ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
ტორონტოს მუნიციპალიტეტის შენობზე, სახელმწიფო დროშა აღიმართა სიკვდილმისჯილი ლუის რიელის საპატივცემულოდ
2014-11-28 09:41:10
ზურა დათუაშვილი
ფეისბუქმომხმარებელი ზურა დათუაშვილი წერს: "საინტერესო და საგულისხმო შტრიხია ისტორიისთვის, ზოგადად, საქართველოს ისტორიისთვის - განსაკუთრებით.
ლუის რიელი კანადის პროვინცია მანითობას მეტისი მოსახლეობის აღიარებული ლიდერი იყო, მთელი ცხოვრება მათი უფლებების დაცვას და პოლიტიკურ თვითგამორკვევას შესწირა. 1885 წელს დააპატიმრეს, გაასამართლეს, სახელმწიფოს ღალატის მუხლი მიუყენეს და ჩამოხრჩვეს.
მოგვიანებით მართლმსაჯულებამ რიელის რეაბილიტაცია მოახდინა. მისი იდეების ნაწილი კი თანამედროვე კანადის კონფედერაციულ მოდელშია განხორციელებული.
ყოველწლიურად, ნოემბერში, ტორონტოს მუნიციპალიტეტის შენობზე, სახელმწიფო დროშა აღიმართება სიკვდილმისჯილი ლუის რიელის საპატივცემულოდ.
ნუ ვიჩქარებთ, მეგობრებო, ერთმანეთის მოღალატედ მონათვლას. მისი უდიდებულესობა ისტორია ორი მოსახვევის იქით იცდის და ვინძლო ხვალ-ზეგ თავში სახლელი გაგვიხდეს დღევანდელი სიტყვაც და საქმეც.