ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
ვარშავის აჯანყება, აქამდე უცნობი კადრები

2014-12-14 17:36:00
მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავის გეტოს აჯანყება ებრაული და პოლონური წინააღმდეგობის ძალების მიერ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება ოკუპირებული პოლონეთის დედაქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ნაცისტური გერმანიის ძალების მიერ ვარშავის გეტოს ლიკვიდაციის თავიდან არიდებასა და გეტოში მყოფი ადამიანების გადარჩენას.
აჯანყება გერმანელთა მიერ გეტოს დარჩენილი მოსახლეობის ტრებლინკას საკონცენტრაციო ბანაკში გადაყვანის გადაწყვეტილებას მოჰყვა. აჯანყება 1943 წლის 18 იანვარს დაიწყო, ხოლო მისი ძირითადი შეიარაღებული ფაზა იმავე წლის 19 აპრილიდან 16 მაისამდე გაგრძელდა. აჯანყებულები რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევდნენ ძლიერ წინააღმდეგობას გერმანულ ძალებს.
აჯანყება დასრულდა, როდესაც ცუდად შეიარაღებული და ცუდად მომარაგებული აჯანყებულები იორგენ შტროპისდაქვემდებარებაში მყოფმა გერმანულმა ძალებმა გაანადგურეს. ბრძოლის შედეგად გერმანელებმა გეტო მთლიანად დაანგრიეს. ვარშავის გეტოს აჯანყება იყო ებრაული წინააღმდეგობის ყველაზე დიდი გამოვლინება მთელი ჰოლოკოსტისგანმავლობაში.
