ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ნიკა რურუას თათები და საცეცები ქართულ კინოში

2014-12-15 18:07:37

დარეჯან მეფარიშვილი

ერთ წელზე მეტია, რაც ეს თემა „ტრიალებს, ბრუნავს... ტრიალებს, ბრუნავს“...

გარდამავალი დროშასავით „დადის“ 400 გვერდიანი დოკუმენტების „კრებული“ სასამართლოსა და პროკურატურაში, ჩინოსნებთან თუ უჩინოებთან და არაააა, არა და არ დაადგა საშველი, საქმის „ან ასე, ან ისე“ დამთავრებას.

და, როგორც ვხედავთ არც დამთავრდება, აქ, ამ საქმის უკან მილიონები დგას... რა ახალი დეტალების გარკვევა მოვახერხეთ, რა ბედი ელის კინოს, სადაც „კატები კნავიან“, ხოლო მუზებს უკვე დუმილი ჩვევაში გადაეზარდათ? ვინ მართავს რეალურად კინოს? როგორ კეთდება დიიიიდი ფული?!

ლელა მაქაცარია, პროდიუსერი:
- უკვე ერთი წელია, რაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული სასამართლო პროცესი და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ორი მოსამართლე გამოვიცვალეთ. საერთოდ, კინოცენტრის საქმე სამ ნაწილადაა გაყოფილი: პირველი - ესაა ადმინსიტრაციული სარჩელი, რომლითაც რეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ და მე, მისმა პროდიუსერმა, მივმართეთ სასამართლოს. მეორე - კინოცენტრში 2013 წელს კონკურსების კანონდარღვევებით ჩატარების და დოკუმენტების გაყალბების გამო უკვე ერთი წელია პროკურატურაში გვაქვს შეტანილი განცხადება და მესამე საჩივარი, რომელიც ეხება 30–მდე ფილმს. პროკურატურას საერთო ჯამში, წარვუდგინეთ 400–მდე დოკუმენტი.

უფრო დეტალურად: სხვადასხვა კონკურსის კონკურსანტებმა ლევან ანჯაფარიძესთან ერთად აღმოაჩინეს, რომ კომისიის წევრთა მიერ ერთი და იგივე კალიგრაფიით არის შევსებული სხვადასხვა კონკურსების ფორმულარები. გამოდის, რომ ამ კონკურსებს ან ერთი და იგივე კომისიის წევრები ყავდა, ან საერთოდ არ ყავდათ კომისია. გამოვითხოვეთ ყველა ფილმწარმოების დოკუმენტაცია და აღმოვაჩინეთ უამრავი სისხლის სამართლებრივი დარღვევა. სასამართლო ერთი წელია მიდის და პროკურატურაში რა ხდება, არ ვიცი! ველოდებით პასუხებს უკვე ერთი წელია, სახალხო დამცველთანაც შევიტანეთ განცხადება. ჩვენ ვითხოვდით ექსპერტიზის დანიშვნას, ერთი წელია მეექვსე სამმართველომ ვერ მოახერხა დაენიშნა ექსპეტიზა და დაედგინა სიმართლე.

კანონდარღვევებზე ვისაუბროთ.

- გაგაცნობთ მცირედს: კინოცენტრს დებულებაში უწერია, რომ არსებობს შეფასების ხუთბალიანი კრიტერიუმი, ამ დოკუმენტით ფაქტიურად მოწმდება კონკურსანტის შესაძლებლობები და კომისიის წევრის დამოკიდებულებაც. კინეცონტრის ყოფილმა დირექტორმა, თამარ ტატიშვილმა გამოიგონა ნული ქულა. შეფასების წესში, რომელიც 2008 წელს შემოვიდა, წერია რომ ხუთქულიანი შეფასება ხდება. 2010 წელს დებულებაში ისევ ჩაწერეს, რომ შეფასება ხუთქულიანია, მაგრამ ვუმატებთ ნულ ქულასო. რა გამოდის?

რა გამოდის და ვინც თვლა იცის ეს უკვე 6 ციფრია...

- დიახ, მეექვსე ქულაა. ფაქტიურად, ნული არის სქემის ერთი ნაწილი, არასასურველი კონკურსანტისათვის ერთი ქულაც რომ არ მიენიჭებიათ და ეთქვათ, რომ აი, მან ერთი ქულაც ვერ აიღო. ნული ქულა რას ნიშნავს - ეს უკვე სასამართლომ უნდა გაარკვიოს... მე მაინტერესებს, შეიძლება თუ არა კინოცენტრს, საიდანაც გაედინება მილიონობით სახელმწიფო სუბსიდია, ხელმძღვანელობდეს მატყუარა ადამიანი, რომელიც ბოროტად იყენებს თანამდებობრივ უფლებამოსილებას. საუბარია ნანა ჯანელიძეზე.

სრულმეტრაჟიანი ფილმის წარმოების დაფინანსების 2013 წლის 28 მარტს კონკურსის წინ პირველივე სხდომაზე (კონკურსი 2/2) კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ გახსნა სხდომა და კომისიის წევრებს განუცხადა: „2013 წლის 18 იანვარს გამოცხადდა კონკურსი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დასაფინანსებლად. კონკურსში მონაწილე პროდიუსერს მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს, იმ პროექტებს, რომელთა ავტორებს (იგულისხმება რეჟისორი და პროდიუსერი) კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება არ შეუსრულებიათ ანაც ალტერნატიული დაფინანსების მოძიების პროცესში არიან, ასეთმა პროექტებმა კონკურსში მონაწილეობა ვერ მიიღეს“. ამ სიტყვებით ნანა ჯანელიძემ დაადასტურა, რომ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2013 წლის ფილწარმოების დაფინანსების კონკურსის პირობების შეზღუდვები, სადაც გარკვევით წერია: „ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროექტებს რომელთა ავტორებს (პროდიუსერი და რეჟისორი), ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულებები შესრულებული არა აქვს. ან მოგებული აქვთ კონკურსი და ალტერნატიული დაფინანსების პროცესში არიან“. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ რეჟისორს რომელსაც არა აქვს დამთავრებული ძველი ფილმი და მისი პროექტი ვალად ადევს კინოცენტრს არა აქვს უფლება ახალ კონკურსში ახალი პროექტით მიიღოს მონაწილეობა.

აღნიშნულ კონკურსში 14 პროექტი იყო წარმოდგენილი, მათ შორის მონაწილეობას იღებდა ვინმე რეჟისორი გიორგი ბარაბაძე პროექტით „მკვდარი გზა“. ვინ არის გიორგი ბარაბაძე? ეს გახლავთ ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც კინოცენტრს თამარ ტატიშვილი ხელმძრვანელობდა, ამ დროს ჩაშვებული და დაუმთავრებელი ფილმის „კავკასიური ქრონიკის“ დამნდგმელი რეჟისორი. მას თავის დროზემ 2010 წელსმ 650 ათასი ლარი გადაურიცხეს ფილმის გადასაღებად. ფილმი 2011 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დღემდე არაა დამთავრებული. ბარაბაძეს, როგორც დავალიანებული, ვადაგადაცილებული პროექტის დამდგმელ რეჟისორს, არ ჰქონდა უფლება 2010 წლის შემდეგ დანიშნულ კონკურსებში მიეღო მონაწილეობა. კინოცენტრმა ყველაზე კარგად იცოდა ამ რეჟისორის დავალიანების შესახებ. 2013 წელს კონკურსში პროექტით „მკვდარი გზა“ ბარაბაძემ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ მეორე ტურში გადავიდა. ხაზგასმით ვამბობ - 5 პროექტი გადადის მეორე ტურში. აქ ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეფასების კრიტერიუმში ქულები გადასწორებულია. ეს გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ, რომ ბარაბაძე სპეციალურად შეიყვანეს 2013 წლის სრულმეტრაჟიანი ფილმების დაფინანსების კონკურსში, რათა სხვა კონკურსანტები ჩაეძირათ. კონკურსი 20 აპრილს დამთავრდა, 2013 წლის 23 აპრილს, კინოცენტრმა საექსპერტო კომისიის დასკვნით, გიორგი ბარაბაძეს გამოუყო 30 ათასი ლარი ძველი დავალიანებული, სრულმეტრაჟიანი ფილმის - „კავკასიური ქრონიკა“ - დასამთავრებლად.

ფილმი დასრულდა?

- ჯერ კიდევ 2011 წელს პროდიუსერი ქეთევან გალდავაძე კინოცენტრს წერს - ჩვენ უკვე ფილმს ვამონტაჟებთ, ფილმის გადაღება დასრულებულიაო. 2011 წლიდან 2014 წლამდე შეიძლება სულ სამონტაჟო პერიოდში იყო? და შეიძლება, რომ 2013 წელს ფილმის დასრულებისათვის კიდევ მიიღო ფული ძველი ფილმის დასამთავრებლად? შემდეგი: ახლახანს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კინოცენტრის დირექტორმა, ნანა ჯანელიძემ 2013 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების კონკურსზე საექსპერტო კომისიის წევრად მიიწვია დავალიანებული ფილმის რეჟისორი უტა ბერია. კონკურსის დასრულების შემდეგ უტა ბერიამ მიიღო თანხა...

ერთი წამით... ვიდრე დეტალებზე გადავალთ, რა ფილმები აქვს გადაღებული ამ რეჟისორს?

- ეს არის 24 თუ 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც კინოში ჯერ თავისი სიტყვა არ უთქვამს, მაგრამ ნანა ჯანელიძე თვლის, რომ უტა ბერიას შეუძლია შეაფასოს ჯაჭვლიანის, შენგელაიას, ანჯაფარიძის, კაჭარავას და სხვათა სცენარები.

ოჰო...

- გავაგრძელებ: 2012 წელს უტა ბერიამ გაიმარჯვა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსზე, პროექტით „კინო“ და მიიღო დაფინანსება 49 ათასი ლარი. მან ფილმი გათვალისწინებულ ვადებში ვერ დაასრულა და კინოცენტრში წერილს წერილზე აგზავნიდა თანხის დამატების მოთხოვნით. ქალბატონმა ნანა ჯანელიძემ ეს ახალგაზრდა, მიუხედავად დავალიანებისა, სრულმეტრაჟიანი ფილმების დაფინანსების კონკურსში კომისიის წევრად დასვა. კონკურსის დასრულების შემდეგ, ისე როგორც გიორგი ბარაბაძეს, უტა ბერიასაც კინოცენტრმა გამოუყო 3 582 ლარი დავალიანებული ფილმის - „კინო“ - დასამთავრებლად. ახლა ვსვამ კითხვას - რატომ იყო დაინტერესებული კინოცენტრის დირექტორი, რომ კონკურსში მონაწილეობა მიეღოთ დავალიანებული ფილმების ავტორებს? წარმოდგენილი დოკუმენტაციებიდან ჩანს, რომ ორივე რეჟისორი ფილმების დასამთავრებლად ითხოვდა დამატებით ხარჯებს და სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის დასრულებისთანავე მათ ნანა ჯანელიძისაგან მიიღეს ეს თანხები ბინძური თამაშების შესრულების სანაცვლოდ. ორივე მოყვანილი ფაქტი ცხადყობს, რომ კინოცენტრის დირექტორმა, ნანა ჯანელიძემ, დაარღვია კონკურსის პირობები, რაც იყო წინასწარ განზრახული ქმედება, რათა დავალიანებული პროექტის ავტორებს მიეღოთ მონაწილეობა იმ დანაშაულებრივ სქემაში რომელიც სახეზე გვაქვს. 2013 წლის მარტში დანიშნეს ნანა ჯანელიძე კინოცენტრის დირექტორად და პირველი, რაც გააკეთა, ისაა, რომ დააჯილდოვა ის ადამიანები, ვინც მის დანიშვნაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მახსოვს, მაშინ  სამინისტრომ საბჭო შექმნა...

- კი, ამ საბჭოში შესულები იყვნენ ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, ოთარ ლითანიშვილი, ლევან თუთბერიძე, მარინე კერესელიძე, ნინო ანჯაფარიძე, დავით ჯანელიძე, გივი–ბესო ოდიშარია, ზაალ რუსაძე და სხვები, სულ - 13 კაცი. ამ ცამეტიდან რვა კაცი ნანა ჯანელიძემ კომისიის წევრებად შეიყვანა და ყველას ფული დაურიგა.

ვინ რამდენი მიიღო?

- 2013 წლის 25 მარტს საკონსულტაციო საბჭომ ნანა ჯანელიძე ერთპიროვნულად აირჩია კინოცენტრის დირექტორად. ერთ თვეში დაფინანსდნენ: ლევან თუთბერიძე, 2013 წლის ქართულ–უცხოური სრულმეტრაჟიანი ფილმის დაფინანსების კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ინიშნება და პარალელურად სხვა კატეგორიის კონკურსში სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსში წარადგენს თავის პროექტს „ფოლკლორი“ და ფინანსდება 350 ათასი ლარით. ელდარ შენგელაია სცენარის შექმნისათვის „აგარაკი“ ითხოვს 50 ათას ლარს და მას კონკურსს გარეშე აძლევენ 32 ათას ლარს. ქალბატონი ნანა ჯანელიძე თხოვნით მიმართავს კულტურის სამინისტროს, რათა დააფინანსოს სცენარი „აგარაკი“, ამისათვის საკმარისია შპს „სინეტეკის“ დირექტორის განცხადება სცენარის დაფინანსების თაობაზე და კულტურის სამინისტრო უპრობლემოდ უყოფს 50 ათასი ლარის ნაცვლად 32 ათასს.

რა სცენარი იყო ასეთი?

- თანხა მისცეს ელდარ შენგელაიას და დათო ტურაშვილს. ელდარ შენგელაიას დაფინანსება ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ელდარ შენგელაიას თავისუფლად შეეძლო მიეღო მონაწილეობა სცენარის განვითარების კონკურსში, თუმცა, საქმე შემდეგშია: სცენარის განვითარების კონკურსი ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ 5 ათას ლარით დაფინანსებას, ელდარ შენგელაიას კი ათჯერ მეტი უნდოდა მიეღო. ეს ხდება მაშინ, როცა ამ მშიერ ქვეყანაში უამრავი რეჟისორი „ტაბურეტკაზე“ წერს სცენარებს.

შემდეგი: გივი (ბესო) ოდიშარია, სადებიუტო მხატვრული ფილმის კომისიის წევრია, რომელსაც ამავე კონკურსში კოტე ჯანდიერთან ერთად შეაქვს საკუთარი პროექტი ‘წერილი შვილს“. მას არ ჰქონდა უფლება შეეტანა კონკურსში საკუთარი პროექტი, რადგან  კომისიის წევრი იყო. მართალია, პროექტმა კონკურსი ვერ მოიგო, მაგრამ მალევე სცენარის განვითარების კონკურსში ფინანსდება და კინოცენტრი სცენარის 5 ათას ლარს აძლევს განვითარებისათვის. დავით ჯანელიძე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დაფინანსების საექსპერტო კომისიის წევრი იყო, მისი პროექტიც წარდგენილი იყო სცენარის განვითარების კონკურსში და 5 ათასი ლარით დაფინანსდა. და ასე შემდეგ.,,

გადავიდეთ შემდეგ კონკრეტულ დარღვევებზე.

- დამთავრდა კონკურსი და რუსუდან პირველმა, რომლის სცენარიც 400 ათასით დააფინანსეს, გამარჯვებული სცენარი შეიტანა სცენარის განვითარების კონკურსში. არ ვიცი, დაიწყო თუ არა პირველმა გადაღება, მაგრამ ფილმი რომ დასრულებული არ აქვს, ეს ზუსტად ვიცი. ფაქტია – სცენარი, რომელიც კიდევ განსავითარებელი იყო, 400 ათასით დააფინანსეს. აქ კომენტარი ზედმეტია... რუსუდან გლურჯიძემ, პროექტით „სხვისი სახლი“, 250 ათასი ლარი მოიგო. ზურაბ ინაშვილი და ბუბა ხოტივარი იყვნენ კომისიის წევრები, იმ კონკურსისა, რომელშიც მათი ფირმა „სინეტეკი“ რებულობდა მონაწილეობას, კომისიის თავმჯდომარე იყო ხოტივარი. ინაშვილმა ორი ფილმი მოიგო. არ დაგავიწყდეთ - ამ დროს სადებიუტო მხატვრული ფილმის კომისიის წევრი იყო ინაშვილი, საკუთარ პროექტს ჯერ 250 ათასი მოაგებინა, მეორე პროექტს - „გარეუბანი“ - 46 ათას 945 ლარი. „გარეუბანი“ წარადგინა ფირმამ ააიპ საავტორო სტუდიამ. ინაშვილი ამ სტუდიის პრეზიდენტია.

არ ვიცი, როგორ შევაფასო ეს...

- გავაგრძელოთ: ანა ძიაპშიპა. ეს ქალბატონი გახლდათ სადებიუტო მხატვრული ფილმის კონკურსის საექსპერტო კომისიის წევრი, პარალელურად ძიაპშიპას ორი ფილმი დაფინანსდა, ერთი - 36 ათასი ლარით, მეორე – 62 ათასი ლარით.

გადაღებულია ეს ფილმები?

- არ ვიცი. მე ვამბობ, კანონდარღვევით რა თანხები იქნა გატანილი კომისიის წევრების მიერ. კანონით, არც კომისიის წევრს და არც კინოცენტრის თანამშრომელს არ აქვთ უფლება, მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. ეს მათ დებულებაში უწერიათ.

ყველა დარღვევაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებთ, როგორც ვატყობ...

- აქ იმდენი დარღვევაა, ალბათ ერთი წელი რომ ვილაპარაკოთ, არ გვეყოფა დრო. ერთი ადამიანი კომისიის წევრიც რომ არის, ორ–ორ ფილმს უფინანსებენ და რა გამოდის, სხვა არავინ იყო საქართველოში რეჟისორი? როგორ ფიქრობთ, აქ არ ჩანს კინოცენტრის დაინტერესება? აფინანსებენ რეჟისორებს, რეჟისორები ვერ ამთავრებენ ფილმებს, იმიტომ რომ ვთქვათ მანნდარინის მოსავალი არ მოვიდა, სიმინდის მოსავალი არ მოვიდა და ასე შემდეგ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 ათასს რომ აძლევ ფილმში რეჟისორს, შემდეგ კიდევ რომ უმატებ თანხას, საკითხავია, რატომ არ ინტერესდება სახელმწიფო, სად მიდის ეს ფული?! ერთი და იგივე რეჟისორებს ამდენი ფული რომ გააქვთ და ფილმს ვერ ამთავრებს, სად მიდის ეს ფული, რატომ არ კითხულობს არავინ?

კორუფცია...

- მთელი კულტურის სამინისტრო ნაცბანდის თავშესაფარია. ვინ არის კულტურის მინისტრი?

ძალიან ნიჭიერიაო - ასე არ თქვეს?

- კი, განსაკუთრებით მაშინ იყო ნიჭიერი, როცა 49 წლით დაისაკუთრა ფილარმონია. ერთ რამეს გეტყვი, არანაკლებ ნიჭიერ ხალხს ვიცნობთ, მაგრამ "ისთერნ პრომოუშენი“ ნიჭიერი ხალხის გამო არ აყვავებულა, „ზარალების“, ჭყონიების და სხვათა ფულის ტრიალი მათ დაიწყეს და ბოლოს ფილარმონია ჩაიგდეს ხელში. სააკაშვილის დროს შემოვიდნენ საკონცერტო დარბაზში, ამათ შემოსვლამდე ერთი დღის არენდა დიდ საკონცერტო დარბაზში ღირდა 3 ათასი ლარი, შემოვიდნენ ესენი (დაბალ დონეზე რომ არ მოხდებოდა მათი შემოსვლა, ხომ ვიცით?) და იცით, რა ფასი ადევს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზს ერთი დღით რომ იქირაოთ?

არ ვიცი...

- მარტო დარბაზის, ყოველგვარი განათების და სხვა ტექნიკის გარეშე, ქირა ერთი დღით 30 ათასი ლარია. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა უქნეს ქართულ კულტურას? ნებისმიერი ხელოვანი აიღე, რომელსაც სახელმწიფო დონეზე დაფინანსება არა აქვს, შეუძლია 30 ათასი ლარი გადაიხადოს? ფაქტიურად, ამით მოკლეს ქართული კულტურა, ფილარმონიაში „ჯეოსტარების“ და მსგავსი ღონისძიებების გარდა, გინახავთ რომ კონცერტი ჩატარებულიყოს?

ეს არ ვიცი და აი ეს - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კულტურის სამინისტროსა და კულტურის მინისტრობის კანდიდატის კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში გარკვეული ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა, რომელიც 2013 წელს ჩატარებულ დასკვნაშიც მოხვდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის განცხადებით, ნიკა რურუას მინისტრობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან "ისთერ ფრომოუშენს" 1 368 000 ლარი გადაუხადეს, საიდანაც მხოლოდ ბათუმის ჯაზ ფესტივალის ჩატარებისათვის 1 104 000 ლარი იყო გათვალისწინებული“ - კარგად მახსოვს...

- წლების მანძილზე ვაკეთებდით სერიულ კონცერტებს, ახლა გინახავთ? ყველაზე ცოტა, 50 ათასი ლარი ერთი ღონისძიების ჩატარებისთვის ბევრს აქვს? ერთი გურამ ოდიშარიამ ააღორძინა კულტურა და მეორე ეგ ააღორძინებს. ძალიან კარგად იცის გიორგაძემ, რა დარღვევებია კინოცენტრში და ამერიკაში დაატარებს ნანა ჯანელიძეს. ნიკა რურუას ამაზე დიდი ბედნიერება არ ღირსებია, როგორც მიხეილ გიორგაძის მინისტრად დანიშვნაა. ქართულ კულტურას რურუას „სასტავი“ და მისი ძმაბიჭები განაგებენ...

სხვა სიახლეები