ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

რის დამალვას ცდილობს განათლების სამინისტრო ავარიული სკოლების დემონტაჟით?

2014-12-16 00:40:41

სალომე ბაკურაძე

ახალი ხელისუფლების პერიოდში 61-ე სკოლას 500 ათასი ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, ამიტომ, დასანგრევი სკოლების სიაში მისი შეყვანა სახელმწიფო თანხების გაფლანგვისა და მითვისების კვალის დაფარვას ემსახურება.

3 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საზოგადოებას თბილისში სამი ავარიული სკოლის (მე-100, 103-ე და 61-ე) დემონტაჟისა და მათ ადგილას ახალი სკოლების მშენებლობის შესახებ ამცნო. ამ საქმისთვის ბიუჯეტიდან ორმოცდაშვილი მილიონი ლარია გამოყოფილი. ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ლილუაშვილი დარწმუნებულია, რომ იმ სკოლის დემონტაჟი, რომელსაც ახალი ხელისუფლების პირობებში 500 ათასი ლარის სარეაბილიტაციო- სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, სახელმწიფო თანხების გაფლანგვისა და მითვისების კვალის დაფარვას ემსახურება.

ლილუაშვილი ვარაუდობს, რომ არსებობს კომერციული სქემა, რომლითაც განათლების მინისტრი და დედაქალაქის მერი საჯარო სკოლების შენობების გაყიდვას და გამონთავისუფლებულ მიწის ნაკვეთების კომერციული მიზნებისათვის გასხვისებას ახდენენ. რესპოდენტის თქმით, მსგავსი ეჭვების საფუძველს ის გარემოება აძლევს, რომ არც წინა და არც ახალი ხელისუფლების დროს, თბილისში დანგრეული საჯარო სკოლის ადგილზე ახალი საჯარო სკოლა არ აშენებულა.

გიორგი ლილუაშვილი დარწმუნებულია, რომ განათლების სამინისტროს სარემონტო სამუშაოების პროექტი არ გააჩნია, ხოლო ასაშენებელი სკოლის პროექტი ახლა მუშავდება. ლილუაშვილის თქმით, ახალ სკოლაზე არქიტექტორ დარეჯან გიგაურის ესკიზური ნახაზების გამოქვეყნება არადამაჯერებელია, ვინაიდან პროექტის მომზადებაზე არ ჩატარებულა ტენდერი და განათლების მინისტრმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. რესპოდენტს მიაჩნია, რომ 61-ე სკოლისთვის განაჩენად ქცეული სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სკოლის შენობის სავალდებულო დემონტაჟს არ ითვალისწინებდა.

„ჩემთვის ცნობილია, რომ 61-ე სკოლას ახალი ხელისუფლების პერიოდში 500 ათასი ლარის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, ამიტომ, ჩემი აზრით, დასანგრევი სკოლების სიაში მისი შეყვანა მარგველაშვილის მინისტრობის დროინდელ სახელმწიფო თანხების გაფლანგვისა და მითვისების კვალის დაფარვას ემსახურება. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა აღწერს სკოლის შენობის დაზიანებებს და მიუთითებს, რომ შესაძლებელია ახალი სკოლის აშენების განხილვაც, მაგრამ დასკვნა სულაც არ ითვალისწინებდა სკოლის შენობის სავალდებულო დემონტაჟს.

სხვათა შორის, დასკვნაში მითითებული არაა თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს სკოლის დემონტაჟმა ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე აკადემიკოსების სახლს, რომელიც უშუალოდ ებჯინება სკოლის შენობას. ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 61-ე სკოლის შენობაში განთავსებულია მეშვიდე მუსიკალური სკოლა. სადემონტაჟო სამუშაოების პარალელურად, მუსიკალურ სკოლაში მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, რის გამოც მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლეს საფრთხე ექმნებოდათ. რომ აღარაფერი ვთქვათ უნიკალურ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, რომელთა ღირებულება გაყიდული სკოლის საფასურს ათობით ათასი ლარით აღემატება. ისიც საყურადღებოა, რომ 61-ე სკოლის სარდაფში განთავსებულია სამოქალაქო თავდაცვის ობიექტი, რომელიც გვირაბებით უკავშირდება დედაქალაქის სხვა სამოქალაქო თავდაცვის ობიექტებს და წარმოადგენს დედაქალაქის ერთიანი თავდაცვის სისტემის ნაწილს - აცხადებს from.ge-სთან საუბარში ლილუაშვილი

რესპოდენტის მონაყოლიდან ირკვევა, რომ შ.პ.ს. "რიონის" ერთ-ერთი მეპატრონე ალექსანდრე გოგოლაძე, რომელმაც 61-ე სკოლის შენობა შეისყიდა, სკოლის დირექტორის, შორენა ღუდუშაურის კარის მეზობელია, რაც საეჭვოდ ხდის სკოლის შენობის აუქციონზე გატანისა და გაყიდვის ფაქტს. 61-ე სკოლის გარშემო განვითარებული მოვლენების შესწავლის მიზნით, გიორგი ლილუაშვილი სკოლის დირექტორს, სამეურვეო საბჭოს და პედკოლექტივს რამდენჯერმე შეხვდა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს, ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა, თუმცა შესაბამისი ორგანოების მხრიდან ამ ფაქტზე რეაგირება დღემდე არ მომხდარა.

თავისთავად, სკოლის შენობის აუქციონზე 9 ათას ლარად გატანა და შემდგომში 142 ათას ლარად გაყიდვა საფუძვლიან ეჭვებს ბადებს, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანია „რიონის“, რომელმაც შეისყიდა 61-ე სკოლის შენობა, მესაკუთრე ალექსანდრე გოგოლაძე სკოლის დირექტორის შორენა ღუდუშაურის კარის მეზობელია, სკოლის აუქციონზე გატანისა და გაყიდვის ფაქტი კიდევ უფრო საეჭვოდ ხდება. ცნობისთვის, ახალგარემონტებული სკოლის ქონება ისე გაიყიდა, რომ მისი აღწერა და ფინანსური შეფასება არ მომხდარა, ხოლო კომპანიას სკოლის ანგარიშზე 142 ათასი ლარი დღემდე არ ჩაურიცხავს.

„ზემოთხსენებული საკითხების გარკვევის მიზნით, რამდენჯერმე შევხვდი სკოლის დირექტორს, პედკოლექტივს და სამეურევო საბჭოს. ერთ-ერთი შეხვედრის დროს რამდენიმე ადამიანმა მოტყუებით შემიყვანა სკოლის შენობაში, სადაც თავს დამესხნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ. ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ვინაობა ვიდეო კამერებზეა აღბეჭდილი და მათი ვინაობაც ცნობილია, შესაბამისი სტრუქტურებიდან ვერ მივიღე პასუხი, თუ რა ღონისძიებები ტარდება თავდამსხმელთა დასაკავებლად“ - ამბობს ლილუაშვილი.

ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს გაუმართლებლად და სახიფათოდ მიაჩნია დემონტაჟის პროცესში მყოფი მოსწავლეების ტექნიკური უნივერსიტეტის ამორტიზებულ მე-7 კორპუსში გადაყვანაც.

გიორგი ლილუაშვილი: „მიმაჩნია, რომ 61-ე სკოლის მოსწავლეების ტექნიკური უნივერსიტეტის მე-7 კორპუსში გადაყვანა გაუმართლებელი და სახიფათოა. გარდა იმისა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა ამორტიზირებულია, ის არ გახლავთ გათვლილი საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის და სასწავლო პროცესის სრულფასოვანი ჩატარება შეუძლებელია. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საფრთხის შემთხვევაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა სწრაფი ევაკუაცია შეუძლებელია. დამატებით საფრთხეს ქმნის ის გარემოებაც, რომ სასწავლო კორპუსის წინ ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ადგილი ჩაკეტილია და მოსწავლეებს გადაადგილება მანქანის სავალ გზაზე უწევთ, სადაც ავტომობილების ინტენსიური მოძრაობაა და რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი არ არსებობს“.

განათლების სამინისტროსთვის ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის მოსაზრებების შესახებ ცნობილია, თუმცა რამდენად გაითვალისწინებენ და რა შედეგი მოჰყვება გიორგი ლილუაშვილის მიერ შესაბამის უწყებებში გაგზავნილ წერილებს დრო გვაჩვენებს.

სხვა სიახლეები