ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

რატომ მოჰყვა პედაგოგთა შორის ხელმოწერების შეგროვებას სკოლებში პროფკავშირული ორგანიზაციის შევიწროება?

2014-12-08 16:10:12

„მრჩება აზრი, რომ ევროპასთან მეტად დაახლოების ნაცვლად, 2010 წელში დავბრუნდით, როცა დიმიტრი შაშკინი 100 000 წევრიანი დემოკრატიული ორგანიზაციის დევნას და შევიწროვებს ახდენდა.“

თეა გოგბერიძე



პედაგოგის საშუალო ხელფასის საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასთან გათანაბრების მოთხოვნით, დღეს პარლამენტში 15400-ზე მეტი მასწავლებლის ხელმოწერა შევიდა. როგორც გავარკვიეთ, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ორგანიზებით მიმდინარე ხელმოწერებს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფკავშირული საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტებს. იყო მასწავლებლებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტებიც. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის განცხადებით, რესურს-ცენტრებიდან სკოლებში გაიგზავნა დირექტივების შემცველი წერილები, რომლებშიც სკოლის დირექტორებს საკუთარი მასწავლებლების პროფკავშირული ორგანიზაციიდან დისტანცირებას თხოვდნენ. მაია კობახიძის თქმით, ასეთი ტენდენციის შესაჩერებლად, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. იმ შემთხვევაში თუ განათლების სამინისტრო შესაბამის ზომებს არ მიმართავს, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირები დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. მრჩება აზრი, რომ ევროპასთან მეტად დაახლოების ნაცვლად, 2010 წელში დავბრუნდით, როცა დიმიტრი შაშკინი 100 000 წევრიანი დემოკრატიული ორგანიზაციის დევნას და შევიწროვებს ახდენდა_ განაცხადა მაია კობახიძემ.



დღეს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირებმა საკანონმდებლო ორგანოს საჯარო სკოლის მასწავლებელთა 15400-ზე მეტი ხელმოწერით გამყარებული მოთხოვნა წარუდგინა. ვინაიდან, საჯარო სექტორში დასაქმებულთა შორის ყველაზე დაბალი შრომის ანაზღაურება მასწავლებელს აქვს, ჩვენი მოთხოვნაა, რომ უახლოესი სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივი მატებით, პედაგოგის საბაზო ხელფასი საჯარო სექტორში დასაქმებულთა 750 ლარიან საშუალო ხელფასს გაუთანაბრდეს. ქვეყნის განვითარება დამოკიდებულია მასწავლებლის შრომის ეფექტურობაზე, რაც ღირსეული შრომის პირობების გარეშე ძნელად წარმოსადგენია, ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი მასწავლებლების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას გაითვალისწინებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. გასული ორი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა: 2013 წლის 1 იანვრიდან მასწავლებლის საბაზო ხელფასი 60 ლარით გაიზარდა, ხოლო 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია პედაგოგის საბაზო ხელფასის 50 ლარით გაზრდა, მაგრამ მასწავლებელთა უკმაყოფილება და უიმედობა გამოიწვია ხელისუფლების პირველ პირთა დაპირების საპირისპიროდ, პროცესის 2015 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე გადატანამ. აქედან გამომდინარე, პედაგოგებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება და ეს არის მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური ფორმა, თუმცა ამას მშვიდობიანი პროცესები არ მოჰყოლია. რაიონული საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ზოგიერთი უფროსის და საჯარო სკოლის დირექტორის მხრიდან ხელმოწერის პროცესში მონაწილე მასწავლებლებზე დაიწყო ზეწოლა და მუქარა. გაჩნდა ანტიპროფკავშირული პროპაგანდის ფაქტებიც. ამბროლაურის, დმანისის და თელავის საგანმანათლებლო რესურს ცენტრების უფროსთა სიტყვიერი მითითებით, სკოლებში აიკრძალა პროფკავშირული საქმიანობა. საქმე იქამდე მივიდა, რომ გორის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის სიტყვიერი მითითების შედეგად, გორის რაიონის რამდენიმე სკოლაში პროფკავშირის წარმომადგენელი მასწავლებლებთან შეხვედრაზე არ შეუშვეს. ოთხი რაიონის რესურს-ცენტრიდან სკოლის დირექტორებთან დაიგზავნა მითითებები, როგორ უნდა გასწიონ დირექტორებმა ანტიპროფკავშირული პროპაგანდა, როგორ უნდა დაარწმუნონ მასწავლებლები, რომ უარი თქვან პროფკავშირებული საწევროს გადახდაზე და ა.შ. ეს რეალურად დანაშაულია, რომელიც დროულად უნდა დასრულდეს. სწორედ ამ მიზნით, ზემოთხსენებული ფაქტების შესახებ ვაცნობეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, ვისგან მომდინარეობს ასეთი ქმედებები, რომლებიც საერთაშორისო ნორმებსა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობას რომ თავი დავანებოთ, დანაშაულია. საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობისთვის ხელის შეშლა, დევნა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებებია და ეს ყველაფერი თუ დროულად არ დასრულდა, იძულებული ვიქნებით, ამის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს ვაცნობოთ. მრჩება აზრი, რომ ევროპასთან უფრო დაახლოების ნაცვლად, 2010 წელში დავბრუნდით, როცა დიმიტრი შაშკინი 100 000 წევრიანი დემოკრატიული ორგანიზაციის დევნას და შევიწროვებს ახდენდა, რაც ნამდვილად საგანგაშო ტენდენციაა.

სხვა სიახლეები