ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და საკანონმდებლო ინიციატივისთვის ემზადება.

2015-01-10 12:01:23

„რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელებს მსოფლიოს თვალში წამებულებად წარმოჩენა სურთ, ამიტომ, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობაში სიფრთხილე აუცილებელია, თუმცა მსგავსი ქმედებების რეაგირების გარეშე დატოვებაც არ შეიძლება.“

მარი მაისურაძე

სანამ საფრანგეთი სატირულ ჟურნალზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობს, საქართველოში ეკლესიისა და პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს შეურაცხმყოფელისთვის პასუხის გასაცემად ემზადებიან. მასშტაბებისა და შედეგების სიმძიმის გათვალისწინებით, ამ ორი ფაქტის შედარებას არ ვაპირებთ, უბრალოდ ავღნიშნავთ, რომ ორივე შემთხვევაში კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენდა. საყურადღებოა, რომ როგორც სატირული ჟურნალის რედაქცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობას“ ხელმძღვანელი აცნობიერებდნენ საკუთარი ქმედებების მოსალოდნელ შედეგებს, რასაც ერთი მხრივ,  2011 წელს Charlie Hebdo-ს ოფისის დაბომბვა, რედაქციის ადგილმდებარეობის რამდენჯერმე შეცვლა, მთავარი რედაქტორის სტეფან შარბონერის პირადი დაცვა და მეორე მხრივ, ირაკლი ვაჭარაძის „ფეისბუკის“ სტატუსებიც მოწმობს. საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გავრცელდა გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადება, რომელიც მსოფლიოს ყველა ერს სხვა ერების სარწმუნოებისა და ტრადიციების პატივისცემისკენ მოუწოდებს. რელიგიურ საფუძველზე აღმოცენებული უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ დიალოგის გზის გზით დაიძლევა_ განაცხადა პან გი მუნმა. საფრანგეთში მომხდარ ტრაგედიას „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ თანათავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძეც ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოებას ახლა განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, ვინაიდან მსგავსი ქმედებები ხშირად პროვოკაციულ ელემენტებს შეიცავს.

დაახლოებით, ორი ან სამი დღის წინ ანუ საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიის დღეებში ვიღაცამ „იუთუბიზე“ჩვენი კათოლიკოს- პატრიარქის შეურაცმყოფელი ვიდეოები ატვირთა. ვერ ვიტყვი, რომ საფრანგეთსა და საქართველოში განვითარებული პროცესები ერთი ადამიანის დაგეგმილია, მაგრამ დროში დამთხვეულ მოვლენებს შორის გარკვეული ლოგიკური კავშირი არსებობს.  ჩემი აზრით, ესაა აზრის გამოხატვის თავისუფლების სახით შეფუთული გლობალიზაციის პროცესი, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს და ეკლესიის დისკრედიტაციისა და შეურაცხყოფისკენაა მიმართული. მსგავსი ქმედებები ზოგჯერ პროვოკაციულ ელემენტებსაც შეიცავს, რადგან  რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელებს მსოფლიოს თვალში წამებულებად წარმოჩენა სურთ. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობაში სიფრთხილე აუცილებელია, თუმცა მსგავსი ქმედებების რეაგირების გარეშე დატოვებაც არ შეიძლება.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი „იდენტობის“ ოფისთან საპროტესტო აქციების გამართვის თემასაც ეხმიანება და აცხადებს, რომ ვითარების ესკალაციისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

დღეს საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა მხოლოდ ეკლესიის სივრცეშია განხორციელებული, ამიტომ ეკლესიის როლი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში. ბუნებრივია, რომ საქართველოს მტრები, რომლებიც ძალიან მზაკვრული და შორსმიმავალი გეგმებით მოქმედებენ, ამას ეწინააღმდეგებიან. ახლა გაისმის „ქუდზე კაცის“ გამოსვლისა და „იდენტობის“ ოფისთან აქციების გამართვის მოწოდებები.ბევრი განაწყენებული ადამიანის ერთად თავშეყრას ემოციები ახლავს. შეიძლება ვიღაცამ თავი ვერ შეიკავოს და რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ვითარების ესკალაციისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს. ჩვენ რომ ექსტრემისტები ვყოფილიყავით, ამ ერთი მუჭა ნაძირალებისგან სველი წერტილიც არ დარჩებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ექსტრემისტები არ ვართ. ჩვენ არათუ ამ ხალხის ფიზიკურად განადგურება არ გვინდა, მათთვის ვლოცულობთ, მაგრამ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ დაძაბულობის პროვოცირება მოახდინონ და მსოფლიოს თვალში მართლმადიდებლები ექსტრემისტებად წარმოგვაჩინონ. ეს არის მათი მიზანი, რომელსაც ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს, იმიტომ, რომ საბაბს არ ვაძლევთ. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ასეთ პროვოკატორებთან სიფრთხილეა საჭირო. ახლა ყოველგვარი აქციებისგან თავშეკავება ჯობია, თუმცა მომავალში ისეთი სამართლებრივი ბაზა უნდა შევქმნათ, რომ საჯარო სივრცეში რწმენის შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთება დასჯადი ქმედება გახდეს. ამჟამად, საქართველოს კანონმდებლობაში ფაქტიურად, არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური, დამამცირებელი და რელიგიური შუღლის გამაღვივებელი გამონათქვამების გავრცელებას აკრძალავს. მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად უნდა შევიდეს ინიციატივა, რომელიც ჩვენი რელიგიური გრძნობებისა და ღირსების დაცვის გარანტი გახდება, მაგრამ ამისთვის მთელი საზოგადოების კონსოლიდაციაა საჭირო.

 

 

სხვა სიახლეები