ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

რა საახალწლო სიურპრიზი მოუმზადა საბავშვო ბაღების მართვის სააგენტომ ასამდე ბაღის „ურჩ დირექტორს“?

2014-12-31 11:31:45

მარი მაისურაძე

სანამ 100-მდე საბავშვო ბაღისთვის „მე-13 ხელფასის“ დაგვიანებისა და  საახალწლო საჩუქრებისთვის განკუთვნილი ფულის გარეშე დატოვების მიზეზებზე გიამბობდეთ, შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში უგულავას კადრის ნარმანიას კადრით ჩანაცვლების შემდეგ რამაზ სულამანიძის ადგილას თემურ თორდინავა დაინიშნა. სულ ახლახან კი  ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელობამ 100-მდე ბაღის ურჩი დირექტორი, რომლებმაც ახალი წლის დღეებში „ფუდსერვისთან“ და „ბარამბოსთან“ ურთიერთობაზე უარი თქვეს, სამაგალითოდ დასაჯა. “from.ge”-ერთ-ერთი ბაღის დირექტორი ესაუბრა, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო, საჯარო სივრცეში ვინაობის გამხელისგან ავი შეიკავა.

- მოგეხსენებათ, რომ საბავშვო ბაღი დამოუკიდებელ არასამეწარმეო იურიდიულ პირს წარმოადგენს და ნებისმიერი სახის შესყიდვებისას  თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს. ბაღის დირექტორს შეუძლია თავად განსაზღვროს, რომელი კომპანიისგან შეიძენს ამა თუ იმ პროდუქციას, ამიტომ საახალწლო საჩუქრების შეძენისას, ასამდე ბაღის დირექტორმა საკუთარი უფლება გამოიყენა და იმ კომპანიაზე შეაჩერა ყურადღება, რომელიც მისთვის მეტად მისაღები იყო. შეთანხმება ისეთ დროს გაფორმდა, როცა ბაღების უმეტესობას ანგარიშზე დარჩენილი თანხა აღარ ჰქონდა და საახალწლო საჩუქრები „ფუდ-სერვისისა“ და „ბარამბოს“ ნაცვლად ისეთი კომპანიებისგან გამოიწერა, რომლებთანაც კონსიგნაციის ფორმით ფულის გადარიცხვა იყო შესაძლებელი. საჩუქრებში შედიოდა „როშენის“ ფირმის კარამელები, შოკოლადები და მაღალი ხარისხის ნამცხვრები, რომლითაც მშობლებიც და ბავშვებიც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.

ერთადერთი, ვინც ამ შეთანხმებით უკმაყოფილო დარჩა და ღიად განაცხადა ამის შესახებ, ბაღების მართვის სააგენტო იყო. როგორ თუ „ფუდ-სერვისისა“ და „ბარამბოს“საჩუქრები არ აიღეთო და პრინციპულად არ გვირიცხავენ არც თანამშრომლების „მე-13 ხელფასს“  და არც თოვლის ბაბუისა და საჩუქრის ფულს. თუ არჩევანში თავისუფალი ვარ, რატომ უნდა გავაფორმო ხელშეკრულება მაინცდამაინც ნაციონალების კომპანიებთან? აღარ უნდა დამთავრდეს გეგენავების, ბოკერიების და სხვათა ბიზნესების ლობირება ჩვენს სისტემაში? სამწუხაროდ, ის დირექტორები, რომლებმაც წინააღმდეგობის გაწევა გავბედეთ, მკაცრად დავისაჯეთ. „მე-13 ხელფასისა“ და საახალწლო საჩუქრების ფული, რომელიც თითოეულ ბაღზე დაახლოებით 3500 ლარს შეადგენს, „მორჩილი დირექტორების“ ბაღებში უკვე ჩარიცხულია. ასამდე ბაღის თანამშრომლები კი, რომლებმაც „ფუდსერვისისა“ და „ბარამბოს“ მომსახურებაზე უარი ვთქვით, 30 დეკემბრის ღამეს ბაღებში ვზივართ და სააგენტოდან გადმორიცხულ თანხებს უშედეგოდ ველით..

ბაღებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით „იურიდიულ და ფიზიკურ პირთა უფლებების დაცვა ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, „ფუდსერვისი“ სკოლამდელი აღზრდის სისტემაში მონოპოლისტად რჩება. გიორგი ბურჯანაძის დარწმუნებულია, რომ სააგენტოს ხელმძღვანელები საკუთარი  ბიზნეს-ინტერესების ლობირების გამო ტერორში ამყოფებენ საბავშვო ბაღების ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ თანამშრომლებს.  ასეთი ადამიანები საერთოდ უნდა გაათავისუფლონ დაკავებული თანამდებობებიდან, სააგენტო კი დახურონ - აცხადებს „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე.  

- საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო ხშირად იმდენად მავნებლურად მოქმედებს, რომ  ეჭვი ჩნდება, ეს ხალხი ნაციონალების შეგზავნილი ხომ არაა, მათი საქმის საკეთებლად? ჩვენს კავშირშიც შემოვიდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რაც ამჟამად ბაღებში ხდება და სამწუხაროდ, ისევ გვიწევს იმაზე საუბარი, რომ სააგენტოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე არიან ადამიანები, რომლებასაც ამა თუ იმ კომპანიებში ბიზნეს-ინტერესები გააჩნიათ და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობენ. სავარაუდოდ, ეს გახდა სააგენტოს გაღიზიანების მიზეზი, როცა ბაღის დირექტორებმა საახალწლო საჩუქრები იმ კომპანიებისგან არ შეიძინეს, რომლებზეც სააგენტომ მიუთითათ. როცა ვითომ დამოუკიდებელი ბაღის დირექტორს სააგენტო კარნახობს, რომელი კომპანიისგან იყიდოს კარტოფილი და  რომელი კომპანიისგან ხახვი, ეს ბევრ დირექტორს პანიკაში აგდებს. ბევრი ფიქრობს და არც თუ უსაფუძვლოდ, რომ სააგენტოს შემოთავაზებულ კომპანიებზე უარის თქმა სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდება. მე მომწონს იმ დირექტორების გადაწყვეტილება, რომლითაც სააგენტოს ნებას შეეწინააღმდეგნენ და მათი უფლებების დასაცავად ყველა ღონეს მივმართავ. ზოგადად,  ჩვენი ორგანიზაცია შესაბამის სამსახურებთან ერთად მუშაობს იმაზე, როგორ დაიწმინდოს სკოლამდელი აღზრდის სისტემა  უვიცი ადამიანებისგან, რომლებსაც ერთი დღეც კი არ უმუშავიათ საბავშვო ბაღში და როგორ დაკომპლექტდეს კომპეტენტური ადამიანებისგან. ასეთი ადამიანები საერთოდ უნდა გაათავისუფლო დაკავებული თანამდებობებიდან, ხოლო სააგენტო უნდა დახურო. საუბრის ბოლოს გეტყვით, რომ ამ თემაზე შესაბამისი სამსახურები უკვე მსჯელობენ.

სხვა სიახლეები