ასოციაციის დამფუძნებელი გახლავთ. ფრანკლინ გრემი 1952 წლის 14 ივლისს დაიბადა. ჰყავს ოთხი შვილი და ექვსი შვილიშვილი. 22 წლის ასაკში, რამოდენიმე წლიანი ძიებისა და მსოფლიოს გარშემო ხეტიალის შემდეგ, ფრანკლინმა „განიცადა შეხვედრა ქრისტესთან.

ეს მოხდა იერუსალიმში, როდესაც იგი მარტო იმყოფებოდა სასტუმროს ნომერში. ცოტახნის შემდეგ საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამარიტელის ქისის“ დამფუძნებელმა ბობ პირსმა იგი დაპატიჟა აზიაში 6-კვირიან მისიონერულ მოგზაურობაში. ამ მოგზაურობის დროს ფრანკლინმა გააცნობიერა, რომ მისი მოწოდება იყო –ომის, შიმშილის, დაავადებების, სიღარიბისა ან ბუნებრივი კატასტროფების შედეგად  დაზრალებული ხალხის დახმარება. „ღმერთმა მომიწოდა ჩვენი ქალაქის ღარიბ ადგილებში მათთან, ვინც უარყოფილია, დამცირებულია და დავიწყებულია ამ სამყაროს მიერ“_აცხადებს გრემი.

ბევრისთვის  მამა-შვილი გრემებიც და მათი მიმდევრებიც შულერები არიან, რომლებიც საკუთარი მოძღვრებისთვის მეტი დამაჯერებლობის მისანიჭებლად შოუებს აწყობენ და თხზავენ მითებს გამოცხადების შესახებ. 2014 წლის ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში სახარების საქადაგებლად  და ე.წ. „იმედის ფესტივალის“ ჩასატარებლად  პროტესტანტული ორგანიზაციის დირექტორი ფრანკლინ გრემი და მისი მამა- ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რელიგიური ლიდერი ბილი გრემები დაესწრებოდნენ. მაშინ „იმედის ფესტივალის“ ჩატარებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ, რომელშიც ნათქვამია, რომ საპატრიარქოს არც ფესტივალის ჩატარებასთან და არც მამა-შვილი გრემების ჩამოსვლასთან კავშირი არა აქვს.

ევანგელისტების ვიზიტთან და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით,  კატეგორიული შეფასებები გააკეთა „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა“ „საქართველოში ისედაც არ გვაკლია ცხვრის ქურქში გახვეული ტურები (მგლობას მათთვის ვერ გავიმეტებ) და ფრანკლინ გრემი ერთ-ერთი მათგანია. სახარებაში უფალი გვაფრთხილებს, რომ ბოლო ჟამს მომრავლდებიან ცრუ წინასწარმატყველნი, რომლებიც აცდუნებენ ხალხს და მათ სულებს წარწყმედენ. სწორედ ასეთები არიან მამა-შვილი ბილი და ფრანკლინ გრემები.“ განაცხადა კავშირის წარმომადგენელმა ავთანდილ უნგიაძემ. „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს“ მიაჩნია, რომ „იმედის ფესტივალი“ და მსგავსი სანახაობები ისეთ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებიც ჭეშმარიტ ქრისტიანობაში კარგად ვერ ერკვევიან და ცრუგამოცხადებითი მოძღვრების მსჯელობებზე ადვილად ეგებიან. მათი მოძღვრება რომ უფრო დამაჯერებელი გახდეს, ქმნიან მითებს ზეგარდმო გამოცხადების შესახებ. ისეთებს, როგორც იერუსალიმის სასტუმროში ფრანკლინ გრემთან იესოს გამოცხადება იყო. როგორც თავად განაცხადა, იესოს გრემთან შეხვედრის მიზანი მისი კაცობრიობის მოძღვრად და მხსნელად კურთხევა იყო.  „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ თანათავმჯდომარე საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ფრანკლინ გრემის მსგავსი „განმანათლებლები“ სინამდვილეში ქრისტეს სიტყვებს უარყოფენ და მართლმადიდებლობას ცდომილებაში მყოფ სწავლებად მიიჩნევენ.

იესოს სწავლება, რომელიც მოციქულებმა გადმოვცეს სახარებაში, შვიდმა მსოფლიო კრებამ და წმ. მამებმა განგვიმარტეს, უცვლელად მხოლოდ მართლმადიდებლობაში. ამიტომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა ჭეშმარიტი ქრტისტეს ეკლესია, ბაპტისტებისა და გრემების თავხედობა კი იქამდე მიდის, რომ ისინი თავს ჭეშმარიტ და უნიკალურ ქრისტიანებად მიიჩნევენ, ხოლო მართლმადიდებლობას დიდ ცდომილებაში მყოფ სწავლებად. ამიტომაც ჩამოდის გრემი ჩვენს „განსანათლებლად“ და „დასამოძღვრად“. გრემს, გაუთვითცნობიერებელი ადამიანები მიჰყავს ერესისა და სულის წარწყმედისაკენ. საზოგადოდ, ბაპტისტები ვარდებიან ეკლესიის მიერ დიდი ხნის წინ მხილებულ მწვალებლობებში, როგორიცაა: გნოსტიციზმი, მონოფიზიტობა, ხატმებრძოლობა, კალვინიზმი, დოკეტიზმი და სხვა. ბაპტიზმს, ისევე როგორც „ევანგელისტურ სექტას“ არაფერი აქვს საერთო ქრისტეს ეკლესიასთან: ისინი უარყოფს წმინდანების, ხატებისა და ჯვრის თაყვანისცემას, ჩვილთა ნათლობას, უარყოფენ სახარებისეულ ევქარისტიასა და ზიარებას, სხვა საეკლესიო საიდუმლოებებს. არაეკლესიურია მათი კალვინისტური სწავლება ადამიანის ხვედრის წინასწარ განსაზღვრულობის შესახებ, რითაც უარყოფენ ადამიანის ნებასა და ღვწას, მიზანდასახულობასა და ბრძოლას. შესაბამისად, ისინი ეწევიან ანტიქრისტეს იდეოლოგიისთვის ნიადაგის შემზადებას. ანტიეროვნულია, საზოგადოდ, მათი სული, იდეოლოგია და სწავლება, რაც, ასევე, მიუღებელია საქართველოსთვის. ამგვარად, გრემების მოძღვრება პროტესტანტულ-სექტანტურია, რაც დიდ საფრთხეს უქმნის იმ ადამიანების, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება სარწმუნოებრივ საკითხებში_განაცხადა ავთანდილ უნგიაძემ.

 

სხვა სიახლეები