ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

„მე-13 ხელფასი“, რომელსაც პედაგოგები ითხოვდნენ, მანდატურებს დაუნიშნეს?

2014-12-30 11:25:31

დარეჯან მეფარიშვილი

კარგა ხანია, რაც ე.წ. მე-13 ხელფასი პედაგოგთა აუხდენელი ოცნებებების კატეგორიაში შევიდა, სამაგიეროდ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, განათლების სამინისტრომ მე-13 ხელფასით სტრუქტურაში შემავალი ყველა სიპის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) თანამშრომელი, მათ შორის მანდატურებიც დაასაჩუქრა. დაცინვის გარდა ვერაფერს ვუწოდებ, როცა ერთნი ითხოვენ და მეორენი ღებულობენ_ განაცხადა ჩვენთან საუბარში დაწყებითი კლასების პედაგოგმა მაია შაფათავამ.

„დაცინვისა და აბუჩად აგდების გარდა ვერაფერს ვუწოდებ, როცა „მე-13 ხელფასის“ მოთხოვნით პედაგოგები ლამის აქციებს მართავენ, განათლების სამინისტრო კი საახალწლოდ მანდატურებს ასაჩუქრებს. საინტერესოა, პედაგოგზე მნიშვნელოვანი რა მისია აკისრია მანდატურს სკოლაში, რომ ხელფასიც ჩვენზე მეტი აქვს და დამატებით პრემიებსაც იღებს? მოგეხსენებათ, რომ მანდატურს ფიქსირებული 400 ლარიანი ხელფასი აქვს, მასწავლებელთა უმეტესობას კი ასეთი ხელფასი სანატრელი აქვს. სერტიფიცირებული მასწავლებელი ვარ და დანამატებიან-სტაჟიანად 400 ლარს ძლივს ავცდი. პრემიებზე საუბარიც ზედმეტია. სამწუხაროა, რომ პედაგოგთა დამცირებული და უუფლებო ყოფა ახალი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება და უფრო სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი განათლების ხარისხზე და ჩვენი ბავშვების მომავალზე აისახება “

სკოლის მანდატურების „მე-13 ხელფასით“ პრემირების დეტალებზე სასაუბროდ, ჯერ განათლების სამინისტროს, შემდეგ კი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს დავუკავშირდით. იმის გათვალისწინებით, რომ განათლების სამინისტროს ერთ- ერთ სსიპ-ში გაგზავნილ კითხვებზე პასუხს მეორე კვირაა უშედეგოდ ველით, კითხვების ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნის შემოთავაზების შემდეგ განათლების სისტემის ორივე უწყებას თავაზიანად დავემშვიდობეთ და კომენტარისთვის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტს დავუკავშირდით. მაია კობახიძის განმარტებით, მისთვის სკოლის მანდატურებისთვის მე-13 ხელფასით პრემირების შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა განათლების სამინისტროში შემავალი „სსიპების“ თანამშრომელთათვის სოლიდური პრემიების დანიშვნაზე საკუთარი მოსაზრება გააჩნია.

განათლების სამინისტროს ე.წ. მე-13 ხელფასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ასეთია:  ვინაიდან სამინისტროების, მათ შორის განათლების სამინისტროს სსიპებში დასაქმებულები სოლიდურ პრემიებს იღებენ, უნდა შევახსენოთ, რომ სკოლაც ისეთივე სსიპია, როგორც სხვა დანარჩენი და მე-13 ხელფასით პრემირება არც მასწავლებლებს აწყენდათ. ჩვენთვის ცნობილია სამინისტროს პოზიცია, რომლის თანახმად, სკოლას შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება თანამშრომელთა პრემირებაზე, მაგრამ ჩვენი მოთხოვნაა, რომ თუ პროფესიის პრესტიჟულობა რეალურად გვსურს, მასწავლებლებისთვის უნდა ავამოქმედოთ ისეთი განსაკუთრებული ბენეფიტები, როგორიც „მე-13 ხელფასია“. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანაში განათლება პრიორიტეტს არ წარმოადგენს და სახელმწიფოც და ბიუჯეტიც ეკონომიას მასწავლებელზე აკეთებენ. მიუხედავად მათი მძიმე სოციალური მდგომარეობისა,  მასწავლებლებისთვის საპრემიო პროგრამა არასოდეს ამოქმედებულა. სახელმწიფომ სათანადოდ ვერ გაიაზრა, რომ მასწავლებელის შრომაზე დამოკიდებულია ქვეყნის მომავალი და უკეთ შრომისთვის ყველა პირობა უნდა შეუქმნას.  ჯერჯერობით ამის კონტურებსაც კი ვერ ვხედავთ..

სხვა სიახლეები