ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

„ჩვენი გზის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე „თავისუფალმა თაობამ“ ერთჯერადი ნემსები და ცოცხი მიიტანა

2014-12-25 21:26:21

დეა უძილაური

დაგეგმილზე ადრე დასრულდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი გზის“ მიერ თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქცია. მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე დისონანსი „თავისუფალი თაობის“ გამოჩენამ შეიტანა. „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს ერთჯერადი ნემსები და ცოცხები გადასცეს და აქციის დასრულებისკენ მოუწოდეს. „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანი დარსალია აცხადებს, რომ ქართველი ხალხის მწამებლებს და  მათი ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს არ მისცემენ საშუალებას, რომ მსგავსი ტიპის აქციები ატარონ და საზოგადოებას მორალი უკითხონ.

დღეს, მთავრობის კანცელარიასთან სრულიად შემთხვევით შევხვდით ნაციონალური მოძრაობის სატელიტი ორგანიზაციის  „ჩვენი გზის“  მიერ თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამართულ დაახლოებით ათკაციან აქციას. დავინტერესდით, ვინ იყვნენ აქციის ორგანიზატორები და რას ითხოვდნენ და როცა ყველაფერი გავარკვიეთ, აქციის დაშლისკენ მოვუწოდეთ. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების კრიტიკის და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასების უფლება ყველას აქვს, ნაციონალური მოძრაობის და მისი მხარდამჭერების გარდა. ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, მაგრამ გააჩნია, ვინ გაკრიტიკებს და რამდენად აქვს ამის მორალური უფლება. „ჩვენი გზის“ ნაცვლად, კანცელარიასთან რომ რომელიმე სხვა ორგანიზაცია ყოფილიყო, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან არ ასოცირდება, აქციის ჩატარების საშუალებას მივცემდით და ტერიტორიას დავტოვებდით, მაგრამ ქართველი ერის სისხლის მსმელებს და მწამებლებს, ასევე მათი ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მსგავსი ტიპის აქციები ატარონ და საზოგადოებას მორალი უკითხონ. მათი სურვილის მიუხედავად, „ჩვენი გზის“ წარმომადგენლებს პროვოკაციების საშუალება არ მივეცით და აქციის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამოსახატად, ერთჯერადი ნემსები და ცოცხი გადავეცით. ნემსებით სიმბოლურად გამოვხატეთ მათი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, ხოლო ცოცხით პატიმრებისა და ჯარისკაცების წამების მოყვარული ბაჩო ახალაიას მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება. სასაცილოა, როცა ასეთი ადამიანები საზოგადოებას  მორალს უკითხავენ და მიუთითებენ, თანამდებობებზე ვინ უნდა დაინიშნოს და ვინ მოიხსნას. რაც შეეხება ჩვენს „საჩუქრებზე“  აქციის მონაწილეთა რეაქციას, ამ ახალგაზრდებს „თავისუფალი თაობის“ დანახვაზე, პანიკის გარდა სხვა რეაქცია აღარ გააჩნიათ, ამიტომ, როგორც მოსალოდნელი იყო, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაიშალნენ. „თავისუფალი თაობა“ პირდება „ჩვენი გზის“ და ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ საზოგადოებასთან მენტორული ტონით საუბრის საშუალებას არც მომავალში მივცემთ და ყველა ასეთი მცდელობა განწირულია.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი გზის“ წარმომადგენელმა არჩილ ხარბედიამ თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გუშინ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. 

სხვა სიახლეები