ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

"ჩემი ქმარი ოცნების ასრულებაში დამეხმარა," - ანუკი არეშიძის ინტერვიუ ამერიკულ Forbes-თან

2017-12-13 15:21:47

წყარო forbes.com

 "ჩემი ქმარი ძალიან დამეხმარა, ოცნება ამესრულებინა, ახლა კი ვცდილობ, გამოვიყენო შანსი და სხვა ქალებისთვის და ბავშვებისთვის ბევრი რამ გავაკეთო," - ამის შესახებ კახა კალაძის ცოლმა, ანუკი არეშიძემ ამერიკულ ჟურნალთან Forbes ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში არის დედა, შემდეგ ცოლი და სულ ბოლოს - დიზაინერი.

"საქართველოში ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც საკმარისი საჭმელი არ აქვთ. მათ არ აინტერესებთ მოდა, ან - დიდი პოლიტიკა, მათ მხოლოდ საკვები სჭირდებათ ოჯახებისთვის. დამნაშავედ ვიგრძნობ თავს, თუ ფოკუსირებული ვიქნები მხოლოდ

საკუთარ თავზე და დიზაინერობაზე. ყოველთვის, როცა მაღაზიაში შევდივარ, ვგრძნობ ხალხის სითბოს, მათი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. რუსი სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა ჩემთვის საქველმოქმედო საქმიანობის ინსპირაციაა," - ამბობს არეშიძე ინტერვიუში.

თბილისის მერის მეუღლე აღნიშნავს, რომ საქართველოში დიზაინერობა ძალიან რთული და რისკიანია, რადგან ქვეყანაში არ არსებობს მაღალი ხარისხის ქსოვილების დამამზადებელი ფაბრიკები და ამიტომ, მათი ჩამოტანა სხვა ქვეყნებიდან უხდებათ. ეს კი, ანუკის თქმით, მათ პროდუქციას ბევრად აძვირებს.

"ქართველებს აქვთ საყვარელი ფერი - შავი. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გემოვნება და სტილის შეგრძნება. ქართველების გამორჩევა ყოველთვის მარტივად შემიძლია ნებისმიერი სხვა ქვეყნის ქალაქების მოედნებსა თუ აეროპორტებში," - აღნიშნავს დიზაინერი.

ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა ანუკის, შექმნას ფეხბურთის ეროვნული ნაკრებისთვის ფორმა, დიზაინერი პასუხობს, რომ ამისთვის მზად არ არის.

"სპორტულ ფორმებს ბევრი დიდი დიზაინერი, მათ შორის ჯორჯო არმანი, რალფ ლორენი ქმნიან. ეს ძალიან რთული საქმეა და ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რადგან მთელი ქვეყნის სახეა. ამიტომ, ამ ეტაპზე ასეთი საქმისთვის მზად არ ვარ," - განაცხადა არეშიძემ.

ამასთან, კახა კალაძის ცოლი აღნიშნავს, რომ საკუთარი თავით არასოდეს არის კმაყოფილი.

"ყოველთვის, ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს, "შემეძლო უკეთ გამეკეთებინა?" ახლა ვიტირებ... ბოდიში, ძალიან დაღლილი ვარ. ყოველთვის ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს და ვამბობ : "ანუკი, შენ მეტი შეგიძლია!"

 

სხვა სიახლეები