ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

თბილისის ქუჩებში ნაციონალური მოძრაობის მამხილებელი გაზეთები ვრცელდება

2014-12-30 22:02:42

29 დეკემბერს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „თავისუფალი თაობა “ გამართა აქცია სახელწოდებით „მხილება“. ახალგაზრდებმა თბილისის ცენტრალურ უბნებში(თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, სადგურის მოედანი,ნაძალადევის რაიონი) დაარიგეს ამავე სახელწოდების გაზეთი, პროკლამაცია - „მხილება “, სადაც საუბარია „დემოკრატიული “ ტირანიის 9 წელზე, რომელიც საქართველომ და ქართველმა ერმა წინა ხელისუფლების პირობებში გამოიარა. პროკლამაციაში წარმოდგენილია წინა ხელისუფლების , „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახების მთელი რიგი დანაშაულებრივი ქმედებების კასკადი : წართმეული ქონება, უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი , წამება დასახიჩრება, გატაცება , დაშანტაჟება_ ეს ის ფაქტებია, რომლებიც აღნიშნულ პროკლამაციაში არგუმენტირებულად არის წარმოდგენილი. .„თავისუფალი თაობის“ მიერ გავრცელებულმა გაზეთმა საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოქალაქეები ყურადღებით ეცნობოდნენ წარმოდგენილ მასალას, რომელშიც ფიგურირებენ: მიხეილ სააკაშვილი , დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია,გიგი უგულავა,პეტრე ცისკარიშვილი,გივი თარგამაძე, აკაკი მინაშვილი , გოკა გაბაშვილი,ლევან ბეჟაშვილი და მათი ოჯახის წევრები , რომლებიც 9 წლის მანძილზე თაგვებივით ხრავდნენ ქვეყნის ბიუჯეტს. „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ანი დარსალიას თქმით, გაზეთისათვის ინფორმაცია „თავისუფალმა თაობამ“ მეგობარ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეგროვა და ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა რა საფრთხის მატარებელია ნაციონალური მოძრაობა !!!

სხვა სიახლეები