ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ორსულთა საქმე - როდის იმშობიარებს პროკურატურა?

2014-12-17 17:07:57

დარეჯან მეფარიშვილი

სააკაშვილის ოჯახის ქონების დაყადაღებას მართალია ნაცბანდამ თავისებურად უპასუხა და  ექსპირველლედის სახლის შესაძენად ფულის შეგროვებაც დაიწყო, მაგრამ სამართლიანობის აღდგენას ხელისუფლებისგან ხალხი ითხოვს  და ამიტომ მას ვერავინ გაექცევა. სამართლიანობის “აქლემი” კი, უამრავი ნაცისტის  წინ არის ჯერ კიდევ დასაჩოქებელი. ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად ვის “საგმირო საქმეებს” იკვლევს ამჯერად სამართალდამცავი სისტემა, მაგრამ გადავწყვიტეთ, ამ საქმეში დახმარება გავუწიოთ და მათ დამნაშავე  ექსჩინოვნიკებზე ჩვენს ხელთ არსებული მასალები მივაწოდოთ.

საქმე ეხება ჯანდაცვის სფეროს, რომელიც ყველაზე მეტად, სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში  გაცამტვერდა. 

2006 წელს სააკაშვილის ახლადფეხადგმულმა რეჟიმმა დააკავა ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი,  ზაზა სოფრომაძე (იგი ამჟამადაც ჯანდაცვის სამინისტროში, მაღალ თანამდებობაზე  მუშაობს) და სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რამდენიმე მაღალჩინოსანი: სპარტაკ ბუკია, ნათიშვილი, კობა ძაძამია, ლევან ჟორჟოლიანი, გიორგი სიორიძე და მელიქიშვილი. მათ ინდმეწარმეებთან გარიგებაში ადანაშაულებდნენ. ედავებოდნენ, რომ არაკანონიერად გადარიცხეს ფული ორსულთა და მშობიარეთა შვებულებებში. თითქოს ინდმეწარმეებთან მუშაობდნენ ქალბატონები, რომლებიც ორსულად იყვნენ და მათ ერთიანი სახელმწიფო ფონდიდან დეკრეტულის თანხას ურიცხავდნენ. ზემოთჩამოთვლილ პიროვნებებს სწორედ ამ თანხების მითვისებაში ედებოდათ ბრალი. 2007 წლის 21 მაისს სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, მაგრამ  ბრალდებულთა ადვოკატებმა დააყენეს მათი გირავნობის საკითხი. სასამართლო მხოლოდ სოფრომაძეს დათანხმდა  50.000 ლარის გირაოზე, სხვებს  კი უარი განუცხადა. სოფრომაძის ოჯახმა ეს თანხა გადაიხადა, მაგრამ რამდენიმე დღეში სასამართლოს დარბაზში მოწმედ გამოიძახეს, კვლავ დააპატიმრეს და გირაოს თანხა უკან დაუბრუნეს. ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ამ სკანდალში შოუბიზნესის წარმომადგენლები - ნიკა ლომიძე და მისი მეუღლე, თეა გობეჯიშვილიც გაეხვნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ის იყო, რომ გადარიცხვები, რაზედაც ეს ადამიანები დააკავეს იმ დროს იყო ჩადენილი, როცა ამ ფონდის გენერალური დირექტორი იყო ლადო ჭიპაშვილი, რომელიც შემდგომ ჯანდაცვის მინისტრად მოგვევლინა.

როგორც მასალებიდან ირკვევა, ფონდის ხელმძღვანელ ლადო ჭიპაშვილს ეჭვი გაუჩნდა ინდმეწარმეების კანონიერებაზე, ამიტომ ფინანსურ პოლიციას მიმართა - გადაამოწმეთ მათი საქმიანობაო. არსებობს ერთი საინტერესო დოკუმენტი, რომელსაც  ხელს სწორედ ლადო ჭიპაშვილი აწერს  (სტილი დაცულია): “ბატონ დავითს (საუბარია ფინანსური პოლიციის იმდროინდელ ხელმძღვანელზე, კეზერაშვილზე), გაცნობებთ, რომ 2004 წლის 19 მარტს ფონდის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ ფილიალს მიმართა ინდივიდუალურმა საწარმო “მანანა ბურჭულაძემ” საწამოს თანამშრომელთა თ. ხურციძის, თ. მხეიძის, ს. გიორგაძის, ე. ჯიშკარიანისთვის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების (126 კალენდარული დღე) სოციალური დაზღვევის სახსრებიდან ასანაზღაურებელი თანხების, სულ - 16 679.54 ლარის მოთხოვნით. ამასთანავე, ეჭვს იწვევს ინდმეწარმის მიერ მოთხოვნაში დაფიქსირებული, თანამშრომელთათვის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების ასანაზღაურებელი თანხების ოდენობაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გიგზავნით საქმის ირგვლივ ჩვენს ხელთ არსებულ მასალებს და გთხოვთ, მიიღოთ ზომები ინდმეწარმის მიერ სოცდაზღვევის სახსრებიდან მოთხოვნილი თანხების რეალობის დასადგენად.

გენერალური დირექტორი, ლ. ჭიპაშვილი”.

ამ წერილზე ჭიპაშვილმა 13 აპრილს ასეთი პასუხი მიიღო (სტილი დაცულია): “თქვენი მ/წლის 13 აპრილს ¹.01გდ-07-1108 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ინდ. საწარმო “მანანა ბურჭულაძე” (ს/ნ 102218574) საგადასახადო აღრიცხვაზე იმყოფება დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში. მ/წ 13 იანვრიდან წარდგენილი მონაცემების საფუძველზე, საწარმოს 2004 წლის მარტი-აპრილის თვეებში სოციალურ გადასახადში გადახდილი აქვს 4290 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადში - 2600 ლარი და 14 აპრილის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება. მ/წ 30 აპრილს ინდ. მეწარმე “მანანა ბურჭულაძის” მიერ წარმოდგენილი იქნა საწარმოს საქმიანობის ამსახველი ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც ადასტურებს მისი საქმიანობის სისწორესო”. წერილს ხელს აწერს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მაშინდელი უფროსი, კ. გოჩაშვილი. წერილის მიღების შემდეგ, ფონდის დირექტორის - ჭიპაშვილის მოადგილე მეგრელიშვილმა ფინანსურ პოლიციას მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და ინდმეწარმის მოთხოვნაც დააკმაყოფილა, ანუ მოთხოვნილი თანხა გადაირიცხა.

ამის შემდეგ ჭიპაშვილს აწინაურებენ, ჯანდაცვის მინისტრად გადაჰყავთ, მას მეგრელიშვილიც თან მიჰყავს -  მოადგილედ. ფონდის გენერალურ დირექტორად ზაზა სოფრომაძეს ნიშნავენ, ფონდის გენერალური ინსპექციის უფროსად კი - ლევან ჟორჟოლიანს. ამ დანიშვნებიდან ცოტა ხანში ფონდის საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ ჯულაყიძე, სოფრომაძეს უგზავნის წერილს, რომ ინდსაწარმო “მანანა ბურჭულაძის” თანხის მიზნობრიობა და კანონიერება შეამოწმეთ და რეაგირება მოახდინეთო. სოფრომაძემ, თავის მხრივ, გენინსპექციის უფროსს ჟორჟოლიანს დაავალა საქმის შესწავლა და ჟორჟოლიანმაც ოპერატიულად შექმნა ამისათვის ჯგუფი.

რამდენიმე ხნის შემდეგ მათ დადეს მასალები, სადაც ყველაფერი დეტალურად იყო აღწერილი. კერძოდ, დაკითხული იყვნენ ინდსაწარმოების  ხელმძღვანელები, გადამოწმდა ორსულების შრომითი ხელშეკრულებები და კიდევ სხვა დეტალები. თავდაპირველად, ორსულთა უმრავლესობამ უარყო, რომ რომელიმე ინდმეწარმეებთან ჰქონდათ შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული, ხოლო მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ ჩვენ შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტში, კონფიდენციალურობაზე ვიყავით გაფრთხილებულიო (ანუ არ უნდა გაემხილათ, რომელ ინდმეწარმესთან მუშაობდნენ). მათ ასევე წარმოადგინეს განცხადებები, რომლებიც ნოტარიულად იყო დამტკიცებული და  ფონდის ხელმძღვანელობისგან თავიანთ კუთვნილ, სადეკრეტო თანხას ითხოვდნენ. თუმცა მათ სასამართლოზე საპირისპირო განაცხადეს - ხელი კი მოვაწერეთ რაღაც საბუთზე, რომელიც ნოტარიულად დაამტკიცეს, მაგრამ რა შინაარსის იყო, არ ვიცითო.

როდესაც ჟორჟოლიანმა ინდმეწარმეების საქმიანობის შესწავლა დაასრულა, ეს საქმე იურიდიულ დეპარტამენტს გადასცა და მათაც კანონის შესაბამისად უნდა ემოქმედათ, თუმცა ცოტა ხანში ისევ მაღალჩინოსნები დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე და მათ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებაც წაუყენეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ფონდიდან ამ თანხების გადარიცხვა ლადო ჭიპაშვილის გენდირექტორობის პერიოდში მოხდა და თუ ვინმე იყო ამაზე დასაჭერი, პირველად ჭიპაშვილი უნდა დაეჭირათ. დაჭერების შემდეგ კულუარებში გავრცელდა ხმა, რომ ვიღაცამ ვიღაცას “გასკვანჩა” დაასწროო. ალბათ, ნათელია, რაზეც იყო მინიშნება გაკეთებული.

გენინსპექციის ყოფილი უფროსის, დაპატიმრებული ლევან ჟორჟოლიანის ადვოკატი, ბესარიონ ქარსელაძე აცხადებდა: “გაუგებარია, რა ბრალდებით დააკავეს ეს ადამიანები. რაზეც ისენი დაიჭირეს, ანუ გადარიცხვები, როგორც დოკუმენტალურადაც ნახეთ, ჭიპაშვილის გენდირექტორობის დროს მოხდა. თანაც არსებობს ფინანსური პოლიციის წერილი, რომელიც ამ ინდმეწარმეების საქმიანობის კანონიერებას ადასტურებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო წერილი არ არის საკმარისი, რომ გადარიცხვები ეწარმოებინათ, რადგან ფინანსური პოლიციის წერილს შემოწმების აქტები თანდართული უნდა ჰქონოდაო”.

ცხადია საინტერესოა, თუ საქმე ჭიპაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდს ეხებოდა, რატომ არ დააკავეს ამ საქმეზე ის და რა შუაში იყო მის შემდგომ დანიშნული გენდირექტორი?! ზაზა სოფრომაძე ამ საქმის გამო რატომ უნდა დაეპატიმრებინათ?! “ჩვენც ამას ვარკვევთ, - განაცხადა ქარსელაძემ, - სასამართლოს შუამდგომლობით მივმართეთ, რომ ჭიპაშვილი, მეგრელიშვილი, მაშინდელი ფონდის გენინსპექციის უფროსი ბერუჩაშვილი, გოჩაშვილი, ჯულაყიძე მოწმის სახით მაინც დაკითხულიყვნენ, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს. ჟორჟოლიანს, ძირითადად, მანანა ბურჭულაძის ძმის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს ბრალი.

ახლა, მოკლედ იმის შესახებ, როგორ გახდა ლადო ჭიპაშვილი ჯანდაცვის მინისტრი იმ დროს,  როცა ამ დოკუმენტებით ის ციხეში უნდა წასულიყო და მეგრელიშვილი თან გაეყოლებინა?! როგორც შევიტყვეთ, ჭიპაშვილს მაშინ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი დაეხმარა. ლადოს ცოლის და, მიშას მკვიდრი მამიდაშვილის, ირაკლი ედილაშვილის ცოლი ყოფილა, თუმცა ლადოს მიშასთან ნათესავობამ ბოლომდე მაინც ვერ უშველა - იგი მინისტრობიდან ჯერ ელჩობამდე ჩამოაქვეითეს, მერე კი იქიდანაც გამოაბუნძულეს და, როგორც ამბობენ, ნაცმთავრობამ ფულებიც აახია, მაგრამ მოგეხსენებათ ეს არ არის რეალური დასჯა და სამართლიანობის აღდგენა.

ნაციონალების მმართველობის ბოლო წელს, 27 ივლისს, დილის 4 საათზე, სამოქალაქო ფორმებში ჩაცმულმა პირებმა, საკუთარი სახლიდან მთავარ პროკურატურაში წაიყვანეს ზაზა სოფრომაძე.  

მიზეზი იმ დღეს არ დაუსახელებიათ, მეორე დღეს კი  გაათავისუფლეს. როგორც ითქვა, სოფრომაძე მოწმის სტატუსით, იმ ძველი საქმეების გამო დაკითხეს, რისთვისაც ციხეში იჯდა. ადამიანის უფლებათა დამცველის, გელა ნიკოლაიშვილის თქმით, 27-ში სოფრომაძის სახლიდან გაყვანას წინ უსწრებდა მისი ძველი თანამშრომლების დაპატიმრება და იძულება, ბატონი ზაზას წინააღმდეგ ჩვენებები მიეცათ - თითქოს ის ქრთამს იღებდა. საინტერესოა, რატომ არ მოუვიდა თვალში ნაცბანდას, უკვე მეორედ  სოფრომაძე და რა იმალებოდა მისი ერთდღიანი დაპატიმრებისა და დაკითხვის მიღმა?! ერთ-ერთი ვერსიით, ძალოვნებს მისი საშუალებით “სხვაზე”  გასვლა უნდოდათ და ეს სხვა მათი ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი იყოო. დიდი ალბათობით ეს იყო  ლადო ჭიპაშვილი, მაგრამ რამ შეუშალათ ხელი მათ ამაში, უცნობია. ახლაც არავინ იხსენებს ლადოს “საგმირო” საქმეებს და ნურავის დაავიწყდება, რომ სამართლიანობა აღდგენას მოითხოვს.

სხვა სიახლეები