გამოკითხვა
ხმის მიცემა
ტოკიოს გარეუბანში არის ერთი რესტორანი, სადაც მიმტანებად მაიმუნები მუშაობენ. იატ ჩანი და ფუკუ ჩანი ეს ის წყვილი მაიმუნებია, რომლებიც ადამიანების გვერდით მუშაობენ და წარმატებით ართმევენ თავს მიმტანის პროფესიას. მეპატრონეს მაიმუნების მიმტანად მუშაობის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც შეამჩნია რომ მაიმუნები სიხარულით ემორჩილებოდნენ ბრძანებას პატრონისათვის ამა თუ იმ ნივთის მიწოდებისას. საშუალო ბიზნესს იაპონიის ცხოველების შრომის კოდექსიც ხელს უწყობს, რომლის თანახმად მაიმუნებს დღეში 2 საათი შეუძლიათ იმუშაონ. რესტორნის მეპატრონე კიდევ რამდენიმე ''სტაჟიორის'' დამატებასაც გეგმავს.