ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ფრთხილად, ვიდრე ბაღში შვილს გაუშვებთ, იკითხეთ....

2014-12-28 19:10:05

„როგორ უნდა გაათავისუფლო მოქმედი დირექტორი, თუ ის კარგად ასრულებს თავის მოვალეობას და გათავისუფლებას არ ექვემდებარება? ამ შემთხვევაში ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო დილემის წინაშე დგას.“

დეა უძილაური

 

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ  სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გაშვებული ადამიანების კანონიერ უფლებებში აღდგენა დღევანდელი ხელისუფლების „აქილევსის ქუსლად“ იქცა. 2007 წელს ჩატარებული კონკურსის წყალობით უსამსახუროდ დარჩენილი ბაგა-ბაღების დირექტორები აცხადებენ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ბაღის დირექტორებად დანიშნულ ნათესავებსა და ახლობლებს ისეთი სამართლებრივი ფონი შეუქმნა, რომ მარადიული დირექტორობა გარანტირებული აქვთ. საუბარია, 2007 წლის 4 აგვისტოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირებად დააფუძნებასა და ბაღის დირექტორებთან გაფორმებულ უვადო შრომით ხელშეკრულებებზე. როგორც იმ დროს ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორების უფლებების დამცველი პედაგოგთა პროფკავშირების იურისტი აცხადებდა, როდესაც განსაზღვრულ ვადაზეა საუბარი, ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვადა უნდა იყოს მითითებული. თუ ასეთი დოკუმენტი არ არსებობს, რომ გამგე განუსაზღვრელი ვადით არის დანიშნული.

დავინტერესდით, რა აზრი აქვს უკანონოდ გათავისუფლებული ბაღის დირექტორების ბრძოლას, თუკი სკოლამდელი აღზრდის სისტემაში მონარქიული სისტემის პრინციპები მოქმედებს და ნაციონალების დანიშნულ ბაღის დირექტორებს მარადიული თანამდებობა გარანტირებული აქვთ? “from.ge”-ს სკოლამდელი აღზრდის ექსპერტი, იურიდიულ და ფიზიკურ პირთა უფლებების დაცვა ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე მზია ფაილოძე ესაუბრა:

_ მოგეხსენებათ, რომ ნაციონალები კანონებს როგორ უნდოდათ, ისე ჭრიდნენ და კერავდნენ. კანონიც მაგათი იყო და სასამართლოც, ამიტომ არ გაჭირვებიათ საბავშვო ბაღების დირექტორების მუდმივ რეჟიმში გადაყვანა. თავიდან დირექტორები გარკვეული ვადით დაინიშნენ, მაგრამ მერე ვითარება შეიცვალა, ვინაიდან საჯარო სამსახურისგან განსხვავებით, არაკომერციულ იურიდიული პირი ვალდებული არ არის, თანამდებობებზე კონკურსები აცხადოს. დღევანდელი მოცემულობით, ბაღების დირექტორები მუდმივად არიან დანიშნულები. ამ ადამიანების თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი არც კი განიხილება, თუ ფინანსური ან რაიმე სხვა ტიპის დარღვევა ვერ უპოვეს. იმისთვის, რომ ბაღის გამგეები სკოლის დირექტორებივით კონკურსის წესით დაინიშნონ, საკრებულომ სტატუსი უნდა შეუცვალოს, რაც ძალიან საეჭვოა. ბოლოს გეტყვით, რომ ადამიანი მარტო თანამდებობისთვის და ხელფასისთვის არ უნდა იბრძოდეს და  სანამ ქვეყანაში კანონიერება და პროფესიონალიზმი არ დამკვიდრდება,  მანამდე არაფერი გვეშველება.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე აცხადებს, რომ ვითარება გარკვეულწილად დილემურია, თუმცა პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში გამოსავალი მოიძებნება.

2007 წელს ე.წ. კონკურსის სახელით, სკოლამდელი აღზრდის სისტემაში პოლიტიკური წმენდა ჩატარდა. ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისთვის სასურველი კადრებისთვის საბავშვო ბაღების დირექტორობისკენ მიმავალი გზა გაეთავისუფლებინა. ბუნებრივია, რომ უსამართლოდ გათავისუფლებულ ადამიანებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაუჩნდათ იმედი, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგებოდა და ასეც მოხდა. მე წინა მოწვევის საკრებულოში  რამდენჯერმე გავაჟღერე ეს თემა და  საკითხის შესწავლის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ პრობლემა ან სამართლებრივი კუთხით უნდა მოგვარდეს ან  უნდა მოხდეს პოლიტიკური ნების გამოხატვა. პოლიტიკური ნების  შემთხვევაში, აუცილებლად დადგება საკითხი,  როგორ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს იყო უკანონო გათავისუფლება და როგორ უნდა დავაკმაყოფილოთ ეს ადამიანები. საბავშვო ბაღების ყოფილ დირექტორებს წინა ხელისუფლების პირობებში სასამართლოს მიმართ ნდობა არ ჰქონდათ, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა და გაჩნდა შანსი, რომ საკუთარი უფლებებისთვის სასამართლოს გზით იბრძოლონ. ვფიქრობ ამ ადამიანებმა გაცდენილი წლების კომპენსაციაც უნდა მიიღონ, ამიტომ სამართლებრივი დავა ერთადერთი სწორი და იურიდიულად გამართლებული ფორმაა და თუ ამ გზას დაადგებიან, თანადგომას ვპირდები. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ არსებობს საქმის მეორე მხარეც_ როგორ უნდა გაათავისუფლო მოქმედი დირექტორი, თუ ის კარგად ასრულებს თავის მოვალეობას და გათავისუფლებას არ ექვემდებარება? ამ შემთხვევაში ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო დილემის წინაშე დგას, მაგრამ ძალიან მალე დღის წესრიგში დადგება არა მარტო ბაგა ბაღებში ბავშვთა განთავსების საკითხი, რასაც სააგენტო თავს კარგად ართმევს, არამედ მაღალი ხარისხის მოთხოვნაც, რამაც უნდა უზრუნველყოს ბავშვის სწორი ფიზიკური და გონებრივი განვითარება. როდესაც საკითხი ასე დადგება და რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს, უნდა გადავხედოთ, რამდენად კვალიფიციური კადრები მართავენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს. სამწუხაროდ, შესაბამისი კათედრების გაუქმების შემდეგ გაჩნდა კვალიფიციური კადრების დეფიციტი, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ არსებული კადრებიდან საუკეთესოების შერჩევა და ახალი საბავშვო ბაღების ან გამოთავისუფლებული ვაკანსიების შემთხვევაში მათი გამოყენება. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს ხანში ეს საკითხი   დღის წესრიგში აუცილებლად დადგება.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილია, ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორები მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებთან სამართლებრივი დავის  შესაძლელობას განიხილავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.

 

 

 

 

სხვა სიახლეები