ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

დიდი ვარდენკესარიობა ქართულ პოლიტიკაში

2014-12-24 00:57:03

ზურა დათუაშვილი

კარგა ხნის წინ ”მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” (შემოკლებით გია ნოდიას სახელს რომ ატარებს) ერთ-ერთ კრებულში სულგანათლებული კახა კაციტაძის პუბლიკაციას გავეცანი (სათაურს ვეღარ ვიხსენებ, აქ კი გადამოწმების შესაძლებლობა არ მაქვს), რომელშიც ავტორი იმოწმებს პასაჟს ჰეგელის ცნობილი ნაშრომიდან კვერცხის გამყიდველი დედაბერის შესახებ.

როდესაც ერთ-ერთმა მყიდველმა გამყიდველს კვერცხები დაუწუნა - ლაყეაო, დედაბრისგან ასეთი პასუხი მიიღო: შენ ხომ ცნობილი მეძავი ხარ, დედაშენიც მეძავი იყო და მთელი ცხოვრება ოფიცრებთან კოტრიალობდა, შენ ლოთ ძმას კი სასმელში ამოძვრა სულიო.

ახლა იმის შესახებ, ვარდენკესარიობა რა შუაშია.

ქართულ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს რომ ვაკვირდები, ”უდიპლომო სასიძოს” უკვდავი სცენა მახსენდება-ხოლმე გენიალური აკაკი კვანტალიანის და დუდუხანა წეროძის მონაწილეობით.

ხომ გახსოვთ ვარდენის სტუმრობის ეპიზოდი მომავალ მძახალთან, კესარიას განაზება-გადაფოფინება, სახელდახელოდ ხაჭაპურის გამოცხობის იდეა, ვარდენის წინა კბილებით ღიმილი და... სცენა, რომელიც დაკარგული ძროხის დანახვას მოჰყვა.

სიტყვიერი შელაპარაკება შეხლა-შემოხლასა და გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა, რომელიც დიდი გაჭირვებით განმუხტა დროულად გამოჩენილმა უდიპლომო სასიძომ.

ამ ორ ამბავს ერთმანეთთან საერთო ის აქვს, რომ კონფლიქტი მხოლოდ მაშინ განვითარდა, როდესაც დიალოგში მონაწილე მხარეებმა ერთმანეთის ინტერესები გადაკვეთეს, - კლიენტმა დედაბერს კვერცხი დაუწუნა, ვარდენმა კი ძროხის წაყვანა მოინდომა. რომ არა ეს, არც დედაბერს გაახსენდებოდა მყიდველის მეძავობა და მისი ოჯახის წევრთა საჩოთირო ბიოგრაფიული დეტალები, არც კესარიას ვარდენის მიერ კოლმეურნეობიდან მანდარინის მოპარვის ამბავი და არც ამ უკანასკნელს - კესარიას გოუცრელი მჭადით გამოზრდილობა.

როგორც ვხედავთ, დასახელებული სუბიექტები კვანძის გახსნამდეც ატარებდნენ სავარაუდო კონფლიქტის ლატენტურ მიკრობებს, რომლებიც, სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, პასიურ მდგომარეობაში იყვნენ ჩალექილი ქვეცნობიერში. მათი გააქტიურება მხოლოდ მაშინ მოხდა, როცა იმავე ქვეცნობიერმა გარედან მიიღო სათანადო გამაღიზიანებელი იმპულსი. მიკრობების გააქტიურება ანტიკონფლიქტური იმუნიტეტის დასუსტებას მოჰყვა, რის შედეგადაც მივიღეთ კონფლიქტის მეყსეული განვითარება.

ქართულ პოლიტიკაშიც დაახლოებით ასე ხდება. პარტიები თუ ცალკეული ინდივიდები დროებით თუ შედარებით ხანგრძლივ კავშირებს ამყარებენ, ალიანსებსა და ბლოკებს კრავენ, ბრიფინგ-პრესკონფერენციებს ატარებენ, არჩევნებში გაერთიანებული სიებით მონაწილეობენ, წინა კბილებით უღიმიან ერთმანეთს (ყველის ვაჭარივით, - როგორც იმერეთში იციან თქმა), მაგრამ საკმარისია რომელიმე მათგანმა პარტნიორის ინტერესები გადაკვეთოს (ან მისთვის მიუღებელი საქციელი ჩაიდინოს), მაშინვე ამოქმედდება ვარდენკესარიული სინდრომი და ჰაიდააა...

მაგალითები დავასახელო?

მაგის მეტი რაა ქართულ პოლიტიკაში, მე შენ გეტყვი და მკლავებდაკაპიწებული მუშაობა დამჭირდება პოლიტჩეჩმიდან მსგავსი მარგალიტების ამოსაღებად.

ხომ ყველას გახსოვთ, როგორ იცემდა მჯიღებს მკერდზე სააკაშვილი, სანამ მე პრეზიდენტი ვარ, ოქრუაშვილი სულ მინისტრი იქნებაო. მაშინ ირაკლი კარგი, დამჯერე ბიჭი იყო და ფრიად გავლენიანი ვაზირიც ხელმწიფის კარზე, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როცა პრეზიდენტმა სტრატეგიული პარტნიორების რჩევით იგი გაათავისუფლა, ამის შემდეგ დაიწყო ორივე მხრიდან ურთიერთბრალდებათა სკანდალური ნიაღვარი.
ისიც გეხსომებათ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შალვა დუშელმა ივანიშვილს პრემიერის პოსტი რომ შესთავაზა, თითქოს თვითონ ავლაბრის ხალიფას კაბინეტი გარანტირებული ჰქონდა.

როცა ბიძინამ შეთავაზება არ მიიღო და მეტიც, პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა, გრანდლეიბორისტს მხოლოდ ამის შემდეგ გაახსენდა ივანიშვილის ოლიგარქობაც, ნაციონალური ხელისუფლებისთვის გადახდილი მილიონებიც, სპეცნაზისთვის ნაყიდი ხელკეტებიც, ცრემლსადენი გაზის კონტეინერებიც, სანდრა რულოვსის რადიოს დაფინანსება და ყველა მიწიერი ცოდვა, რაც კი მოკვდავად შობილმა შეიძლება ჩაიდინოს დედამიწის ზურგზე.
აბა, ერთი მიეღო მილიარდერს შეთავაზება, მისი ფასი დოსტი და ყონაღი არავინ ეყოლებოდა შალვას დუნიაზე.

კახი კალაძე სააკაშვილის მეხოტბე რომ ყოფილიყო, ნაციონალური პანოპტიკუმი ერთხელაც არ ახსენებდა მის მიერ გატანილ ავტოგოლებს. 

ალასანიას მხოლოდ ”ქართულ ოცნებასთან” პოლიტგანქორწინების შემდეგ გაახსენდა, რომ მას ივანიშვილისგან ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები ჰქონია პრინციპულ საკითხებთან მიმართებით.

თავის მხრივ, პრემიერ ღარიბაშვილსაც მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ თავდაცვას მთელი ორი წელი ვიღაც უტვინო მინისტრი ედგა სათავეში, რომელმაც ჯარისკაცების კვების ორგანიზებასაც კი ვერ მოაბა თავი.

მე ვეცადე, მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე გახმაურებული სკანდალი გამეხსენებინა. მათი რაოდენობა იმდენად დიდია, ხამს ყველაზე თანამედროვე ელექტრონული ტექნიკა დავიხმაროთ ქრონოლოგიურ რიგზე აღნუსხვა-ფიქსაცია-სისტემატიზაციის საქმეში . ადამიანის მეხსიერება, გნებავს აინშტაინის ტვინი ედოს თავის ქალაში, ამ მასშტაბის ჭაობის ასათვისებლად საკმარისი არაა.

ვიცი, ეს მცირე ოპუსიც უკვალოდ ჩაივლის. ქრისტეს აქეთ ახალი, 2015 წელი დგება და ვარდენკესარიობის განუკურნელი სენით შეპყრობილ ქართულ პოლიტიკაში კვლავ გაგრძელდება ”ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები”. ყურადღებით დააკვირდით პოლიტიკოსთა წინა კბილებსა და თვალებს წყლის ზემოთ და არ გაგიჭირდებათ იმის წარმოდგენა, რითაა დაკავებული მათი წიხლები წყალქვეშ.

აი, წყლიდან რომ ამოვლეეენ...

სხვა სიახლეები