ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

რატომ აპროტესტებენ კლასის დამრიგებლები განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შეტანილ ჟურნალებს?

2014-12-25 08:20:47

დეა უძილაური

კლასის დამრიგებლები განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შეტანილ კლასის დამრიგებლის სამუშაო ჟურნალებს აპროტესტებენ.  დამრიგებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჟურნალებზე მუშაობისას არ იქნა გათვალისწინებული კლასის დამრიგებელთა  მოსაზრებები და მათთვის ფაქტობრივად, შეუსრულებელი მისია იქნა დაკისრებული. 60 გვერდიანი ჟურნალში დამრიგებელმა უნდა ჩამოაყალიბოს სადამრიგებლო პროგრამა, კლასთან მუშაობის პრიორიტეტები, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის უმთავრესი მიმართულებები, მოსწავლეთა საანკეტო მონაცემები, ინფორმაცია მოსწავლეთა დასჯისა და წახალისების შესახებ, მოსწავლეთა მიღწევების შედარება, მშობლებთან საგანგებო შეხვედრების აღირცხვა მოსწავლეთა პედაგოგიურ ფსიქოლოგიური დახასიათება, პედაგოგთა კონსილიუმი, მშობელთა კრებები და ა.შ. იმ პირობით, რომ სტატიაში მის ვინაობას არ გავამხელდით, ერთ-ერთი სკოლის კლასის დამრიგებელი მოკლე კომენტარზე დაგვთანხმდა.

წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, სასკოლო პორტფოლიოებით ყოველთვის დიდი ფული კეთდებოდა. ვვარაუდობ, რომ  ახლაც იგივე ხდება. ვიღაცა ამ ჟურნალებით ფული აკეთებს, ჩვენ კი გვაიძულებენ 60 ლარიანი დანამატისთვის ეს სისულელე ვწეროთ. რომელი პედაგოგების კონსილიუმებზე და ოჯახებში ვიზიტებზე გვესაუბრებიან? ჩემი ხელფასის პატრონმა ოცდაათ ბავშვთან სახლში როგორ უნდა ვიარო? ჩემს სადამრიგებლო კლასში რამდენიმე მოსწავლე ქალაქის გარეუბნიდან დადის. იქ ვიზიტებს ჩემი მთელი თვის ხელფასი არ ეყოფა და ესეც რომ არ იყოს, ვინ გვეპატიჟება მოდითო და ვის უხარია სახლში დამრიგებლის სიარული?  საინტერესია, ფიქრობდა თუ არა ასეთ „ნიუანსებზე“ განათლების სამინისტრო,როცა ეს ჟურნალები სკოლებში შემოჰქონდა?  წარმოიდგინეთ, დამრიგებელმა, რომელსაც ისედაც ათასი მოვალეობა აქვს დაკისრებული, ჟურნალში უნდა შეიტანოს დირექტორის რეკომენდაცია და ანგარიში, ფსიქოლოგის რეკომენდაცია, 30 და მეტი მოსწავლის ცალ-ცალკე დახასიათება, მშობელთა კრების ოქმები, ბავშვების კრების ოქმები, დამრიგებლის საათი და ა.შ.  თან ეს ყველაფერი როგორაა გაკეთებული იცით? მოსწავლეთა  მიღწევების შედარება სემესტრების მიხედვითო და მერე პრობლემების გადაჭრის გზები, რომელიც თურმე ერთ სანტიმეტრიან კვადრატში უნდა ჩავატიოთ.  ასეთი დავალება დამრიგებელს შეიძლება მაშინ მისცე, როცა კლასში 12 ბავშვი ჰყავს და 600-700 ლარიანი ხელფასი აქვს. 60 ლარიანი დანამატისთვის ასეთი კატორღული სამუშაოს შესრულება შეუძლებელია და ეს სამინისტრომაც კარგად იცის. ვფიქრობ, რომ არავის აქვს იმის ილუზია, რომ დამრიგებლები ამ დავალებას თავს გაართმევენ. უბრალოდ, იმის  იმედით, რომ ყველაფერს შეგუებული მასწავლებლები მაინც არ გააპროტესტებდენ, ვიღაცამ ძალიან დიდი ფული გააკეთა. პირადად მე სადამრიგებლო კლასი რომ დავკარგო, ამის შევსებას არ ვაპირებ და დარწმუნებული ვარ, ასე უამრავი დამრიგებელი მოიქცევა.

ჟურნალში სქემატურად გამოხატულ სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესების უმთავრესი მიმართულებებსა და კლასთან მუშაობის პრიორიტეტებს, მოსწავლეთა საანკეტო მონაცემებისთვის განკუთვნილი გრაფები მოჰყვება. დამრიგებელმა უნდა აღწეროს მოსწავლეთაგან რამდენია ობოლი და მზრუნველობამოკლებული და რამდენი მრავალშვილიანი და იძულებით გადაადგილებულთა ოჯახების წევრი. რამდენს აქვს სუსტი ჯანმრთელობა და რა დიაგნოზი აქვს დასმული. არის თუ არა კლასში განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული, პრობლემური და რისკ-ფაქტორის მქონე მოზარდი. გაკვეთილების ცხრილისა და მოსწავლეების აღრიცხვისთვის განკუთვნილი გრაფების შემდეგ მოდის მოსწავლეთა წახალისებისა და დასჯისთვის განკუთვნილი გვერდი. მოსწავლეთა თვითმმართველობების შესახებ ინფორმაციისთვის გამოყოფილი ადგილს სადამრიგებლო პროგრამისა და კლასის კრებები მოჰყვება. იმ იმედით, რომ ამ ყველაფრის შემდეგ დამრიგებელს საგაკვეთილო პროცესის მომზადებისა და გაკვეთიილების ჩატარების დრო, ძალა და ენერგია შერჩება, დამრიგებლის მიერ განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალს  აქ დავასრულებთ. 

სხვა სიახლეები